x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დიაგნოსტიკური გამოკვლევები ნევროლოგიაში
image
ნევროლოგიური პაციენტის ანამნეზისა და ობიექტური მონაცემების შეჯამების შემდეგ, საჯირო ხდება ნერვული სისტემის დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაციის დადგენა და ის, შესაძლო პათოლოგიური პროცესის გარკვევა, რომელიც ამ დაზოანების მიზეზს წარმოადგენს .


ხშირ შემთხვევაში ანამნეზის და ნევროლოგიური გასინჯვის საფუძველზე, შესაძლებელია დაავადების დიაგნოზის დასმა.მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დადასტურების, დაზუსტებისა და გამორიცხვისათვის აუცილებელია სპეციალური პარაკლინიკური გამოკვლევების წარმოება.


ნერვული სისტემის გამოკვლევის მეთოდები მოიცავს ელექტროფიზიოლოგიურ დიაგნოსტიკას, ულტრაბგერითი კვლევის მეთოდებს, თვ-ძურგ ტვინის სითხის შესწავლას და ნეირორადიოლოგიურ გამოკვლევებს.


თავ-ზურგ ტვინის სითხის გამოკვლევა- თავისა და ზურგის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა ფასდაუდებელი სადიაგნოსტიკო მეთოდია.საკმაოდ აქტუალური მეთოდია მენინგიტის, გაფანტული სკლეროზის, ენცეფალიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დიაგნოზტიკის დროს.



გამოყოფენ ლიქვორის ხუთ ტიპს:


1. ნორმალური სითხე, რომელიც ცრემლივით გამჭვირვალეა. ეს მართლაც საუცხოო შედარებაა – როგორც ცრემლი, თავზურგტვინის სითხეც სისხლის ერთ–ერთი გამონაყოფია;


2. ბალღამი ანუ ჩირქი, რომელიც ჩირქოვანი მენინგიტისთვისაა დამახასიათებელი;


3. ცხელი, მდუღარე, მჩქეფარე – ასეთია ლიქვორი ვირუსული მენინგიტის დროს. სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო ის ცხელია. გამჭვირვალეა და კამკამა, თუმცა მისი წნევა მომატებულია;


4. მძიმე, ბლანტი, ყვითელი – ასეთი ლიქვორი ტუბერკულოზურ მენინგიტს ახასიათებს. მასში დიდი რაოდენობითაა ცილა;


5. სისხლიანი, ცხელი, წითელი – ასეთი ხდება ლიქვორი თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს.


ლუმბალური პუნქცია, ჩვეულებრივ, გვერდზე მწოლიარე (ზოგჯერ - მჯდომარე) ავადმყოფს უტარდება. ამ დროს აუცილებელია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვა. პუნქცია კეთდება წელის მესამე-მეოთხე (ზოგჯერ - მეოთხე-მეხუთე) მალათა წვეტიან მორჩებს შორის.

image

თავისა და ზურგის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს ცერებრულ-სპინალური სითხის თვისებები და შემადგენლობა იცვლება, ამიტომ ლიქვორის გამოკვლევას უაღრესად დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევა მიმდინარეობს ცერებრულ-სპინალური სითხის ძირითადი კომპონენტების მიხედვით, როგორიც არის წნევა, სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობა, ფერი, გამჭვირვალობა, ცილა, უჯრედოვანი ელემენტები. ტარდება ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, ვასერმანის რეაქცია, კოლოიდური რეაქციები და სითხის ქიმიური ცვლილებები. წნევისა და სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის გამოკვლევა ხდება პუნქციის დროს (რაც ზემოთ აღვწერეთ). ფერი - ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე უფეროა. პათოლოგიურ პირობებში ის შეიძლება აიმღვრეს, გახდეს ჰემორაგიული და ქსანთოქრომული. მღვრიე ან ჩირქოვანია სითხე ფორმიანი ელემენტების მომატებისას (მაგალითად, მენინგიტის დროს), ჰემორაგიულია სისხლის შერევისას (ჰემორაგიული მენინგიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, საკუთრივ პუნქციის დროს სისხლძარღვის დაზიანების გამო); ქსანთოქრომია სითხის მოყვითალო შეფერვაა. ის ორი მიზეზით შეიძლება განვითარდეს: სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდეგ ერითროციტების დაშლის გამო და ვენური სისხლის შეგუბებისა და ლიქვორის ცირკულაციის შეფერხების შემთხვევაში ერითროციტების ლიქვორში გადასვლისა და გახსნის შედეგად. გამჭვირვალობა - ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე სავსებით გამჭვირვალეა. ჩირქოვანი მენინგიტის დროს ის იმღვრევა. ცილა - ლუმბალური პუნქციით მიღებულ ნორმალურ ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის შემცველობა 0, 2-0, 3%-ია, პარკუჭებისაში კი ორჯერ ნაკლები. ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის საერთო რაოდენობა იმატებს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის: სიმსივნის, ანთების, სისხლის მიმოქცევის მოშლის, ზურგის ტვინის კომპრესიის, ქალა-ტვინის ღია ან დახურული ტრავმის და სხვათა - დროს.


