x
‘’ მე და კულტურა ‘’
ყოველი ადამიანის ჩამოყალიბებაზე და მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის კულტურა, რომელშიც ცხოვრობს. ყოველთის მიჩნდებოდა კითხვა, მე ვარ ‘’მე’, თუ ვარ ის, ვინც შექმნა ჩემმა კულტურამ და საზოგადოდ რა გავლენას ახდენს ჩემი კულტურა ჩემზე, როგორც პიროვნებაზე და ჩემს ცხოვრების სტილზე. ჩვენ ყველას გვაქვს კულტურა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებებს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ საკუთარი კულტურის ფასეულობებს, რელიგიებს, ენას და რწმენებს. კულტურაში კი, როგორც ადამიანები თანავარსებობთ, ვთანამშრომლობთ და ვქმნით თემებს. ჩვენ ვიზიარებთ გარკვეულ თვისებებს, შესაძლებლობებს, ემოციებს და გამოცდილებას, რაც ჩვენი კულტურული იდენტურობის მახასიათებელია, მაგრამ ამავდროულად იგივე ხშირად უზრუნველყოფს ჩვენს საოცარ უნიკალურობას.

ცხოვრებაში ყველაფერი არ შეიძლება დაიგეგმოს და არც ყველა მიღებული გადაწყვეტილების გაკონტროლება შეგვიძლია. ბევრი რამ ხდება შემთხვევით, მოულოდნელად და ჩენგან დამოუკიდებლად. ზუსტად ასეთი საკითხია ჩემი დაბადება კონკრეტულ კულტურაში, კერძოდ მე არ ვიცოდი რომ საერთოდ დავიბადებოდი ან ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. მაგრამ გასარკვევი არის ის, რაც თავშივე ავღნიშნე, ვინ ვარ მე. კემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონი განსაზღვრავს ტერმინს «იდენტობა», როგორც ასეთს: «ვინ არის ადამიანი, ან პიროვნების ან ჯგუფის თვისებები, რითაც ისინი განსხვავდებიან სხვებისგან». არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული თვისებები და, შესაბამისად, ყველა განსხვავებულია. მაგრამ ხშირად არ ვხვდებით მსგავსებებს ერთმანეთთან? ამ მსგავსების გამო არ ვქმნით თემებს? ეს კითხვები წარმოადგენს კონცეფციას, თუ რა არის კულტურული იდენტობა, რომლის მიზანია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და განსაზღვროს ჩვენი პიროვნება იმ ტრადიციებზე, კულტურასა და ერებზე დაყრდნობით, რომლებშიც დავიბადეთ და გავიზარდეთ.

იმის გასნაზაღვრად თუ რა მახასიათებლები აქვს ჩემს კულტურულ იდენტობას, აუცილებელია ყველა იმ მახასიათებლის ცოდნა, რომელიც არსებობს იმ კულტუაში, რომელშიც დავიბადე. კერძოდ იმისათის, რომ გავიგო ვინ ვარ მე და რას წარმოვადენ, აუცილებელია კარგად შევისწავლო საქართველოს კულტურა, რადგან ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში და აღზრდაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.მე აღვიზარდე იმ ღირებულებებით, ტრადიციებით, ნორმებით და წესებით, რომელიც მიღებულია და გავრცელებულია საქართველოს კულტურაში. მე კი, როგორც მოცემულ ქვეყანაში დაბადებული, ბუნებით შევეგუე ჩემს საცხოვრებელ გარემოს, რის შედეგადაც განვითარდა ჩემი იდენტურობა ასოცირებული მახასიათებლების გარშემო, მაგალითად როგორიცაა პატრიოტიზმი.

მინდა ხაზი გავუსვა, იმ ფაქტს, რომ მე არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ, რომ არა ჩემი კულტურა და ის, რაც მისგან ვისწავლე. ამასთან, კულტურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე როგორც დადებითად, ისევე უარყოფითად, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია და განსხვავებული ღირებულებებით და რწმენით არის აღზრდილი.


