x
რა არის აბორტი
image
ტერმინი აბორტი მიმდინარეობს ლათინური სიტყვიდან aboriri, რაც ნიშნავს მუცლის მოშლას, ორსულობის შეწყვეტას. აბორტი განისაზღვრება, როგორც ორსულობის თვითნებითი ან ხელოვნური შეწყვეტა მანამ, სანამ ნაყოფი გახდება სიცოცხლისუნარიანი.

ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აბორტი განისაზღვრება როგორც ორსულობის შეწყვეტა გესტაციის 20 კვირამდე ან ნაყოფის მასით - <500 გ.

სპონტანური აბორტი არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ორსულობის ტერმინაცია ხდება გარე მიზეზების ჩარევის გარეშე ანუ ხელოვნურად ჩარევის გარეშე. სპონატანური აბორტების 80 პროცნეტზე მეტი ვლინდება გესტაციის პირველი 12 კვირაში.

ორსულობა ფიზიოლოგიურად გრძელდება 40 სამეანო კვირა ან 9 თვე .


მთლი ამ პერიოდის მანძილძე ორსულობის ტერმინაცია როდესაც ხდება 20 კვირამდე ეწოდება აბორტი, შეიძლება იყოს სამედიცინო, ინდუცირებული.12 კვირამდე ქალს აქვს უფლება თავისი ნებით დაასრულოს ორსულობა.

სპონდანური აბორტის 80% ხდება ქრომოსომული აპელაციების ხარჯზე და ეს პროცესი დება ძირითადად პირველ ტრიმესტრში და განსაკუთრებით ხშირად პირველი 5 კვირის მანძილზე, სხვა მიზეზი აბორტის შეიძლება იყოს- სხვადასხვა ტიპის ინფექციები, რომლის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ანთებითი პროცესები და რაც ხელს უწყობს ორსულობის ტერმინაციას, ასევე თანდაყოლილი დაავადებები(მაგ.თანდაყოლილი თრომბოფილია-ჰემოსდაზის დეფექტი, ამ დროს ხდება შედედების ფაქტორების დარღვევა, გენეტიკური და ქრომოსომული ტიპის ანომალიები, ქალის ასაკი(>20/<40), ექსტრაგენიტალური დაავადებები(ცელიაქია), სისტემური დაავადებები, ენდოკრინოლოგიური დარღვევები(ჰიპოთირეოიდიზმი, დიაბეტი), ასევე პროგესტერონ დეფიციტული მდგომარეობები( ეს არის ორსულობის მთავარი ჰორმონი)., ალკოჰოლი, კოფეინი, მოწევა.

მიზეზი შეიძლება იყოს ასევე საშვილოსნოს ყელის უკმარისობა- არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროს ხდება საშვილოსნოს შიდა პირის ტილადაცია(იხსნება, ნორმაში უნდა იყოს დახურული).

საშვილოსნოს ყელის ტილადაციის მიზეზი შეიძლება იყოს- აბორტები, საკეისრო კვეთები, ყელის მოწვა.მკურნალობა ხდება ყელის პრვენციით, ხდება ან ნაკერის დადება ან სილიკონის პესალიებით, იგივე ლატექსის რგოლების განთავსება ხდება საშვილოსნოს ყელზე, იმისთვის რომ არ ჩამოყალიბდეს ყელის უკმარისობა.

სპონტანური აბორტი იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

1.მოსალოდნელი აბორტი- ამ დროს, სანაყოფო პარკი განლაგებულია საშვილოსნოს ღრუში, ნაყოფის გულისცემა ნორმალურია, მაგრამ აღინიშნება სისხლიანი გამონადენი საშოდან და არის რისკი ნაყოფის დაგარკვის, ამ დროს არსებობს ორსულობის შენარჩუნების შანსი.

2.გარდაუვალი აბორტი-არის მდგომარეობა, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ღრუში სანაყოფო პარკი არის, ნაყოფის გულისცემა შენარჩუნებულია, მაგრამ საშვილოსნოს ყელი გახსნილია.

3, სრული სპონტანური აბორტი- არის მდგომარეობა, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუდან ხდება ექსპულსია სანაყოფი პარკის, ანუ ეს პარკი იყო განლაგებული საშვილოსნოს ღრუში, მაგრამ თვითნებურად საშვილოსნოს შეკუმშვებით მოხდა სანაყოფო პარკის მთლიანი გამოვარდნა საშვილოსნოს ღრუდან და ცერვიკალური არხი არის დახურული.