CT-კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ გამოკვლევა) წარმოადგენს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რომელიც მისი მაღალი მგრძნობელობისა და ინფორმაციულობის გამო თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკის ხშირად არჩევის, რუტინულ მეთოდად მიიჩნევა.მისი მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით.იგი ორგანიზმის სრულყოფილი გამოსახულებაა.


ინოვაციური კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობებია:

• კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა

• უმაღლესი ხარისხის გამოსახულება

• მინიმალური დასხივება

• განიერი გვირაბი

• ადაპტირებულია ჭარბწონიანებისთვის

• პროცედურის ჩატარების დროს შემცირებულია ხმის გამოცემის დონე.


კომპიუტერული ტომოგრაფია უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება. კტ კვლევას მიმართავენ შემდეგი მიზნით:


• ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. კერძოდ: სიმსივნური პათოლოგიის, სისტემური დაავადებების, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით.


• მწვავე დაზიანებების დიაგნოსტიკისათვის: ამ შემთხვევაში იგულისხმება მძიმე ტრავმები, რომლის დროსაც გამოკვლევის ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში შეფასდეს სხვადასხვა ორგანოების თანადროული დაზიანება და დაზიანებების სიმძიმე. ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ კტ. გამოკვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია, განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკაც, რაც გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


• კტ აარჩევის მეთოდს წარმოადგენს ისეთ ურგენტულ სიტუაციაში, როგორიცაა: თავის ტვინის ინსულტი, ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტის დაზიანება და სხვა.


• გამოკვლევის ამ მეთოდით აგრეთვე შესაძლებელია ანგიოლოგიური (სისხლძღვოვანი) პათოლოგიების დიაგნოსტიკა, ასევე პოსტოპერაციული მონიტორინგი.


მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია-ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის, სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. ძალზედ მნიშვნელოვანია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის როლი პრევენციის თვალსაზრისით, რათა პაციენტს დროულად აღმოვუჩინოთ ფარულად მიმდინარე ონკოლოგიური დაავადებები და თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, კერძოდ ანევრიზმები, ამგვარი დაავადებების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი წარმატებული მკურნალობა.


ნევროლოგიაში მრტ-ს ჩვენებაა:


იშემია, სიმსივნე, სისხლჩაქცევის ხანდაზმულობოს ვერიფიცირება, განვითარების ანომალიენი.განსაკუთრებით ინფორმატიულია თეთრი ნივთიერების პათოლოგიური პროცესების დროს.

მრტ სკანირება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი რომელის დროს ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურების გამოსახულების მიღება ხდება ძლიერი მაგნიტური ველის და რადიოტალღების საშუალებით.მრტ სკანირების დროს მიიღება ორგანიზმის უმეტესი ნაწილების ნათელი გამოსახულება, ამიტომ ეს მეთოდი სასარგებლოა როცა ვიზუალიზაციის სხვა ტესტები ვერ აძლევენ საკმარის ინფორმაციას დიაგნოზის დასმისთვის.კტ სკანირებიდან განსხვავებით რომელიც საჭიროებს რამდენიმე წუთს, მრტ გამოკვლევა გრძელდება საშუალოდ 20-45 წთ რომლიც განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს სრულად უმოძრაოდ.

ძლიერი მაგნიტური ველის გამოყენების გამო მრტ კვლევა უკუნაჩვენებია პაციენტებს რომლებსაც ორგანიზმში აქვს გარკვეული სამედიცინო იმპლანტები. ასეთი იმპლანტები არის:


-კოქლეარული (ყურის) იმპლანტები

-თავის ტვინის ანევრიზმების მკურნალობისთვის გამოყენებული გარკვეული სახის კლიფსები

- სისხლძარღვების დაავადებების მკურნალობის პროცესში სანათურში მოთავსდებული გარკვეული სახის მეტალი რგოლები

-ყველა სახის კარდიოდეფიბრილატორი და კარდიოსტიმულატორი

-იმპლატირებული ინფუზიური პორტები

image

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა- ელექტროფიზიოლოგიური კვლევა ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული კათეტერების მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო ელექტროდების შეტანა. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და ხორციელდება რენტგენოსკოპიის კონტროლით. ელექტროდები თავსდება გულში შესაბამის ადგილებში, მათი მეშვეობით ხდება სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. დიაგნოზის დადგენა საშუალებას იძლევა სწორად იქნას არჩეული მკურნალობის მეთოდი. მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური, ან ინვაზიური. მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია: არითმიის კერის დაზიანება (აბლაცია), კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ან პეისმეიკერის იმპლანტაცია. ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. პროცედურის შემდეგ ხდება ელექტროდების და კათეტერების ამოღება და ნაჩხვლეტი მიდამოს შეხვევა. კვლევის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 8-24 სთ-ის განმავლობაში.


ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მნიშვნელობა

• მთლიანობაში მეტ-ნაკლებად სახიფათო გართულებების ალბათობა 0, 1%-ზე ნაკლებია.

• არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა

• გონების დაკარგვის (სინკოპე) ზოგიერთი მიზეზის დადგენა

• მედიკამენტური თერაპიის სწორად შერჩევა

• პაციენტის რისკების, მათ შორის უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის განსაზღვრა

• შემდგომი ჩარევის (პეისემეიკერის ჩანერგვა, კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა ან აბლაცია) საკითხის გადაწყვეტა.


0
71
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0