x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ცნობიერების დარღვევა
image

ცნობიერება — შინაგანი მოვლენებისა და გარემოს პირობების ცნობიერად აღქმის მდგომარეობაა. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში.ცნობიერების დარღვევა არის ფსიქიკური და ნევროლოგიური ცვლილებების კომპლექსი, რომელშიც ადამიანისა და გარე სამყაროს შორის ურთიერთობა შეშფოთებულია ან მთლიანად.ცნობიერების დარღვევა შეიძლება მოხდეს, თუ დაზიანებულია ტვინის ნაწილები, რომლებიც ცნობიერებას უკავშირდება.

ამ ტიპის ტვინის დაზიანება შეიძლება დაიყოს:


• თავის ტვინის ტრავმული დაზიანება


• თავის ტვინის არატრავმული დაზიანება - სადაც თავის ტვინის დაზიანება გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგალითად ინსულტით


• ტვინის პროგრესული დაზიანება - სადაც დროთა განმავლობაში ტვინი თანდათანობით ზიანდება (მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების გამო).


არსებობს ცნობიერების დარღვევის რამდენიმე სახე.


• გაბრუებული მდგომარეობა – ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ცნს დაზიანებების, ინფექციური დაავადებების, მოწამვლების, ქალა-ტვინის ტრავმების დროს. ეს მდგომარეობა ვლინდება ცნობიერების გაღიზიანებულობითა და ასოციაციების წარმოქმნის მკვეთრი გაძნელებით. ავადმყოფს არ შეუძლია რთული შეკითხვის გააზრება, მარტივს კი პასუხობს დუნედ. ამ სინდრომის ძირითადი მახასიათებლებია: სახის გაურკვეველი გამომეტყველება, მდუმარება, მოძრაობათა შენელება, არ აღინიშნება, ან მკვეთრად სუსტდება ორიენტაცია გარემოში. აღნიშნული მდგომარეობის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათია.


• ცნობიერებების დელირიული დაბინდვა - ჩნდება ბოდვითი იდეები, მდგრადი ჰალუცინაციები და ილუზიები. როგორც წესი, ეს მდგომარეობა ვითარდება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს, ან რაიმე ინფექციური დაავადებებისას. ძირითადი მახასიათებლები: დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, მოგონებების ნაწილ-ნაწილ ამოტივტივება, მიმიკა გამოხატავს ცნობისმოყვარეობას ან შიშს, იმატებს აგზნებადობა.


• ონეროიდული (ძილისმაგვარი) ცნობიერება – აღინიშნება ფანტასტიკური ხასიათის წარმოდგენებისა და რეალობის საოცარი შეხამება. ამ დროს არის რეალური და ფანტასტიკური სამყაროს შეხამება, რაც თვითშეცნობის ძალიან ღრმა დარღვევაა.


• დელირიუმი – ამ სინდრომის დროს ხდება მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა.


• დეპერსონალიზაცია – მას ახასიათებს საკუთარი „მეს“ გაუცხოება, საკუთარი აზრების აღქმის დარღვევა. ამ დროს საკუთარი თავიდან მომავალი იმპულსაცია აღიქმება, როგორც გარემოდან მომავალი. ასეთი ხასიათის დარღვევები ვლინდება შიზოფრენიის, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმების და სხვა დაავადებათა დროს.


