x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
The Mummy - მ უ მ ი ა
საინტერესო ფაქტები
image⭕️ მუმია - გადაღებული რეჟისორ სტივენ სომერსის მიერ 1999 წელს. ფილმის გამოსვლისთანავე დიდი მოწონება და აღიარება მოიპოვა. მუმია გახდა მასიურად განხილვადი და ყურებადი და თვალსაჩინო ადგილიც კი დაიკავა ჩვენს ვიდეოკოლექციაში იმ დროისათვის.


⭕️ შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მუმია იყო რიმეიქი 1932 წელს გადაღებული ფილმის იგივე სახელწოდებით. თავდაპირველად მუმია უნდა ყოფილიყო უფრო ბნელი და მეტად საშიში და ამისთვის ისეთი რეჟისორები მოიწვიეს როგორებიცაა უეს კრეივენი (კოშმარები თელების ქუჩაზე-ს სერიები; ბორცვებსაც აქვთ თვალები; კივილი-ს სერიები) და კლაივ ბარკერი (ჯოჯოხეთიდან აღმდგარი-ს სერიები), მაგრამ როდესაც ფილმზე უფლებები მოიპოვა Universal Pictures-მა, ამ იდეისგან თავი შეიკავეს და ფილმის ფორმატი მთლიანად შეცვალეს. საგრძნობლად გაიზარდა მისი ბიუჯეტი და მოწვეულ იქნა რეჟისორი სტივენ სომერსი, რადგან ამ რეჟისორს კარგად ეხერხებოდა სათავგადასავლო-საშინელებათა ჟანრის ფილმებზე მუშაობა (ჯუნგლების წიგნი - 1994წ, სიღრმიდან ამოსვლა - 1998წ).


⭕️ როდესაც საქმე მივიდა თუ მთავარ როლზე ვინ უნდა დაემტკიცებინათ, პირველი კანდიდატი იყო ტომ კრუზი, მაგრამ მას იმ დროისთვის უკვე რამდენიმე პროექტზე ხელი ჰქონდა მოწერილი და ამის გამო მისი როლზე აყვანა არ მოხერხდა.


⭕️ შემდეგ, არჩევანი ბრედ პიტზე შეჩერდა, მაგრამ მას სცენარი საერთოდ არ მოეწონა და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს უკვე ლეონარდო დიკაპრიოსთვის მიემართათ. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდოსთვის სცენარი მოსაწონი აღმოჩნდა, მისდა სამწუხაროდ მას უკვე კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ფილმ „პლიაჟი“-ზე, თუმცა ბედის ირონიით „პლიაჟი“-ს გადაღებები დიდი ხნის ვადით გადადეს. და როდესაც ისევ მუმიას მიუბრუნდა, პროდიუსერებს უკვე სხვა მსახიობი ჰყავდათ ნაპოვნი - კრის ო’დონელი. სწორედ კრის ო’დონელს მოუგო კონკურენცია ბრენდონ ფრეიზერმა.


⭕️ ეველინის როლზე (ბრენდონ ფრეიზერის ცოლი ფილმში) გათვალისწინებული იყო ვაინონა რაიდერი, მაგრამ სასამართლო პროცესების გამო უარის თქმა მოუწია. ამ როლზე ასევე იყვნენ შემდეგი კანდიდატები: ნივ კემბელი, რომლის შესრულება ქასთინგზევე არ მოეწონათ და მოხსნეს როლიდან, ეშლი ჯადი, რომელიც სხვა ფილმით იყო დაკავებული სხვა ქვეყანაში, მიშელ პფაიფერი - მისი კანდიდატურა რეჟისორს სასტიკად არ მოსწონდა, რადგან უფრო ახალგაზრდა მსახიობს ხედავდა ამ როლზე, კონკრეტულად რეიჩელ ვაიზს და რომელიც დაამტკიცა კიდეც შემდეგ.


⭕️ იმჰოტეპის როლზე სახელდებოდა ერთი მსახიობი სახელად ბილი ზეინი, რომელსაც ჰოლივუდში არნოლდ ვოსლუს ორეულად თვლიან. არნოლდ ვოსლუ სწორედ ის მსახიობია, რომელმაც იმჰოტეპის როლი შეასრულა მუმიის ორივე ნაწილში.


⭕️ ანაქსუნამუნის როლზე სახელდებოდა ერთდროულად რამდენიმე მოდელი გოგო. პატრისია ველასკესი (ანაქსუნამუნის როლის შემსრულებელი) არც ყოფილა ფავორიტი ქასთინგ მენეჯერებისთვის, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად, სრულად გამოწყობილი თავისი პერსონაჟის გრიმში, მოახერხა მათი გაოცება და დარწმუნება და როლიც მოიპოვა.


⭕️ ფილმის ბიუჯეტმა 80 000 000???? შეადგინა, ხოლო შემოსავალმა 416 000 000???? გადააჭარბა. როდესაც ფილმმა უკვე სინათლე იხილა და მსოფლიო პრემიერები შედგა, ერთ დღესაც Universal Pictures-ის დირექტორმა რეჟისორს დაურეკა და როდესაც ზარს უპასუხა მან შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ეს გასაოცარი იყო. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კიდევ ერთი სერია".
მეორე ნაწილი ფილმის კი 2001 წელს გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0