x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"ასტრაზენაკათი" დაღუპული 18 წლის გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს,მისი ორგანოები დონორად გამოიყენონ
image

კამილა კანეპა(Camilla Canepa ), ტექნოლოგიური კოლეჯის 18 წლის სტუდენტი, სესტრა ლევანტედან, გენუაში, სან მარტინოს საავადმყოფოში დაიღუპა AstraZeneca-თი აცრის შემდეგ .



როგორც ცნობილი გახდა, 25 მაისს კამილამ და მისმა 20 წლის დამ ლიგურიის რეგიონში მოზრდილთა "ღია კარის დღეს" COVID-19 ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ნებაყოფლობით გაიკეთეს ვაქცინა .


იმ დროისთვის იტალიაში ვაქცინაციის ასაკობრივი პრინციპი კვლავ მოქმედებს, აპრილის თვიდან AstraZeneca-ს მხოლოდ 65 წელს ზემოთ გადაცილებულებს უკეთებდნენ, მაგრამ ამასთანავე ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეძლო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა სპეციალურად გამოყოფილ ე.წ. "ღია ვაქცინაციის დღეს".






სააგენტო ANSA, -ს ცნობით, კამილა საავადმყოფოში 5 ივნისს გადაიყვანეს და მეორე დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია თრომბის მოცილების მიზნით. ამის შემდეგ ცდილობდნენ თავის ქალას შიდა წნევის დაგდებას. მომდევნო დღეებში გოგონას მდგომარეობა "სტაბილურად მძიმე" რჩებოდა.

10 ივნისს მედიკოსებმა ტვინის კვდომა დააფიქსირეს.

გენუას პროკურატურამ კამილას გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად საქმე გახსნა.ამჟამად გამოძიება სწავლობს კამილას ანკეტას, აღნიშნული იყო თუ არა მასში ის ორი დაავადება, რომელიც მან 25 მაისს ვაქცინაციამდე ჩააბარა.




გამოცემაში ასევე ნათქვამია, რომ 34 წლის მასწავლებელი, რომელიც AstraZeneca– თი 22 მარტს აიცრა და გარდაიცვალა გენუაში 4 აპრილს. გაკვეთის შედეგად დადგინდა "თრომბოზი და ინტრაკრანიალური სისხლდენა".


ლიგურიის რეგიონის გუბერნატორმა ჯოვანი ტოტიმ, განაცხადა, რომ ”AstraZeneca- ს ნებაყოფლობით გამოყენება არ არის რეგიონის ან რომელიმე ექიმის ახირება, ეს შემოთავაზება მოდის უმაღლესი სამეცნიერო - ტექნიკური ინსტანციების მიერ, რათა გაიზარდოს ვაქცინირებულთა რაოდენობა და შემცირდეს სიკვდილიანობა"

image


ამასობაში კამილას მშობლებმა გადაწყვიტეს დაღუპული ქალიშვილის სახელით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინონ.მილანის სავადმყოფოს დონორის სახით კამილას ღვიძლი გადაეცემა.


კიდევ, სამი ორგანო გადაეცემა პროკურატურის პათანატომიას, დონაციისთვის. „გოგონას მშობლების მხრიდან სიკეთის და სიყვარულის გამოხატულების საუკეთესო ჟესტია, ორგანოების დონორად გაცემა.“- აღნიშნა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ჯუფურდი სან-მარინომ.


image

ასევე იხილეთ


პანდემია დღემდე ბობოქრობს, არ თმობს პოზიციებს და ყოველდღიურად ათასობის ადამიანს იწირავს, მის საწინააღმდეგო, ჯერჯერობით ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაა, თუმცა სამწუხაროდ ზოგჯერ მასაც უსიამოვნო შედეგები მოაქვს. 28 აპრილს 25 წლის კირსტი ჰექსტმა, ჰემფშირიდან(ინგლისი) გაიკეთა Pfizer / BioNTech კორონავ...


6 მაისს, ბრიტანელმა სტეფანი დიუბუამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა და ორი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი განვითარებული გართულებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასული წლის ბოლოს, 39 წლის მოდელი დიდი ბრიტანეთიდან გადასახლდა კვიპროსის დაბა პაფოსში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კუნძულზე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცი...


ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. საავადმყოფოები გადატვირთულია, ჟანგბადი მწირია და დაინფიცირებულები იღუპებიან დახმარების მოლოდინში. მათ შორის იყო პოპულარული ბლოგერი და მსახიობი რაჰულ ვოჰრა. 35 წლის რაჰულ ვოჰრა კორონავირუსით გარდაიცვალა ნიუ დელის საავადმყოფოში ყოფნისას, სადაც იგი მაისის დასაწყისში...


48 წლის ირმა თოფურია, რომელიც ფოთოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთნად მუშაობდა განმეორებით კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. "ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალე...

0
519
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0