• გულყრა-ტერმინი „გულყრა“ ბევრი ადამიანის წარმოსახვაში გონების დაკარგვასა და კუნთების უნებლიე, ბიძგისებურ მოძრაობასთან ასოცირდება. მართალია, ზოგჯერ გულყრა სწორედ ამ ფორმით ვლინდება, მაგრამ მისი გამოვლინებები ბევრად უფრო მრავალფეროვნი და ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს.ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი ელექტრული იმპულსების საშუალებით ხორციელდება. გარკვეულ სიტუაციაში იმპულსების გადაცემის ნორმალური პროცესი ირღვევა, შესაბამისად, არანორმალური ელექტრული აქტივობა წარმოიქმნება. სწორედ ეს პროცესები იწვევს გულყრის განვითარებას. თუკი არანორმალური ელექტრული აქტივობა მთელს ტვინში წარმოიქმნება ე.წ დიდი ანუ გენერალიზებული გულყრა ვითარდება, ხოლო თუკი არანორმალური ელექტრული აქტივობა ტვინის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მოიცავს, ეს მცირე ანუ ნაწილობრივი გულყრაა. გულყრა საკმაოდ მრავალფეროვანი სიმპტომებით ხასიათდება: გონების უეცარი დაკარგვა, რომელსაც შემდეგ გაბრუება მოყვება, ქცევის უეცარი ცვლილება, ნერწყვდენა, თვალების მოძრაობა, ხმაურიანი სუნთქვა, უნებლიე შარდვა ან განავლის გამოყოფა, ხასიათობრივი ცვლილება: მაგალითად უეცარი სიბრაზე, აუხსენლი შიში, პანიკა, სიხარული, სიცილი, მთელი სხეულის ცახცახი, უეცარი ვარდნა, მწარე ან მეტალის გემოს უეცარი გაჩენა პირში, თვალების გაშტერება, კბილების კრაჭუნი, სუნთქვის უეცარი შეწყვეტა, კუნთების უკონტროლო ბიძგისებური მოძრაობა. სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად იწყება და რამოდენიმე წამიდან 15 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ სიმპტომების დაწყებას წინ გარკვეული გამაფრთხილებელი ნიშნები უძღვის: შიშის ან შფოთვის შეგრძნება, გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის არეში ნაპერწკლების, ნათელი ლაქების ან ხაზოვანი ტალღების გაჩენა. ასეთ შემთხვევაში პაციენტი წინასწარ ხვდება გულყრის მოახლოვებას.


• სოპორი - პათოლოგიური ღრმა ძილია, რომლის დროსაც ნებაყოფლობითი ქმედებები იზღუდება, თუმცა ნარჩუნდება რეფლექტორული (ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგი დაზიანების შედეგად).

ამ მდგომარეობაში ადამიანი არ რეაგირებს გარემოებაზე, ვერ ასრულებს დავალებებს, არ პასუხობს კითხვებზე. სოპორის მდგომარეობიდან პაციენტის გამოყვანა საკმაოდ რთულია და ხშირად უხეში მტკივნეული ფიზიკური ზემქომედების შედეგად ხდება ხოლმე შესაძლებელი (ჩქმეტა, ჩხვლეტა და ა.შ.), ამასთან პროცესში პაციენტს შეიძლება ტკივილისთვის შესაფერისი მიმიკები გამოესახოს სახეზე, შესაძლებელია სხვა საპასუხო რეაქციებიც ტკივილზე.

ასევე გამოკვლევამ შესაძლოა წარმოაჩნოს კუნთების ჰიპოტონია, ღრმა რეფლექსების დათრგუნულობა, შესაძლოა თვალის გუგის შესუსტებული რეაქცია შუქზე, ყლაპვა არ არის დარღვეული, სოპორული მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ტრავმის, სისხლძარღვების, ანთებითი პროცესების, სიმსივნურად ან თავის ტვინის დისმეტაბოლური დაზიენბის შედეგად. ამ მდგომარეობის გაღრმავებისას ცნობიერება სულ უფროდაუფრო ვიწროვდება და ვითარდება კომა.


• კომა - როდესაც ადამიანი არ ავლენს სიფხიზლის ნიშნებს და არც იცის.კომაში მყოფი ადამიანი თვალებ დახუჭული წევს და არ რეაგირებს მათ გარემოზე, ხმებზე ან ტკივილზე.კომა ჩვეულებრივ გრძელდება 2–4 კვირაზე ნაკლებ დროში, ამ დროს ადამიანი შეიძლება გაიღვიძოს ან გადავიდეს მინიმალურად ცნობიერ მდგომარეობაშია.

image

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0