x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კლასიკური მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანზე

მუსიკა რომ პოზიტიურ გავლენას ახდებს ადამიანზე და ხელს უწყობს მის გამოჯანმრთელებას, ამას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ამტკიცებდნენ. ცხადია, ამ საკითხით თანამედროვე ფსიქოლოგებიც დაინტერესდნენ და ჩაატარეს მთელი რიგი კვლევები. ერთ-ერთმა ასეთმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მუსიკა, როგორც ადამიანის შინაგან სამყაროზე, ასევე ქცევაზეც აისახება. მაგალითად, მუსიკალურმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა რთულად აღსაზრდელი, ჰიპერაქტიული ბავშვების ქცევა. მას შემდეგ რაც, მათ დაიწყეს დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, მოზარდებმა ისწავლეს თავიანთი ნეგატიური ემოციებისა თუ ქცევების გაკონტროლება.

თუმცა, მუსიკის უამრავი ჟანრიდან ადამიანზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს კლასიკური მუსიკა. მეცნიერმა დონ ქემპბელმა გამოსცა ნაშრომი „მოცარტის ეფექტი“, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოცარტის მუსიკას უაღრესად სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწარმოების გავლენა თავის ტვინზე, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, მისი გათიშივდან დაახლოებით 3 წუთის მანძილზეც შეიმჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მოცარტის მუსიკამ მოახდინა თავის ტვინის ქერქის თითქმის ყველა ნაწილის აქტივაცია. მათი მოსმენის დროს აქტიურდება არა კონვერგენტული, არამედ დივერგენტული აზროვნება. მელოდიის რხევის სხვადასხვა სიხშირე ადამიანში ბიოქიმიურ და ჰორმონალურ ცვლილებებს ახდენს.ხალისიანი მელოდიები ეხმარება ადამიანებს კონცენტრირებაში, ვარჯიშისას კი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებასა და ზრდის მოტივაციას. დიდი ზეგავლენა აქვს ინდივიდის ბიოველზე, ტვინის ფუნქციონირებასა და განწყობაზე.სამედიცინო კუთხით თუ განვიხილავთ, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ინსულტის გადატანის შემდგომ მუსიკის მოყვარულები უფრო ადვილად და სწრაფად იბრუნებენ მეტყველებისა და აზროვნების უნარს.

image


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა სამუშია
ლელა სამუშია
27