x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
Blade - ბ ლ ე ი დ ი

საინტერესო ფაქტები

image⭕️ დღეს ყველამ კარგად იცის მარველის შესახებ და ყველა კარგად იცნობს მის გმირებს. რკინის კაცი, ჰალკი, კაპიტანი ამერიკა, თორი და ასე შემდეგ. ასევე ბევრი ფიქრობს, რომ მარველმა თავისი ფილმების წარმოება დაიწყო სწორედ ამ პერსონაჟებით, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება, რომ მარველის კინოსამყარო არა ზემოთ ჩამოთვლილი გმირებით იწყება არამედ იმ პერსონაჟით, რომელიც მოგონილი იყო მარვ ვოლფმანის და ჯინ კოლანის მიერ. ესაა 1998 წელს გადაღებული Blade, უესლი სნაიფსის მონაწილეობით. ბლეიდი იყო მარველის კინოსამყაროს პირველი ფიგურა, რომელზეც იქნა პირველი ფილმი გადაღებული. როდესაც ის ეკრანებზე გამოვიდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.


⭕️ მათი რამდენიმე კომენტარი ბლეიდთან დაკავშირებით:


⭕️ „ბლეიდის მოქმედება არის სასტიკი, უხვი და სათანადოდ სტილისტური“.


⭕️ „ბლეიდი... ეს არის ფილმი, რომელსაც ახასიათებს მაღალი დონის ვიზუალური სტილი. ფილმში გამოყენებულია ექსტრემალური რაკურსები, უცნაური კოსტიუმები და არენები, გაზვიადებული ჩრდილები, ოსტატური მონტაჟი გრძელი და ექსტრემალური კადრების“.


⭕️ „ფილმის გახსნითი სცენა ბრწყინვალეა, ჯერ მარტო რად ღირს მისი პირველი გამოჩენა კადრში. სწრაფი, ვიზუალურად მიმზიდველი სცენების სერიით, რომლებიც ასახავს ვამპირების საზოგადოების იატაკქვეშა ცხოვრების აქტივობას და ამის ფონზე კადრში მოულოდნელად წარმოგვიდგება ფილმის მთავარი მოქმედი გმირი გრძელ ტყავის სამოსში, შავი სათვალით და ეს არის ნამდვილი ხელოვნება თუ როგორ უნდა წარუდგინო აუდიტორიას სუპერგმირი“.


⭕️ როდესაც დევიდ გოიერმა (სცენარის ავტორი) წამოიწყო საუბარი ფილმის გადაღების შესახებ ბლეიდზე, კომპანია სამ კანდიდატს განიხილავდა: დენზელ ვაშინგტონს, ლოურენს ფიშბორნს და უესლი სნაიფსს, მაგრამ დევიდ გოიერი წარმოსახვაში ბლეიდის როლში ყოველთვის უესლი სნაიფსს ხედავდა.


⭕️ ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა: 40 000 000????, ხოლო შემოსავალმა კი 131 000 000???? გადააჭარბა, რის ფონზეც მარველმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო ფილმების აქტიური წარმოება თავის პერსონაჟებზე, რასაც მოჰყვა ფილმ X-Men გამოსვლა 2000 წელს, Blade II და Spider-Man 2002 წელს, რომლებმაც ასევე დიდი მოგებები ნახეს შემოსავლების მხრივ და მას შემდეგ იწყო მარველის სამყაროს განვითარება და გამდიდრება.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
28
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0