4.არასრული აბორტის დროს სანაყოფო პარკი მთლიანად არაა წარმოდგენილი, არის მისი ნარჩენები საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ყელი არის ტილადირებული და სისხლდენა გრძელდება.ამ დროს უნდა მოხდეს საშვილოსნოს ღრუს კიურედაჯი ან განფოხვეკა, ანუ სანაყოფო პარკის და გარსების ნარჩენების გამოდანა საშვილოსნოს ღრუდან, ყელის გაფართოება არა საჯირო, ვინაიდან ყელი ღიაა.

ზოგადად სპონტანურ აბორტს თან ახლავს სისხლიანი გამონადენი საშოდან.

5.არ შემდგარი(შეწყვეტილი) აბორტი- არის მდგომარებოა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუში არის სანაყოფო პარკი და ნაყოფის გულისცემა არ ინიშნება.ამ დროს ორსულობის ვადის გათვალისწიენბით ხდება ორსულობის დასრულება ან მედიკამენდებით(7 კვირაზე ნაკლები) ან ქირურგიული აბორტით(კიურედაჟით-გაფართოებით ან ვაკუმ ასპირაცია)

6.ჩვეული აბორტი-როდესაც ქალს ანამნეზში აქვს 3 ან მეტი სპონტანური აბორტი.

ინდუცირებული აბორტი-ეს აროს მდგომარეობა, რომლის დროსაც ორსულობა არის დასასრულებელია რაღაცა მიზეზების გამო 12 კვირის ზევით 22 კვირამდე.ეს შეიძლება იყოს სიცოცხელსთან შეუთავსებელი ანომალიები.ერთმომენტიანად ხდება, იმიტომ რომ სისხლდენის რისკი არის მაღალი, ემბრიონი დიდია და მისი ი გამოდანა შეუძლებელია საშვილოსნოდან.

ინდუცირბული აბორტი-ეს არის დროში გამზადებული მანიპულაცია, რომლის დროს პირველ ეტაპზე ხდება საშვილოსნოს ყელის მომზადება ანუ ტილადაცია, ამისთვის შეგვიძლეია გამოვიყენოთ ფოლის კათედერი, რომლის გაბერვის შედეგადაც შესაძლებელია ყელის გაფართოება ან არსებობს პროსტოგლანდინების გველები, რომლებიც აფართოებენ საშვილოსნოს ყელს ან მცენარე ლამინარიას მეშვეობით ხდება ყელის გაფართოება.ყველაზე უკეთესი არის ფოლის კათედერის ჩადგმა საშვილოსნოს ყელში.ეს არის პირველი ეტაპი და ამის მერე სიმძიმის დადება ხდება შარდის მიმღებზე და ამ სიმძიმის შედეგად საშვილოსნოს ყელი ფართოვდება, მეორე ეტაპზე ხდება პროსტოგლანტინების გამოყენება იმისთვის, რომ ყელი შეიკუმშვოს და ნაყოფის გამოვარდნის შემდეგ ხდება საშვილოსნოს გამოფხეკა(უფრო მარტივი და უსაფრთხოა, იმიტომ რომ კედლები უფრო მკვრივი ხდება)

მედიკამენდოზური აბორტი- ეს არის, ორსულობის დასრულება მედიკამენდებით(7 კვირამდე).გამოიყენება 2 ტიპის პრეპარატები:

ანტიპროგესტინული მიფეპრისტონი

ანთიმეტაბოლიტის მეთოტრექსატი

პროსტაგლანდინის მიზოპროსტოლი

1მიფიპრისტონი-ეს არის აგონისტი პროგესტერონის რეცეპტორებზე, იგი იკავებს ყველა პროგესტერონის რეცეპტორს საშვილოსნოს ლორწოვანში, რის შედეგად საშვილოსნოს რელაქსაციის მაგივრად საშვილოსნო იკუმშვება და სანაყოფო პარკი შორდება საშვილოსნოს .მეორე თვისება ამ მედიკამენდის ეს არის საშვილოსნის ტილადაციის მარტივი წარმოქმნა და მეორე ეტაპზე უკვე მიფიპრისდონიდან 48 საათის შემდეგ საჯიროა მიზოპროსტოლის (პროსტოგლანდინის) მიწოდება პაციენდს რათა გამოიწვიოს საშვილოსნოს მაქსიმალური შეკუმშვები და მოხდეს ექსპულსია სანაყოფო პარკის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2010 წლიდან 2011 წლამდე აბორტების რაოდენობა 5000-ითაა გაზრდილი. ოფიციალური მონაცემებით 2010 წელს 25 600 აბორტია აღრიცხული, 2011 წელს 30 600.

ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ქვეყანაში აბორტების რაოდენობა იმატებს, დილეტანტობა ა.

image




0
59
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0