x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
დიდაქტიკის ძირითადი ცნებები

დიდაქტიკის ძირითადი ცნებებია:

განათლება:

1. სისტემური, მეცნიერული ცოდნის შეძენის პროცესი და შედეგი.

2. თანამედროვე მეცნიერების, კულტურის და ტექნოლოგიის ძირითადი საფუძველბის შეთვისების და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარის ფორმირების პროცესი და შედეგი.

3. ცოდნა-ჩვევათა ჯამი.

სწავლება:

1. სწავლება არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის გარკვეულ ცოდნა-ჩვევათა გადაცემისა და მოსწავლეთა მიერ ამ ცოდნა-ჩვევათა შეთვისების ორგანიზებული, სხვდასხვაგვარი და ერთიანი პროცესი.

2. ცოდნის გადაცემის ორგანიზებული პროცესი.

ცოდნა:

1. ადამიანის ცნობიერებაში ბუნების, საზოგადოების და ადამიანის აზროვნების მოძრაობა-განვითარებაში მიმდინარე პროცესების ასახვა.

2. საზოგადოებრივ-ისტორიული პრაქტიკით შემოწმებული და ლოგიკურად დადასტურებული სინამდვილის ჭეშმარიტი, ადეკვატური ასახვა ადამიანის ცნობიერებაში წარმოდგენების, ცნებების, მსჯელობებისა და თეორიების სახით (მეცნიერული/არამეცნიერული).

3. მე ვიცი= მე შემიძლია.

უნარი:

1. უნარი პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებაა, რომელიც წარმოადგენს გარკვეული სახის მოქმედების წარმატებით განხორცილების სუბიექტურ პირობას. უნარის თანდაყოლილი წინამძღვარია ინდივიდის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, რომელთა საფუძველზე სხვადასხვა სახის მოქმედებათა განხორციელების პროცესში ყალიბდება თვით უნარი.

ზოგადი უნარები:

1. ზოგადი უნარები ვლინდება უნივერსალური ინტელექტუალური ოპერაციების სახით და ადამიანს თანდათანობით უვითარდება მეცადინეობით, კითხვით, მეცნიერებასა და კულტურასთან ზიარებით, ადამიანებთან ურთიერთობით

ჩვევა:

1. მრავალჯერადი გამეორებით შეძენილი მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზირებული მოქმედება ან ქცევა. მოქმედების ავტომატიზება იმით გამოიხატება, რომ ჩვევის შემადგენელი მოძრაობები, მოტორული იმპულსები მიმდინარეობს ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ან თანამონაწილეობის დაბალი ხარისხით.

2. პიროვნების უნარი კარგაად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ.

3. ჩვევას ადამიანი იძენს როგორც გარკვეული მოქმედების დასასწავლად (გააზრებული) მისი მიზანდასახული გამეორების შედეგად, ასევე მაშინ, როცა ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთზე ადამიანს უწევს გარკვეული მოქმედების ხშირი გამოერება (მექანიკური).

შეთვისება:

1. გამოხატავს სასწავლო-შემეცნებითი მოქმედების დასრულებულობას.

2. "თავისად შექმნა" - სულხან-საბა.

შემეცნება:

1. ადამიანის ცნობიერებაში სინამდვილის (საგნებისა და მოვლენების) ასახვა.



0
60
შეფასება არ არის
ავტორი:მკერვალიძე ნინო
მკერვალიძე ნინო
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0