x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ანამნეზი. პაციენტის გამოკვლევა , გასინჯვა. გამოკვლევის მეთოდები ნევროლოგიაში.
image
ნევროლოგია
კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს ცენტრალური და პერიფერიულინერვული სისტემის დაავადებათა წარმოქმნისა დამიმდინარეობის, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს.

პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობაში საკმაოდ ხშირია ნერვული დაავადებები. ეს დაავადებები იმდენად თავისებურია, რომ მათთან შეხებისას დამწყები ექიმი სპეციალური მომზადების გარეშე შეიძლება ვერ გაერკვეს.

ანამნეზი ნევროლოგიური გამოკლევის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ექიმმა პაციენტის ტრივიალური ჩივილებიდან უნდა გამოყოს მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომებიც ორგანულ ნერვულ პათოლოგიაზე მიუთითებს, პაციენტთან საუბრისას ექიმმა საკვანძო შეკითხვებით უნდა დაადგინოს. ექიმი არკვევს ახლანდელი დაავადების პირველად გამოვლინებას და მის მიმდინარეობაში ავადმყოფისათვის ცნობილი ნიშნების განვითარების ისტორიას. ანამნეზის მისაღებად ჩივილის მოსმენასთან ერთად ავადმყოფს აძლევენ დამატებით კითხვებს: როდის, სად და როგორ დაეწყო დაავადება; უეცრად თუ თანდათანობით; როგორ ვითარდებოდა იგი; ხომ არ იცვლებოდა მისი გამოვლინებანი, თუ იცვლებოდა, როგორ; რა თანამიმდევრობით ვითარდებოდა, სიმპტომების განვითარების ტემპი, სიმპტომების ხასიათი, იცვლება თუ არა პრობლემა დინამიკაში, ვითარდება თუ არა ახალი სიმპტომები, პაციენტის თანმხლები ბაავადებები - რომელი პრეპეარატებით მკურნალობს . ასევე არსებობს ცხოვრების ანამნეზი . ცხოვრების ანამნეზში შედის: ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები, გადატანილი დაავადებანი, ალერგოლოგიური ანამნეზი, ·სქესობრივი და ოჯახური ცხოვრების ხასიათი, შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობები, მავნე ჩვევები და სხვა.


ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური ჩივილებია : 1. თავის ტკივილი 2. თავბრუხვევა 3.მგრძნობელობის დარღვევა 4. კიდურის სისუსტე 5. გონების დაკარგვის ეპიზოდები


თავის ტკივილისხვადასხვა დაავადების ყველაზეხშირი სიმპტომი; უმეტესად ტვინის გარსების, ვენურისინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვულიდაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება. თავისტკივილს იწვევს ნერვული დაბოლოებების - .რეცეპტორების გაღიზიანება, რომელიცმოთავსებულია თავის ქალას შიგნით და გარეთ: მსხვილი სისხლძარღვების კედლებში, ვენურსინუსებში, ტვინის მაგარ გარსში, ძვლისსაზრდელაზე, კუნთებსა და მყესებში, კანქვეშაქსოვილში, თვალში, ცხვირის დანამატ ღრუებსა დალორწოვანში. აგრეთვე, თავის ქალადან გამოდიან მგრძნობიარე ნერვები (მაგ. სამწვერა), რომელთაგაღიზიანება აგრეთვე იწვევს ძლიერტკივილს.გაღიზიანების შემდეგ ეს რეცეპტორებინერვული ბოჭკოების გავლით აგზავნიან სიგნალსთავის ტვინში, სადაც ხდება ინფორმაციისგადამუშავება და აღქმა ტკივილის სახით. ტკივილიშეიძლება აღმოცენდეს:

1.სისხლძარღვების სპაზმის, გაფართოების ანდაჭიმვის შედეგად,

2. ვენური სინუსების დაჭიმვის ან გადანაცვლებისდროს,
3. თავის ტვინის ნერვების კომპრესიის, დაჭიმვისან ანთების დროს,
4. თავისა და კისრის კუნთებისა და მყესებისტრავმის, გადაძაბვის ან ანთების დროს,
5. მაგარის გარსის გაღიზიანებისას ქალასშიდაწნევის მომატებისას.image
თავის ტკივილის კლასიფიკაცია

