x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ადამიანთა ბედნიერების მაჩვენებელი COVID-19-ის პირობებში
მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2021

ტექნიკური ნაწილი: სუბიექტური კარგად ყოფნის გაზომვა

ჩატარებული კვლევის მიხედვით სუბიექტური კარგად ყოფნა შეაფასეს სამ ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით: ცხოვრების შეფასება, პოზიტიური ემოციები და ნეგატიური ემოციები.

მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშში მკვლევრებმა მეტი ყურადღება მიაქციეს სპეციფიკურ ყოველდღიურ ემოციებს, რათა უკეთესად დაედგინათ თუ რა გავლენა იქონია COVID-19-მა ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.


The Gallup World Poll, რომელიც იყო მონაცემთა მთავარი წყარო, რესპონდენტებს სთხოვდა შეეფასებინათ მათი მიმდინარე ცხოვრება 0-10 სკალით, სადაც 10 აღნიშნავდა საუკეთესო ცხოვრებას მათთვის და 0 ყველაზე საშინელს.

ინდიკატორები:

პოზიტიური ემოციები

რესპონდენტს კვლევის განმავლობაში ეკითხებოდნენ წინა დღისით თუ გაიღიმა ან იცინა ბევრი და თუ განიცადა სიამოვნება. თუ რესპონდენტი იტყოდა არას, მას მიენიჭებოდა 0 ქულა, ხოლო თუ კის-1.

ნეგატიური ემოციები

ნეგატიური აფექტი გაზომილი იყო შემდეგნაირად: რესპონდენტებს ეკითხებოდნენ განიცადეს თუ არა სპეციფიკური ნეგატიური ემოციები(მწუხარება, დარდი, ბრაზი) წინა დღის განმავლობაში. ნეგატიური აფექტი, თითოეული პიროვნებისთვის, იზომებოდა მისი კი და არა პასუხებით.

აღმოჩნდა რომ პოზიტიური ემოციები დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირი იყო (global average of 0.71) ვიდრე ნეგატიური ემოციები (global average of 0.27).

შედეგები:

95 ქვეყნიდან მიღებული შედეგების მიხედვით: სტატისტიკურად სანდო სხვაობა გამოვლინდა მხოლოდ ნეგატიური აფექტის მაჩვენებელში, რომელიც გაიზარდა მნიშვნელოვნად (+0.023, p<0.001).

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა სტრესის მაჩვენებელიც. ასევე გაიზარდა იმ ადამიანთა მაჩვენებელი, რომელთაც რაღაც საინტერესო გააკეთეს წინა დღისით და იმათიც, ვინც კარგად დასვენებულად გრძნობდა თავს.

ნდობისა და კეთილგანწყობის მნიშვნელობა

COVID-19–ის ეფექტზე არსებული მრავალი კვლევა ხაზს უსვამს საზოგადოების ნდობის მნიშვნელობას, როგორც წარმატებულ საპასუხო რეაქციას. მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშში აღმოჩნდა, რომ მაღალი სოციალური და ინსტიტუციური ნდობის მქონე პირები უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ნაკლებად სანდო და საიმედო გარემოში მცხოვრებნი. მაღალი ნდობის სარგებელი განსაკუთრებით დიდია მათთვის, ვინც სავალალო მდგომარეობაშია, მათ შორის: ავადმყოფობა, უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, დისკრიმინაცია და ქალაქში არსებული საშიში ქუჩები.

ნდობა და თანამშრომლობის სოციალური ნორმები არამარტო ხელს უწყობს სწრაფ და კოოპერაციულ რეაგირებას, რაც თვითონ აუმჯობესებს მოქალაქეთა ბედნიერებას, არამედ აჩვენებს ხალხს, თუ რამდენად არიან სხვები მზად კეთილსინდისიერი ქმედებებისთვის მათთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.

დასკვნა

ეს იყო საკმაოდ მძიმე წელი მსოფლიოსთვის და შესაბამისად გართულდა მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მომზადებაც. მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა და მილიარდობით ადამიანის ცხოვრება გადასხვაფერდა. COVID-19–მა შეცვალა თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ ფიქრობენ და თუნდაც, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული გამოკითხვების გამოყენება ამ შედეგების შესაფასებლად.

ასევე აღმოჩნდა, რომ იგივე ექვსი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობენ კეთილდღეობას: შემოსავალი, ჯანმრთელობა, ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, თავისუფლება, კეთილშობილება და ნდობა კვლავ განაგრძობენ მოქმედებას ისე, როგორც წინა წლებში. ადამიანებს ამ პერიოდის განმავლობაში ჰყავდათ ინდივიდები, რომელთაც ენდობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის მიწოდების გზები გაუარესებული იყო.

პანდემიის დაწყებამდე Top 20 ქვეყანა რეიტინგში, კვლავ დარჩა სიის სათავეში, ამიტომ საერთო რეიტინგში მხოლოდ მცირე ცვლილებები შეინიშნება. ამ ქვეყნებს უკვე ჰქონდათ ნდობის მაღალი და უთანასწორობის დაბალი დონე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მათ სიკვდილის დაბალი დონისა, სოციალური ერთობისა და პოზიტიური პოზიციების შენარჩუნებაში.

image

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ქორეულაშვილი
ქეთევან ქორეულაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0