x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პანდემიის დროს დარიგებული ფინანსური შემწეობის ნახევარი მოპარულია
image


პანდემიის დროს სამუშაოს გარეშე დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად გამოყოფილი თანხების დაახლოებით ნახევარი დიდი ალბათობით მოპარულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. მთლიანობაში დაახლოებით საუბარია 400 მილიარდი დოლარის ოდენობაზე.


ფული მოპარულია "ფიქტიური უმუშევრების" გამოყენებით - ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმედების მიერ მოქალაქეებიდან მოპარული პირადი მონაცემების გამოყენებით.


როგორც LexisNexis Risk Solutions– ის აღმასრულებელი დირექტორი ჰეივუდ ტალკოვი ამბობს, მოპარული თანხების მინიმუმ 70% -მა უკვე დატოვა ქვეყანა და აღმოჩნდა კრიმინალური სინდიკატების ხელში: ჩინეთში, ნიგერიასა და რუსეთში.



"ხელისუფლებამ იცოდა, რომ თაღლითობა გარდაუვალი იყო, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ფულის მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე, ის, რომ თითოეული განცხადების ნამდვილობა გულდასმით გამოეკვლიათ”, - წერს ამერიკული მედია.



მათივე თქმით, ფულის დატაცებაში მონაწილეობდნენ როგორც მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც იყენებდნენ მოქალაქეებიდან მოპარულ პირად მონაცემებს, ასევე ქუჩის ბანდების მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მოქალაქეებს აიძულებდნენ დაეწერათ განცხადება ფინანსური შემწეობის მიღების შესახებ.


ამის შემდეგ ფულს ანაღდებდნენ ან ბანკომატების საშუალებით, ან გადაჰქონდათ საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე, არც თუ იშვიათად კრიპტოვალუტების გამოყენებით.


”პანდემიის დროს მთავრობის მხრიდან უმუშევართა ფინანსური დაზღვევის საყოველთაო გაყალბება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ” - თქვა თეთრი სახლის ეკონომისტმა ჯინ სპერლინგმა.


image

ასევე იხილეთ


აბა წარმოიდგინეთ მილიონობით ვირთხა, რომელიც სახლებში მობინადრეების ტერორიზებას ახდენს, დაცოცავენ ფარდებზე, საწოლზე დაშლიგინობენ და კბენენ ხალხს ძილის დროს, სუპერმარკეტებში აფუჭებენ პროდუქტებს, ხოლო სავაადმყოფოებში აბინძურებენ სასმელ წყალს. ეს კოშმარი წარმოსახვითი ფანტაზია არ არის, არამედ რეალობა XXI საუკუნის ავსტრ...


ელექტროენერგიის გამომუშავება მსოფლიოში 20002018 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ თითქმის 3% -ით იზრდებოდა, მხოლოდ 2019 წელს ოდნავ შენელდა ზრდა (+ 1%), გლობალურად თბილი ამინდების და მთლიანად ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ავსტრალიაში 6, 7% -იანი ზრდა იყო, ხოლო ჩინეთში 4, 7% და კვლავ განაგრძობს ...


მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო სამეფოს 150 ზე მეტი მაცხოვრებლის სესხების დასაფარად. საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო (თითქმის 3, 5 მილიონი დოლარი) სამეფოს 150-ზე მეტ მაცხოვრებელზე სესხების დასაფარად, რომლებიცციხეში მოხვდნენ ვალის გადაუხდე...


გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული ეკონომიკური და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) მოხსენების თანახმად, ჩინეთი 2028 წლისთვის, ანუ ვადამდე 5 წლით ადრე, გაუსწრებს ამერიკას და გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს უწყობს ჩინეთის ხელისუფლების ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან. ექ...

0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0