პირველადი თავის ტკივილები
შაკიკი
დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი და სხვატრიგემინალური ავტონომიური ცეფალგიები
სხვა პირველადი თავის ტკივილები
მეორადი თავის ტკივილები
კრანიალური ნევრალგიები, ცენტრალური დაპირველადი სახის ტკივილი და სხვა თავისტკივილები
საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა 150-ზე მეტი სახის პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. თავის ტკივილის სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგი თვეში 15 დღეა თავმტკივანი. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს. ტკივილი მსუბუქიც შეიძლება იყოს და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ზემგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ, რაც ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.


თავბრუხვევა - საკმაოდ სპეციფიური ჩივილია და გამომწვევი პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა შესაძლებელია. ნევროლოგიურ პრაქტიკაში თავბრუხვევა ყველაზე ხშირი ჩივილია თავისა და წელის ტკივილის შემდეგ. თავბრუხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, ფეხქვეშ იატაკი ეცლება, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობის მომატება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.

თავბრუსხვევის მიზეზებია : მწვავე ლაბირინტიტი, შფოთვის, აგზნების მდგომარეობა, ჰიპერვენტილაციური სინდრომი, ღეროს სისხლძარღვოვანი ან მადემიელიზებული დ-ბა, კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუ.

ანამნეზში საკვანძო საკითხია თავბრუს განნვითარების გარემოება და ტრიგერული ფაქტორი, მათი გათვალისწნების გარეშე დიაგნოზის დადგენა რტულია.


მგრძნობელობის დარღვევა - მგრძნობელობის დარღვევის მიზეზებია : მონონეიროპათიები, რადიკულოპათიები, კისრის მიელოპათია, ცერებრო - ვასკულური დაავადება. პაციენტებს მგრძნობელობის დარღვევით ხშირად აქვთ გაურკვეველი ჩივილები და მათი დაკავშირება ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილთან. ამიტომ, უფრო სპეციფიური დარღვევების გამოვლენის მიზნით პაციენტს გარკვეული დროის შემდეგ განმეორებით სინჯავენ.


გონების დაკარგვა - სამედიცინო თვალსაზრისით გონების დაკარგვას სინკოპე ეწოდება. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე წამის ან რამდენიმე წუთის განმავლობაში. გონება იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარმა შენელებამ, ისე რომ ტვინმა არ მიიღოს საკმარისი ჟანგბადი.გონება ხდება, რადგან არტერიული წნევამოულოდნელად ეცემა და იწვევს თავის ტვინშისისხლის ნაკადის შემცირებას. პირობები, რომლებმაც შეიძლება გონება დაკარგონ, მოიცავსსტრესს, შიშს, ამინდი ძალიან ცხელია და პოზიციისუეცარი ცვლილებები.გარდა ამისა, ასევე არსებობსრამდენიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელიცშეიძლება საფუძვლად დაედოს გონების დაკარგვას, კერძოდ:ნერვული სისტემის დარღვევები, გულისა და სისხლძარღვების დაავადება, ჰიპერვენტილაცია . ანამნეზის შეგროვებისას ყურადღებას აქცევენ შეტევის შემწრე პირის ინფორმაციას, ასევე გათვალისწინებელია ასაკი.


ანამნეზის საფუძველზე გამოცდილი ექიმი გააკეთებს სათანადო დასკვნას და წარმოადგენს დიაგნოსტიკურ ჰიპოთეზას, რომელსაც შემდგომ შეამოწმებს სკურპულოზური ნევროლოგიური გასინჯვით. ნევროლოგიური დიაგნოზის საკვანძო ეტაპია ნერვულ სისტემაში პათოლოგიური პროცესის ანატომიური ლოკალიზაცია, რაც მოითხოვს ნეიროანატომიისა და ძირითადი ნევროლოგიური დარღვევების დეტალურ ცოდნას. ნევროლოგიური გამოკლევა იწყება ავადმყოფზე დაკვირვებით .


0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0