კულტურის თვითმაყოფადობა და განსაკუთრებული შინაარსი, სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. თუმცა, არსებობს ის ძირითადი ბაზისი, რასაც ყველა ქვეყნის კულტურა ეფუძნება; ეს კულტურის ელემენტებია ანუ ღირებულებები, ნორმები, სიმბოლოები, ენა და ცოდნა. მათი ურთირთგაზიარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ეხმარება. კულტურის ელემენტები ის დამხმარე იარაღებია, რომლებსაც ადამიანები თავიანთი ბედის განკარგვისა და ხშირ შემთხვავაში შეცვლისთვისაც კი იყენებენ (სვიდლერი 1986). იმის უკეთ გასარკვევად თუ როგორ ახდენს გავლენას კულტურა ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ხაზი მინდა გავუსვა კულტური ბაზისს, ღირებულებებს, რომლითაც აღვიზარდე. ღირებულებები არის ის მტკიცე და ურყევი კრიტერიუმები, რომლებიც კარგისა და ცუდის, სასურველისა და არასასურველის, კეთილისა და ბოროტის გარჩევაში გვეხმარება. ღირებულებები ის მუდმივი, ხშირად გაუცნობიერებელი და გამოუხატავი სტანდარტებია, საიდანაც გარკვეული ქმედებები, მიზნები, მოვლენები აღმოცენდებიან ხოლმე.ისინი, ჩნდება გარკვეულ სიტუაციაში და რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. ღირებულებები ადამიანების მუდმივი თანამგზავრი ხდება.ქ.( კალჰუნი, დ.2008, გვ.161-169 ). იმისათის, რომ საქართველოს კულტურაში არსებული ღირებულებები მესწავლა და ჩემი იდენტობის ნაწილად გამეხადა, ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემმა ოჯახმა. ჩემმა ოჯახმა მასწავლა, რომ პირველ რიგში და ყველაზე მთავარი ღმერთია, რადგან მისი წყალობით ვართ ცოცხლები. მათ მასწავლეს, რომ სიყვარული მნიშვნელოვანია. მათ სჯერათ, რომ როგორც ადამიანს, მე უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი და სხვებიც, მაგალითად ჩემი ოჯახი და ჩემი უახლოესი მეგობრები, რადგან უსიყვარულოდ ადამიანს არ ექნება ბედნიერი ცხოვრება. ასევე, ოჯახის მნიშვნევლობა, ერთიანობა და ასაკობრივი უპირატესობსი იერარქია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახი აყალიბებს ინდივიდებს, რომლებიც შემდგომში ხდებიან საზოგადოების ნაწილი მათი ოჯახის ღირებულებებით და უზიარებენ მათ ერთი თაობიდან მეორეზე. ჩემს კულტურას არ სჯერა თანასწორობის, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი კულტურა ყველასგან გამორჩეულია და სხვა კულტურები ჩვენზე დაბლა დგანან. ასევე ჩემს კულტურაში არ არის მიღებული როდესაც ადამიანს აქვს ტატუ და პირსინგი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ღირებული ფასეულობები ან არის წესიერი ადამიანი, არ უნდა ატარებდეს ტატუს სხეულზე და არც პირსინგს.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დამახასიათებელია ჩემი კულტურისათვის, მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი როგორც, პიროვნების ჩამოყალიბებაში და კვლავაც აგრძელებენ ჩემზე ზემოქმედებას, რადგან ყოველთვის მიწევს მათი გათვალისწინება რაიმეს დაგეგმვის, განხორციელბისას და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. და მაინც კულტურა არის ჩემი საფუძველი, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ვისთან ვარ დაკავშირებული. კულტურა ეს არის ისტორია, ცხოვრების წესი. ეს არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას ადამიანებს ვიცხოვროთ ჰარმონიულად.



გამოყენებული ლიტერტურა


  • ქ. კალჰუნი, დ. ლაითი, ს. კელერი. // სოციოლოგია. ი. ჭავჭავაძის სახ. უნივ. გამომც. თბილისი 2008, გვ.161-169
  • 0
    10
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ ცხოვრებაშვილი
    მარიამ ცხოვრებაშვილი
    10
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0