x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კანის ტუბერკულოზი

image
კანის ტუბერკულოზი –
ეს არის კანის ინფექციური ბუნების დაავადება.დერმატოზების საკმაოდ ფართო და თავისი გამოვლინებებით მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელთა წარმოქმნა და განვითარება განპირობებულია კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ტუბერკულოზური მიკობაქტერიის შეღწევით. კანის ტუბერკულოზური დაზიანება თითქმის ყოველთვის არის მეორადი და ენდოგენური. გამომწვევი კანში და კანქვეშა ქსოვილში ხვდება ლიმფოჰემატოგენურად სხვა ორგანოების ტუბერკულოზური კერებიდან, ზოგჯერ ინფექცია კანში აღწევს დაზიანებული მეზობელი ორგანოებიდან. ძალიან იშვიათად გვხვდება კანის ეგზოგენური ინფიცირება – დაზიანებული კანიდან. განასხვავებენ კეროვან (ვულგარული მგლურა, სკროფულოდერმა, მეჭეჭისებური და წყლულოვანი ტუბერკულოზი) და დისემინირებულ (პაპულონეკროზული ტუბერკულოზი და ინდურაციული ერითემა) ფორმებს. კანის ტუბერკულოზი ხშირად მიკობაქტერიასთან ადამიანის პირველივე შეხვედრისას ვითარდება. დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა კანზე ჩირქოვანი ჭრილობები და ლიმფური კვანძების მტკივნეული გადიდება ზოგჯერ საწყის სტადიაშივე შეინიშნება. ეს ტუბერკულოზის იშვიათი ფორმაა, რომელიც მოგვიანებით საკმაოდ მრავალფეროვან კლინიკურ სურათს იწვევს: ეროზიებს, პუსტულებს, ზედაპირულ წყლულებს, ნაწიბურებს, ტუბერკულიდებს - კანსა და ლორწოვან გარსებზე პაპულურ გამონაყარს, რაც ტუბერკულოზის გამომწვევისადმი ორგანიზმის რეაქციაა. დიაგნოზი ისმება კანის ბიოფსიის საფუძველზე. დამახასიათებელია ტუბერკულინისადმი ჰიპერმგრძნობელობა. ზოგჯერ ვითარდება კვანძოვანი ერითემა - კანის ღრმა ანთებითი დაზიანება, რომელიც ან მწვავედ, ან ქრონიკულად მიმდინარეობს.

როგორ გამოვლინდება დაავადება

1. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა
2. დაავადების წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზური შანკრი, რომელიც წარმოადგენს წყლულს
3. განასხვავებენ დაავადების რამდენიე ფორმას, რაც დამოკიდებულია მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ პასუხსა და გამომწვევის ვირულენტობაზე

ვულგარული მგლურა

ვულგარული მგლურა წარმოიქმნება სკოლის ასაკშირამდენიმე ლუპომისწვრილი მოყვითალოვარდისფერი, ბრტყელი რბილი ბორცვებისწარმოქმნით. ლუპომები თანდათანობით მატულობენზომებში და მრავლდებიან, შესაძლებელიადაიფარონ ქერცლებით, დაწყლულდნენ.პროგრესირებადი ფორმაა, ახასიათებს მკვეთრად შემოსაზღრული, მოწითალო ფერის კვანძები, შეხებით ჟელესებრი კონსისტენციით.


წყლულების შეხორცების ან ლუპომების გაწოვისშემდეგ რჩება თხელი გლუვი თეთრი ფერისატროფიული ნაწიბურები, რომლებიც მოგვაგონებენსიგარეტის ქაღალდს. დამახასიათებელილოკალიზაციაა სახე (ცხვირი, ზედა ტუჩი, ლოყები, ყურის ნიჟარები), დუნდულოები, კიდურები. ხშირადზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სადაცპროცესი ღებულობს წყლულოვან ხასიათს; წყლულები მტკივნეულია. დაზიანებული უბნებისდესტრუქციის შედეგად შესაძლებელია ავადმყოფიდამახინჯდეს (ცხვირი, ტუჩების, ყურის ნიჟარებისდეფორმაცია). პროცესს ახასიათებს ქრონიკულიტორპიდული მიმდინარეობა, წელიწადის ცივპერიოდებში გაუარესების ტენდენციით; შესაძლებელია გართულდეს წითელი ქარითა დაკანის კიბოთი. წითელი (ერითემატოზული) მგლურაჩვეულებრივ იწყება ბავშვობის ასაკიდან, ვლინდებასიმეტრიული ერითემატოზული ლაქებით, მორუხიფერის მყარი ქერცლებით, არ წყლულდება, ახასიათებს რეციდივები და უარესდება გაზაფხულზაფხულში, იშვიათად აზიანებს ლორწოვან გარსებს. სკროფულოდერმა აღინიშნება უპირატესადბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიცდაავადებულნი არიან კანქვეშა ლიმფური კვანძებისტუბერკულოზით, საიდანაც პროცესი გადადისკანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე; ინიფიცირებაშესაძლებელია მოხდეს ჰემატოგენურადაც. ყბისქვეშა არეში, კისერზე, გულმკერდზე, კიდურებზეწარმოიქნება ერთეული ან მრავლობითი მოლურჯოწითელი ფერის კვანძები, შემდგომი ცენტრალურიგარბილებით და ღრმა, რბილი, თითქმისუმტკივნეული წყლულების წარმოქმნით, რომლებიცუერთდებიან ერთმანეთს სიღრმეში ფისტულებისგზებით. პროცესის მიმდინარეობა ქრონიკულია, სპონტანური გამოჯანმრთელებისაკენ ტენდენციით; წყლულების შეხორცების შემდეგ რჩებაუსწორმასწორო ნაწიბურები.


კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზი


ტიპიურად პროცესი ვლინდება მტევნისა და თითების ზედა ზედაპირზე, იშვიათად ლოკალიზდება ტერფებზე. თავიდან წარმოიქმნება მკვრივი, თხილისოდენა მოლურჯო-მოწითალო ფერის შემაღლება, რომელიც მიდრეკილია ზრდისაკენ და თანდათან გარდაიქმნება მკვრივ, ბრტყელ ბალთად.

კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზი წარმოიქმნებაკანის ეგზოგენური ინფიცირების დროს და ხშირადდაკავშირებულია პროფესიასთან. ხელების თითებზედა მტევნის ზურგზე წარმოიქმნება მცირე ზომის, მოლურჯოწითელი ფერის უმტკივნეულოინფილტრატი, ზედაპირზე მეჭეჭისებურიწანაზარდებით, რომელიც შემდეგში განიცდისდანაწიბურებას. კანის წყლულოვანი ტუბერკულოზიწარმოიქმნება ნახველის ავტოინოკულაციისშედეგად, რომელიც შეიცავს ტუბერკულოზურმიკობაქტერიებს. კანსა და ლორწოვან გარსებზე, ბუნებრივ ხვრელებთან წარმოიქმნება მცირე ზომის, რბილი, უმტკივნეულო წყლულები, არასწორიფსკერით. წყლულების ფსკერი შესაძლებელიადაიფაროს ქერქებით.


კანის პაპულურ-ნეკროზული ტუბერკულოზი

კანის პაპულურ-ნეკროზული ტუბერკულოზიწარმოიქმნება ახალგაზრდა ასაკში, მცირე ზომისმოლურჯოწითელი ფერის კვანძებით, ცენტრშინეკროზული სტრუპით. გამონაყარი სიმეტრიულია, უპირატესად კიდურებსა და დუნდულოებზელოკალიზაციით. სუბიექტური შეგრძნებები არაღინიშნება. პროცესს ახასიათებს მორეციდივემიმდინარეობა.


ინდურაციული (გამკვრივებული) ერითემა

ინდურაციული (გამკვრივებული) ერითემა ვითარდება ახალგაზრდა ქალებში ღრმა მკვრივი, უმტკივნეულო მოლურჯო – წითელი ფერის კვანძების სახით, ლოკალიზებული მუხლებზე. კვანძები ხშირად წყლულდება; წყლულები გამოირჩევიან ტორპიდული მიმდინარეობით. პროცესი მიდრეკილია რეციდივებისაკენ შემოდგომა – ზამთრის პერიოდში.


image
კანის ტუბერკულოზის დიაგნოზი

კანის ტუბერკულოზის დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, კლინიკურ თვისებურებებს, სხვა ორგანოების დაზიანების არსებობას, დადებით ტუბერკულინურ სინჯებს, დაწყლულებული კერებიდან ტუბერკულოზური მიკობაქტერიების გამოყოფას. რთულ შემთხვევებში ტარდება კანის პათოლოგიურ-ჰისტოლოგიური გამოკვლევა.


კანის ტუბერკულოზი – მკურნალობა

1. ანტიტუბერკულოზური თერაპია
2. ანტიბიოტიკოთერაპია
3. ერთეული კერების ქირურგიული ექსციაზია
მკურნალობა ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად. ჩვეულებრივ გამოიყენება კომპლექსური მკურნალობა სტრეპტომიცინით, ფთივაზიდით, რიფამპიცინით საშუალო თერაპიული დოზებით. ტარდება ერთი ძირითადი და ორი შემანარჩუნებელი (ანტირეციდივული მკურნალობ) კურსი. ძირითადი კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, შემანარჩუნებლის – 3 თვე. ინტერვალი კურსებს შორის 4 – 6 თვეა. ავადმყოფებს ენიშნებათ ზოგადგამაკაჟებელი საშუალებები, ვიტამინები, რაციონალური რეჟიმი. წყლულოვანი ფორმების დროს მიმართავენ წყულების დამუშავებას სადეზინფექციო საშუალებებითა და მაზებით. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა.



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0