x
შარდის ბუშტის კიბო

საშარდე სისტემა ერთგვარი დრენაჟია, რომელსაც ორანიზმიდან ნარჩენები და ზედმეტი სითხე გამოაქვს.შარდის ბუშტი არის ღრუ ორგანო მენჯში, რომელიც ინახავს შარდს, სანამ იგი მოშარდვის დროს არ დატოვებს სხეულს.ეს ფუნქცია შარდის ბუშტს საშარდე გზების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.შარდის ბუშტი, ისევე როგორც საშარდე გზების სხვა ნაწილები, მოპირკეთებულია უჯრედების შრით, რომელსაც უწოდებენ ოროთელიუმს. უჯრედების ეს ფენა გამოყოფილია შარდის ბუშტის კედლის კუნთებისგან.შარდის ბუშტის კიბო იწყება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტის ჯანმრთელი უჯრედები-ყველაზე ხშირად შარდსასქესო უჯრედები-იცვლება და იზრდება კონტროლიდან, ქმნიან მასას, რომელსაც სიმსივნე ეწოდება.შარდის ბუშტის სიმსივნე მეორე ადილზეა ორუოლოგიურ სიმსივნეებს შორის პროსტატის კიბოს შემდეგ.რამდენად გავრცელებულია შარდის ბუშტის კიბო? ამერიკის კიბოს საზოგადოების შეფასებით, შეერთებულ შტატებში 2021 წლისთვის შარდის ბუშტის კიბოს შესახებ შემდეგია: შარდის ბუშტის კიბო დაახლოვებით 83, 730 ახალი შემთხვევა(კაცებში დაახლოვებით 64280 და ქალებში 19450) შარდი ბუშტის კიბოთი სიკვდილიანობა 17200 ადამიანებისთვის(კაცებში დაახლოვებთ 12260 და ქალებში 4940). შარდის ბუშტის კიბოს სახეებია:ზოგადად კიბოს ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სიმსივნის უჯრედები მიკროსკოპის ქვეშ.შარდის ბუშტის კიბოს 3 ძირითადი ტიპია: 1)გარდამავალუჯრედოვანი კარცინომა. იგი დაახლოვებით გვხვდება 90%-ში.2)ბრტყელუჯრედოვანი კარცინმა- იგი მხოლოდ 7%-ში გვხვდება, 3)ადენოკარცინომა- მხოლოდ 2%-ში გვხვდება, ასევე გვხვდება სარკომაც.შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება(იგი შეიცავს 4-ამინობიფენილ და 2 -ნაფტილამინკარცინოგენებს), ასაკი(მის მომატებასთან ერთად იზრდება რისკიც), ფერადკანიანობა, სქესი(მამაკაცებში 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალბატონებში), გარკვეული ქიმიკატების ზემოქმედება(არომატული ჰიდროკარბონები, მაგალითად ანილინი), შარდის ბუშტის ქრონიკული ანთება.კლინიკურ სიმპტომებს რაც შეხეება: ყველაზე ხშირი სიმპტომია(80%-ში)-უმტკივნეულო ტოტალური ჰემატურია.ჰემატურია შეიძლება იყოს ინიციალური ან ტერმინალური თუ დაზიანებული ადგილი ბუშტის ყელის არეშია, ტკივილი იშვიათია-გვხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სიმსივნით ზემო საშარდე გზების ობსტრუქციას-ტკივილი შესაძლოა იყოს ზურგის ან წელის მიდამოში, გახშირებული შარდვა, მტკივნეული შარდვა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ასიმპტომური მიკროსკოპული ჰემატურია, რომელსაც ნახულობენ რუტინულ შარდის საერთო ანალიზში.იშვიათად პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ საშარდე ტრაქტის ინფექცია ან ქვემო საშარდე სისტემის ირიტაციული სიმპტომატიკა.სიმსიმნის სტადირება ხდება ტნმ კლასიფიკაციით.შარდის ბუშტის სიმსივნის სწორი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შესაბამისი კვლევები დაინიშნოს შესაბამისი თანმიმდევრობით და ღირებულებების მიხედვით, რომელიც ჩვენ კონკრეტულ დროს გვჭირდება.პირველი რიგის კვლევებია: საშარდე გზების ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, ცისტოსკოპია, შარდის ციტოლოგია, ინტრავენური უროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია.ციტოლოგია დაახლოვებით 70%-ში არის ნეგატიური, პაპილარული ტტც-ის მქონე პაციენტებში, მაგრამ უფრო სენსიტიურია(80%) კარცინომაინსიტუს და მაღალი გრედისი ტტც-ის მქონე პაციენტებში.