x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"იყო რაღაც გარე ფაქტორი, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული"

"ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით გახარიას, როგორც ჯერ შს მინისტრს და მერე პრემიერმინისტრს. გახსოვთ, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, არამედ გუნდის შიგნითაც...

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება, და არა ერთი ლიდერი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო რაღაც მომენტში, თუმცა შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. რაღაცამ შეცვალა, არა ვიღაცამ, რამ შეცვალა - ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ალბათ ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. იყო რაღაც გარე ფაქტორი, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. image

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0