x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
პედაგოგიკა და სხვა მეცნიერებები (მათთან კავშირი)
image

აღზრდა კაცობრიობის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მოვლენაა.მისი უპირველესი სირთულე სწორედ ისაა, რომ მას საქმე აქვს ადამიანთან, როგორც ფსიქო-ფიზიოლოგიურ და როგორც სოციალურ არსებასთან.პედაგოგიკაც ამ ყველაფრის სრულყოფილად შესწავლასა და განხორციელებას სხვა მეცნიერებებთან კავშირის გარეშე ვერ მოახერხებს.

პედაგოგიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს ფილოსოფია წარმოადგენს.პედაგოგიკა თავის თეორიულ და პრაქტიკულ მოღვაწეობაში მთლიანად ეყრდნობა ფილოსოფიას.

პედაგოგიური საქმიანობის პროცესი ვერაფრით ვერ განხორციელდება ფსიქოლოგიის გარეშე, კერძოდ, აღზრდისა და სწავლების პროცესი წარმოუდგენელია მოზარდის ასაკობრივი და ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინების გარეშე, ისეთი ფსიქიკური პროცესების თავისებურებების გათვალ ისწინების გარეშე, როგორებიცაა, ყურადღება, მეხსიერები, აზროვნება, ინტერესი, მოტივაცია, განვითერბა და სხვ., რომლებიც ფსიქოლოგიის მეცნიერების შესწავლის სფეროს წარმოადგენენ, მაშასადამე, პედაგოგიკა სერიოზულად ეყრდნობა ფსიქოლოგიის მონაცემებს.


სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში აუცილებელია მოზარდის ჯანმრთელობის დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიკამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ფიზიოლოგიისა და მედიცინის მონაცემები.

პედაგოგიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსთან არის დაკავშირებული.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე სწავლოს აღზრდას ან პედაგოგიკა სწავლობს მათ კვლევის საგანს.პედაგოგიკას, როგორც მეცნიერებას აქვს თავისი კვლევის დამოუკიდებელი ობიექტი, აღზრდა და ამ ფენომენს იგი სხვა მეცნიერებების დახმარებით და მათთან კავშირით იკვლევს და ახორციელებს.აღზრდის პროცესი არ მიმდინარეობს იზოლირებულად, სხვა მოვლენებისაგან განცალკევით, იგი კავშირშია როგორც საზოგადოებრივ გარემოსთან, ასევე გენეტიკურ მონაცემებთან.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0