x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მეთოდოლოგიური პრობლემები დეპრესიის კროს-კულტურული კვლევისას
დეპრესიული აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია: გუნებ-განწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, ნეგატიური აზრები, ენერგიის დაქვეითება და შენელება. ხოლო ჩამოთვლილი ნიშნებიდან, გუნებ-განწყობის დაქვეითება ყველაზე ხშირი სიმპტომია.

დეპრესიის კროს-კულტურული კვლევისას, ჩვენ შეგვიძლია 5 ძირითადი პრობლემა გამოვყოთ:

1) ნორმატიული დაურწმუნებლობის/გაურკვევლობის პრობლემა. ყველა ფსიქიატრიული შეფასება საბოლოოდ ემყარება კულტურულად სპეფიციკურ და ლოკალურად განსაზღვრულ მსჯელობებს იმის შესახებ თუ რა არის ნორმალური ან არანორმალური ქცევა. ინდივიდუალური სიმპტომებისა თუ ქცევების ინტერპრეტირება, სიმპტომთა ხანგრძლივობა უნდა დაემყაროს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რა არის ნორმიდან გადახრილი ამ კონკრეტული კულტურისათვის.

2) კულტურული მიკერძოების პრობლემა. Wober-მა (1969) შეაფასა იმ კვლევის სტრატეგიები, რომლებიც იწყება ინსტრუმენტის შემუშავებითა და ვალიდაციით ექსკლუზიურად ერთი კულტურისთვის და შემდეგ პირდაპირ ითარგმნება სხვა ენაზე, რათა გამოყენებულ იქნას განსხვავებულ კულტურაში, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.


3) მნიშვნელობის დეტერმინირების პრობლემა. ყველაზე ტიპური მიდგომა ფსიქიატრიული დიაგნოზის კრიტერიუმთან არის ის რომ იპოვონ მისი სემანტიკური ექვივალენტი სხვა ენაში. მაგ: თარგმნონ ის ინგლისურიდან არადასავლურ ენაში და შემდგომ უკან ინგლისურად, რათა შეამოწმონ თარგმანის სიზუსტე და საბოლოოდ ადმინისტრირდეს ბილინგვ სუბიექტთა მიერ.

4) ნარატივის კონტექსტის პრობლემა. ადამიანები განსხვავებული კულტურიდან სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიმპტომებს. მაგ: ის თუ როგორ გამოხატავს პაციენტი თავის პრობლემას კაბინეტში, ექიმთან, შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს იმისგან თუ როგორ გამოხატავს ის მეგობართან ან ოჯახის წევრებთან.

5) კატეგორიის ვალიდობის პრობლემა. მხოლოდ კვლევებმა, რომლებიც უშუალოდ შეისწავლიან ამ საკითხს შესაძლოა გვითხრან არსებობს თუ არა უნივერსალური კატეგორიები თუ ისინი მხოლოდ კვლევისა და კლინიკურ მეთოდთა გამოყენებით არის ხელოვნურად შექმნილი.

image

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ქორეულაშვილი
ქეთევან ქორეულაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0