x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გონებრივი თამაშების (სუდოკუ, ჭადრაკი, პაზლები) გავლენა კოგნიტური უნარების განვითარებაზე ბავშვებსა და მოზარდებში
გონების ვარჯიში მისი აქტიურობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური მომზადება და ძალის შენარჩუნება. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი ტვინი პასუხისმგებელია ჩვენი ბედნიერების შენარჩუნებაზე და ასაკის მატებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ის მთავარი რამ, რაც დამოუკიდებლად ცხოვრებაში გვეხმარება. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტვინი მაქსიმალურად მუშაობდეს, გონება ყოველდღე გამოწვევას საჭიროებს. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მარტივი გამოსავალია გონებრივი თამაშები, რაც შეიძლება იყოს ძალიან სახალისო ჩასატარებელი სწრაფი დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.

გონებრივი თამაშები განისაზღვრება ნებისმიერი საქმიანობად, რომელიც ასტიმულირებს აზროვნებას. ეს მოიცავს ისეთ თამაშებს, როგორიცაა კროსვორდები, ჭადრაკი, სუდოკუ, პაზლები და სხვა. ის ასევე მოიცავს ისეთ შემოქმედებით საშუალებებს, როგორიცაა მხატვრობა, ინსტრუმენტზე დაკვრა ან ენის შესწავლა. 2016 წლის ნოემბრის საერთაშორისო კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ გონებრივმა თამაშებმა შეიძლება გაზარდოს და გააუმჯობესოს გარკვეული აზროვნების უნარები, რომლებიც ასაკთან ერთად იკლებს, როგორიცაა აზროვნების სისწრაფე, დაგეგმვის უნარები, რეაქციის დრო, გადაწყვეტილების მიღება და სხვა.


image


1)სუდოკუ


გერიატრული ფსიქიატრიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული სანდო წყაროს თანახმად, რაც უფრო მეტია 50 წელს გადაცილებული ადამიანი გატაცებული ისეთი თამაშებით, როგორიცაა სუდოკუ, მით უკეთესია მათი ტვინის ფუნქციონირება. სუდოკუ გვაიძულებს რომ ვიფიქროთ კრიტიკულად, რაც ასევე გვეხმარება კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. სუდოკუ არის თამაში, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს. თამაშისას გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად ვაპირებთ ციფრების განთავსებას. ამ დროს, ჩვენ კოცნცენტრირებას ვახდენთ როგორც მოგებაზე, ასევე ბევრ მნიშვნელოვან კოგნიტურ უნარზე. იმის გამო რომ ის შეიცავს ციფრებს, შესაბამისად საჭიროებს არითმეტიკულ ან სამეცნიერო ცოდნას და უნარებს. სუდოკუს გადაჭრის მცდელობით, ბავშვები სწავლობენ ლოგიკურად აზროვნებას, ასევე ავითარებენ გონების და ფიქრის პროცესს, რომელიც ძალზე კომპლექსურია.


სუდოკუ შესანიშნავი თამაშია, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება, რადგან სუდოკუ ჩვეულებრივ მუშაობს ციფრების ნაკრებთან, რომლებიც გარკვეულ ადგილებში უნდა ჩავსვათ. მას შემდეგ რაც ვიმახსოვრებთ თუ სად ჯდება ციფრები, უნდა გვახსოვდეს თუ რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. ონლაინ სუდოკუს თამაშის დროს კი განსაზღვრულია დრო, რაც გვეხმარება სწრაფად რეაგირებაში და იმაში, რომ მოქმედება განვახორციელოთ განსაზღვრულ დროში, ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება მეხსიერებაზე. იმის გამო, რომ სუდოკუ დროზეა დამოკიდებული, თამაშისას სიჩქარე თანდათან უფრო იზრდება. ზოგჯერ ესეც კი ხდება ადამიანის მიზანი, რომ გააუმჯობესოს საკუთარი დრო და უფრო ნაკლებ დროში ეცადოს ციფრების ჩასმას. ეს კი გვიუმჯობესებს სწრაფად ფიქრს კრიტიკულ მომენტებში. ისეთი თამაშები, როგორიცაა დუსოკუ, შეიძლება ძალიან მარელაქსირებელი იყოს. მაშინაც კი, თუ დღეში 10 წუთს ვატარებთ თავსატეხის დასრულებაში, ეს არის ის 10 წუთი, როცა არ ფიქრობთ ყოველდღიურობაზე. ხანმოკლე შესვენება და ტვინის აქტიური შენარჩუნება მისი გაჩერების ნაცვლად, გვეხმარება რომ დავისვენოთ და ვმართოთ სტრესი.


სუდოკუ



2)პაზლები


პაზლები არ არის უბრალოდ გასართობი საშუალება, კვლევების მიხედვით, სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან შეერთებას ფსიქიკური სარგებელი მოაქვს. ექსტერის სამედიცინო სკოლაში 19 000 ბავშვზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც პაზლებს აწყობენ, ისე ფუნქციონირებს, როგორც მათთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდა ადამიანის ტვინი. ხანმოკლე მეხსიერების მხრივ კი, ეს მაჩვენებელი 8 წელს უტოლდება. მეცნიერებს უკვე დიდი ხანია სჯერათ, რომ მსგავს პრობლემაზე ორიენტირებულ აქტივობებს შეუძლიათ გააუმჯობესოს ტვინის ფუნქცია და დაიცვას გონება შემეცნებითი დაქვეითებისაგან ცხოვრების უფრო მოგვიანებით ეტაპზე. ფსიქოლოგებს უჭირთ იმის თქმა, რომ პაზლებს შეუძლიათ დემენციის რისკის შემცირება ცხოვრებაში, მაგრამ ყველა ამ თემაზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ პაზლების რეგულარულად აწყობის მეშვეობით ჩვენი ტვინი უფრო უკეთ მუშაობს.

