x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ტურეტის სინდრომი

image

1884 წელს ჟილ დე ლა ტურეტმა არსებული მონაცემების ანალიზითა და საკუთარი დაკვირვებების შედეგად (9 შემთხვევა) ტურეტის სინდრომი გამოჰყო ცალკე ნოზოლოგიურ ფორმად.

ტურეტის სინდრომი (TS) წარმოადგენს ნევროლოგიურ აშლილობას, რომელითვისაც დამახასიათებელია მრავლობითი მოტორული და ფონური ტიკების არსებობა (არააუცილებლად ერთდროულად). ტიკები ცვალებადობენ სიხშირის, სიმწვავის, ლოკალიზაციისა და ბუნების მიხედვით.

რომ განვმარტოთ ტიკი ეს არის უცაბედი, წყვეტილი, განმეორებადი, არარეგულარული სტერეოტიპული, ანომალური მოძრაობა (მოტორული ტიკი) ან ხმა (ფონური ტიკი).


აშლილობა, როგორც წესი, იწყება 5-10 წლის ასაკში და გამოიხატება უმნიშვნელო მარტივი ტიკების სახით ( სახის, თავის ან ხელების არეში) დროის განმავლობაში ტიკების ინტენსივობა მატულობს და ადგილი აქვს სხეულის სხვა ნაწილების (მაგ. ფეხების) ტიკების წარმოქმნას და, როგორც წესი, ნორმალური ფუნქციონირების პროცესში იწვევს სერიოზულ დისკომფორტს.

აშლილობის გამოვლენა: ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია 16 წლის ასაკამდე მრავლობითი ტიკის განვითარება, რასაც ვოკალური ტიკები ახლავს თან (მაგ., ღრუტუნი, ღმუილი და ა.შ.). პაციენტთა დაახლოებით მესამედს (მათ შორის, ბავშვებს უფრო იშვიათად) აღენიშნება კოპროლალია (ანუ უხამსი ფრაზებისა და სიტყვების უნებლიე წამოძახილი). დიაგნოზი, როგორც წესი, დგინდება 18 წლის ასაკის მიღწევამდე, უმეტეს შემთხვევაში კი 6 -7 წლის ასაკში და 3-4-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მრავალ სხვადასხვა ტიკს, მათ შორის: თავის უეცარი დაქნევა; თვალების სიელმე; თვალების ხშირი დაჭუტვა; სახის დამანჭვა; ცხვირის არის კონვულსიები.

TS-სთვის აგრეთვე დამახასიათებელია კომპლექსური, წინასწარ განზრახული ტიკებს მთელი რიგი როგორციაა: კოცნა, ჩქმეტვა, ენის გამოყოფა, ხელის შეხება, უწმაწური ჟესტები და სხვ. შესაძლოა, გამოვლენილი იყოს სტერეოტიპული მოძრაობები, როგორიცაა ხტომა ან ცეკვა.

დიაგნოზის სწორად დასმისთვის აუცილებალია გათვალისწინებული იქნას აგრეთვე სხვა, ვოკალური წარმოშობის ტიკები, როგორიცაა: „ღრუტუნი“ და ღმუილი, ენის დაწკლაპუნება, ხმამაღალი დაყნოსვა, ხველება, სისინი, ფურთხება, სტვენა, ექოს ტიპის ხმის გამოცემა, წინადადებების რამდენიმეჯერ გამეორება და სხვ. ამ სინდრომით დაავადებული ბავშვების უმეტესება გამოირჩევა დაბალი აკადემიური მოსწრებით.

ტურეტის სინდრომი ძირითადად კომორბიდში გვხვდება ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასთან და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან ანუ ADHD-სთან

დიაგნოზის დასმა: დიაგნოზს, როგორც წესი, პედიატრი ან ფსიქიატრი სვამს ადრეული სიყმაწვილის ასაკში. სასურველია ჩატარდეს ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური გამოკვლევა, ამასთან მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნას ბავშვის ქცევა სასკოლო-სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მოსაძიებელია ბავშვის ქცევის შესახებ ყველა არსებული ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან, მასწავლებლებისგან და ა.შ. რაც უდავოდ ხელს უწყობს დიაგნოზის სწორად დასმას.

მკურნალობა: ბევრ შემთხვევაში TS არ იწვევს რაიმე სახის ინვალიდობას და შესაბამისად, პრესპექტივაში ადგილი აქვს „ბუნებრივად“ განკურნებას; მსუბუქ შემთხვევებში არ არის საჭირო სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება; ხოლო საშუალო და მძიმე მდგომარეობის დროს, თუკი ტიკები სერიოზულად აფერხებს ბავშვის ნორმალური ფინქციონირების პროცესს, მედიკამენტური მკურნალობის მრავალი მეთოდი გამოიყენება.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0