x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვიდეო: ბაიდენი სამიტზე დაიკარგა

image



აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის სამიტის დროს დაიკარგა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა.





პოლიტიკოსი შემთხვევით გადაიღო ბრიტანულ კორნუოლეს ერთ-ერთ რესტორანში მყოფმა. დამსწრეთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ბაიდენი იქ არ უნდა ყოფილიყო.





როდესაც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა შეცდომა გააცნობიერა, ის გასასვლელისკენ გაემართა. თუმცა, ის შეაჩერეს კითხვით, თუ როგორ მიდიოდა სამიტი.






"ძალიან კარგად" - უპასუხა მან და სტუმრების სიცილის ფონზე, შენობა დატოვა. მას მეუღლემ დაუძახა და ბაიდენი ხელით გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მალე, 16 ივნისს, ბაიდენი შეხვდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი სამიტი, ბაიდენის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. ხოლო ჟენევაში მოგზაურობა რუსეთის პრეზიდენტის პირველი უცხოური ვიზიტი იქნება გასული წლის იანვრის შემდეგ.
0
382
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0