x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of World კონკურსის ფინალისტია
imageცნობილი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი, ქართველი მეცო-სოპრანო, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე იმღერებს BBC Cardiff Singer of World კონკურსის ფინალში.


BBC Cardiff World of Singer არის BBC- ს საერთაშორისო საოპერო სიმღერის კონკურსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება კარდიფში, (უელსი, დიდი ბრიტანეთი)


კონკურსი ტარდება 1983 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ. მონაწილეთა ასაკი 18-დან 32 წლამდე. წელს კონკურსში მონაწილეობენ 15 ქვეყნის მომღერლები, მათ შორის ავსტრია, ჩინეთი, დანია, ინგლისი, საქართველო, ისლანდია, მონღოლეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ვენესუელა, უელსი და პირველად მადაგასკარი და კოსოვო.კონკურის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი და გამორჩეულ ოპერის მომღერლები გამოავლინოს.


კონკურსანტებმა მანამდე სამი რთული შესარჩევი ეტაპი გაიარეს.კონკურსის ფინალი 19 ივნისს გაიმართება. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს 15, 000 ფუნტი სტერლინგს და სამახსოვრო საჩუქარს. მაყურებლის სიმპატიას გადაეცემა - 2000 ფუნტი სტერლინგი. საუკეთესო სიმღერაზე კი პრიზი 5000 ფუნტი სტერლინგია გათვალისწინებული.

image

ნატალიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ნიუ-იორკის, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში. ნიუ-იორკის შემდეგ ნატალიამ კარიერა მიუნხენს დაუკავშირა, რაც საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა მისი მხრიდან.


ნატალია 2017 წელს დაქორწინდა აჩიკო ჯაფარიძეზე, ქართული მედიის ცნობით, ამა წლის სექტემბერში ნატალია პირველ შვილს ელოდება

image

0
127
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0