თუ აღნიშNული კვლევები იქნება ნორმაში, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ, ისეთ ნეფროლოგიურ დარღვევებზე, რომელთაც შეუძლიათ ჰემატურიის გამოწვევა.მაგ: გლომერულონეფრიტი.იმ პაიენტებს, რომელთან აღენიშნებათ კუნთში ინვაზიური სიმსივნე და კარცინომაინსტუ, რომლებიც ხშირად ასოცირებულნი არიან მეტასტაზირების არსებობასთან საჭიროა ჩაუტარდეთ მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია, იშვიათად რადიოიზოტოპური სკენირება.რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობას:შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება მათი ტრანსურეთრელური რეზექცია, ბიმანუალურ პალპაციასთან ერთად.ასეთი სახის ოპერაცია ტარდება ზოგადი ან სპინალური ანესთეზიის ქვეშ. გარდა ამისა, ამ დროს საეჭვო უბნებიდან შეიძლება ავიღოთ ბიოფსიური მასალა ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის.0 ეტაპის(არაინვაზიური პაპილარული კარცინმა და კარცინომა ინ სიტუ) და I სტადიის მკურანლობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ტრანსურეთრული რეზექცია ფულურაციით. ამას შეიძლება მოჰყვეს შემდეგიდან ერთი: ინტრავეზიკური ქიმიოთერაპია მოცემულია ოპერაციის შემდეგ, ინტრავეზიკური ქიმიოთერაპია მოცემულია ოპერაციის შემდეგ და შემდეგ რეგულარული მკურანლობა ინტრავეზიკულური ბეცეგე ვაქცინით ან ინტრავეზიკური ქიმიოთერაპიით. შარდის ბუშტის კიბოს II და III სტადიების მკურანლობა შეიძლება მოიცავდეს: რადიკალური ცისტექტომია, კომბინირებული ქიმიოთერაპია, რასაც მოჰყვება რადიკალური ცისტექტომია, სხივური თერაპია ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე, ნაწილობრივი ცისტექტომია ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე, ტრანსურეთრული რეზექცია ფულურაციით.ბუშტის IV- სტადიის კიბოს მკურანლობა, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებზე არ გავრცელებულა, შეიძლება შეიცავდეს შემდეგს: ქიმიოტერაპია, რადიკალური ცისტექტომია მარტო ან მას მოსდევს ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე, ცისტექტომია, როგორც პალიატიური თერაპია, სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.შარდის ბუშტის IV სტადიის კიბოს მკურანლობა, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებზეა გავრცელებული, მაგალითად, ფილტვებში, ძვლებში ან ღვიძში, შეიძება მიცავდეს შემდეგს: ქიმიოთერაპია ადგილობრივი მკურანლობით ან მის გარეშე(ქირურგიული ან სხივური თერაპია), იმუნოთერაპია(იმუნური საგუშაოს ინჰიბიტორული თერაპია), სხივური თერაპია, როგორც პალიატიური თერაპია, სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის ასაუმჯობესებლად, ცისტექტომია, როგორც პალიატიური თერაპია, სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.პრევენცია: მიუხედვად იმისა, რომ არ არსებობს გარანტირებული გზა შარდის ბუშტის კიბოს თავიდან ასაცილებლად, თქვენ შეგიძლიათ ნაბიჯები გადადგათ, რაც დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში: არ მოწიო, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატების მიმართ, თუ ქიმიკატებთან მუშაობთ, დაიცავით უსაფრთხოების ყველა ნინსტრუქცია, რომ არ მოხდეს ზემოქმედება, შეარჩიეთ ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნება.შეარჩიეტ დიეტა, რომელიც მდიდარი მრავალფეროვანი ფერადი ხილითა და ბოსტნეულით. ანტიოქსიდანტები ხილსა და ბოსტნეულში დაგეხმარებათ კიბოს რისკის შემცირებაში. მადლობა ყურადღებისთვის.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0