x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
13 განსაცვიფრებელი ფაქტი კოცნის შესახებ, რომელიც ღირს რომ იცოდეთ
image


6 ივლისს კოცნის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც პირველად, დიდ ბრიტანეთში შემოიღეს, ხოლო ორი ათეული წლის წინ, ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ოფიციალურადაც დამტკიცდა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში კოცნის სხვადასხვა კონკურსი იმართება, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ეძლევათ მოიგონ საინტერესო პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.


image


იცოდით, რომ ფილმატოლოგების უმეტესობა - მეცნიერები, რომლებიც ფიზიოლოგიასა და კოცნის ფსიქოლოგიას სწავლობენ, თანხმდებიან რომ კოცნა სასარგებლოა. ამბორი, როგორც რომანტიკული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ელემენტი, მრავალ კულტურაში არსებობს. საშუალოდ, თითოეული ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში კოცნაში დაახლოებით 336 საათს ატარებს. დღევანდელ სტატიაში, მსურს წარმოგიდგინოთ 13 საინტერესო ფაქტი კოცნის შესახებ, რომელიც შესაძლოა რომ არ იცოდეთ.


image


ადამიანების უმრავლესობისთვის პირველი კოცნა ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე პირველი სექსი.


image


ბიოლოგიური თვალსაზრისით, კოცნა - მეორე ადამიანთან ინფორმაციის ყველაზე სრულყოფილი გაცვლაა. სუნი, გემო - ეს ქიმიური კომუნიკაციის არხებია, რომლებიც ქვეცნობიერის დონეზე გვამცნობენ შეგვეფერება თუ არა კონკრეტული პარტნიორი.


image


კოცნა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე ცოლებს კოცნიან, უბედურ შემთხვევებში ნაკლებად ხვდებიან და იმათთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავალიც აქვთ ვინც ასე არ იქცევა.



image



აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში არსებობს თემები, სადაც კოცნა მიღებული არ არის, ხოლო ამერიკის ზოგიერთ შტატში კოცნა საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულიც კია.


image


ფილმაფობია გახლავთ - კოცნის პანიკური შიში.


image


კოცნა იმუნიტეტს აძლიერებს. კოცნის დროს ადამიანები ერთმანეთს ბაქტერიებს გადასცემენ, რომელთა მეხუთედიც ინდივიდუალურია, ხოლო ახალი მიკროორგანიზმები იმუნურ სისტემას ააქტიურებენ და სხეულის დამცავ თვისებებსაც ზრდიან.


image


დროთა განმავლობაში კოცნა ამცირებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი.


image



ადამიანების ორი მესამედი კოცნისას თავს ოდნავ მარჯვნივ ხრის. კოცნისას თავის მარჯვნივ გადახრა ქცევითი ასიმეტრიის ერთ-ერთი უძველესი მაგალითია.


image


ყველაზე ხანგრძლივი კოცნის მსოფლიო რეკორდი ტაილანდელ წყვილს - ეკაჩაი და ლაკანა ტირანარატებს ეკუთვნის. 2013 წელს წყვილის კოცნამ 58 საათს, 35 წუთს და 58 წამს გასტანა.


image


კოცნისას, დაახლოებით 146 სახის კუნთი მონაწილეობს. სახის ამგვარი ვარჯიში ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ერთწუთიანი კოცნისას 26 კალორია იწვება.


image



მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი ტვინი შეიცავს სპეციალურ ნეირონებს, რომლებიც სიბნელეში საყვარელი ადამიანის ტუჩების პოვნაში გვეხმარება.


image


კოცნის დროს იგივე ნეიროტრანსმიტერები (ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების ქიმიური გადამცემები) გამოიყოფა რაც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ან კოკაინის მიღებისას. გულის ცემა ჩქარდება, სუნთქვა კი ხშირდება.


image


კოცნა ატონიზირებს სხეულს და ამავდროულად ხსნის სტრესს, ამცირებს სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონესაც. თავის ტვინში წარმოიქმნება ენდორფინები - ენდოგენური ოპიატები, რომლებიც იწვევენ სიხარულის განცდას და ამავდროულად, ხსნიან ტკივილსაც.


















0
385
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
385