როდესაც ბავშვი პაზლებით თამაშობს მას უვითარდება სამი მნიშვნელოვანი უნარი: ფიზიკური უნარები - როცა მას შეუძლია სწორად თითოეული პაზლის ნაწილის დაკავება, კოგნიტური უნარები - ვინაიდან ისინი ამ თავსატეხებს ხსნიან და ემოციური უნარები - ისინი სწავლობენ მოთმინებას და ჯილდოვდებიან კიდეც თავსატეხის დასრულებისას. იმისათვის, რომ პაზლები ააწყონ, ბავშვებმა უნდა იფიქრონ და შეიმუშაონ სტრატეგიები მიზნის მისაღწევად. ეს პროცესი არის ის, რაც ეხმარება ბავშვებს განავითარონ ლოგიკა, მსჯელობა და პრობლემის გადაჭრის უნარები, რაც მათ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. თავსატეხები ხელს უწყობენ პოზიტიური თვითშეფასების განვითარებას, რადგან ამ დროს ბავშვები მცირე მიზნებს ადგენენ და მას აღწევენ მაშინ, როცა თავსატეხს ბოლომდე ამოხსნიან. ის გამოწვევები, რისი გადალახვაც მათ უწევთ პაზლის აწყობამდე, საშუალებას აძლევს ბავშვებს იყვნენ უფრო თვდაჯერებულები და უფრო მარტივად გადალახონ მომავალში წამოჭრილი გამოწვევები. პაზლების ერთ-ერთი დადებითი ისაა, რომ მისი თამაში ასევე გვეხმარება სოციალურ განვითარებაში. თავსატეხები დიდ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, ერთად იმუშაონ უფრო დიდი მიზნის მისაღწევად, რაც აძლიერებს და ხელს უწყობს კოოპერატიულ თამაშს. მსგავსი თამაშები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ჩარჩოს გარეთ, ასევე მივიღოთ გადაწყვეტლებები. თავსატეხების კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს მოდუნებაში, არტერიული წნევისა და სუნთქვის სიჩქარის შემცირებით. ზოგი კი თავსატეხებს ერთგვარ მედიტაციადაც მიიჩნევს - ვინაიდან ის იდეალურია გადატვირთული გონების მქონე ადამიანებისთვის.



პაზლები



3)ჭადრაკი


როგორც ვიცით, ჭადრაკი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი თამაშია. მაგრამ რატომ ხდება რომ ის გამუდმებით ასეთი ინტერესის ქვეშაა? არავინ დავობს იმაზე, რომ ჭადრაკი იწვევს ინტენსიურ ინტელექტუალურ გამოწვევას, რაც ძალიან კარგია გონების სიჯანსაღისთვის. ჭადრაკი პირველ რიგში, ავითარებს სხვისი პერსპექტივიდან დანახვის უნარს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი მოჭადრაკეები სწავლობენ მოწინააღმდეგის შემდეგი ნაბიჯების პროგნოზირებას. ბიჰავიორისტები ამას „გონების თეორიას“ უწოდებენ. ეს არის უნარი, რომელიც აუცილებელია ემპათიის განსახორციელებლად და ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. შეიძლება გასაკვირი არ იყოს იმის ცოდნა, რომ ექსპერტ მოჭადრაკეებს მეხსიერების ძლიერი უნარი აქვთ, ვინაიდან თამაში გულისხმობს მრავალი კომბინირებული მოძრაობის და მათი პოტენციური შედეგების დამახსოვრებას.

პრეფრონტალური ქერქი თავის ტვინის ბოლო ნაწილია, რომელიც ვითარდება მოზარდობის პერიოდში. ეს პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, თვითკონტროლზე, განსჯასა და დაგეგმვაზე. ვინაიდან ჭადრაკი მოითხოვს სტრატეგიულ და კრიტიკულ აზროვნებას, თამაში ავითარებს პრეფრონტალური ქერქს, რაც ეხმარება მოზარდებს უკეთესი არჩევანი გააკეთონ თავიანთი ცხოვრების ყველა სფეროში, არ მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ და თავიდან აირიდონ რისკი.



ჭადრაკი



როგორც ვხედავთ, ტვინის თამაშები შესანიშნავი გზაა ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად. ბავშვების ტვინი სწრაფი ტემპით იზრდება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილია გარკვეული საგნების სწავლა. მას შეუძლია გაამყაროს გარკვეული უნარები და გააუმჯობესოს კონცენტრაცია. გონებრივი თამაშები შეიძლება გასართობზე მეტი იყოს. ეს ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ტვინის გასავარჯიშებლად და აზროვნების უნარების გასაძლიერებლად. სწავლა ყოველთვის უფრო ადვილია, როდესაც ეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული და გონებრივი თამაშები ამ უნარების შესწავლას ძალიან მარტივს და სახალისოს ხდის.



გამოყენებული ლიტერატურა (APA):

  • Publishing, H. (2019). The thinking on brain games.
  • G. (2020). Four Ways Sudoku Promotes Brain Health.
  • Team, G. (2021, March 06). Why kids should play sudoku – 15 great reasons.
  • Gonzalez, E. (2021, January 18). What are the benefits of puzzles in early childhood development?
  • Mano, M. (2013, November 28). The benefits of puzzles in early childhood development.
  • Darrisaw, M. (2021, March 26). Sudoku and crossword puzzles can make your brain up to 10 years younger.
  • , E. (2020, September 16). 10 things chess does to your brain.
  • Stanborough, R. (2020, October 19). 10 benefits of playing Chess: Plus potential downsides.
0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:მართა ბურნაძე
მართა ბურნაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0