x
პედაგოგიკის კვლევის მეთოდები(დაკვირვება-სასკოლო დოკუმენტაციის შესწავლა და საუბარი)
image

ყველა მეცნიერებას კვლევის ზოგადი მეთოდოლოგია აქვს.მეთოდი მოვლენათა კვლევის, მეცნიერული შემეცნების გზაა, საშუალებათა და ხერხების სისტემაა.პედაგოგიკასაც თავისი კვლევის მეთოდები აქვს.ეს მეთოდებია:დაკვირვება, ექსპერიმენტი -უპირატესად ბუნებრივი, ანუ პედაგოგიური ექსპერიმენტი, სასკოლო დოკუმენტაციის შესწავლა და საუბარი.

დაკვირვება ნიშნავს შესასწავლ მოვლენაზე (საგანზე) ბუნე ბრივი, შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებას და მის შესახებ ფაქტების შეგროვებას იმ ზომით, რომ შესაძლებელი იყოს განზოგადება, დასკვნის გამოტანა და კანონზომიერების დადგენა.ეს მეთოდი პედაგოგიკაში ფართოდ გამოიყნება .იგი პედაგოგიური კვლევის უმთავრესი და უპირატესი მეთოდია, რადგან შესაძლებლობას აძლევს მკლევარს საკვლევი ობიექტი შეისწავლოს ბუნებრივ მდგომარეობაში, რითაც მისგან მიღებული შედეგი შედარებით რეალური და სწორია.დაკვირვება შეიძლება ჩატარდეს კლასში გაკვეთილის მსვლელობისას, სკოლაში, სკოლის გარეთ სასწავლო- სააღმზრდელო დაწესებულებაში, ოჯახსა და საზოგადოებრივ წრეებში, სადაც კი უხდება ბავშვს ყოფნა.დაკვირვება შეუძლია ჩაატაროს მასწავლებელმა ან სკოლის რომელიმე თანამშრომელმა, მშობელმა და ბავშვის მეგობარმაც კი .

დაკვირვების ორი სახე არსებობს-თვითდაკვირვება და სხვათა დაკვირვება.დაკვირვების წარმოება აუცილებლად მოითხოვს - წინასწარი გეგმის შედგენას. დაკვირვების გეგმაში, ჩვეულებრივი გეგმისაგან განსხვავებით, არ შეიძლება განისაზღვროს კვლევის დასრულების ზუსტი ვადა, მით უმეტეს, როცა საკვლევი ობიექტი ბავშვის სულიერი ცხოვრების რომელიმე მხარეს წარმოადგენს, რადგან მკვლევარისათვის უცნობია, როდის აღმოცენდება დასაკვირვებელი მოვლენა და თან არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე.დაკვირვების ნაკლია ის, რომ შეიძლება გრძელვადიანი იყოს და დიდი ხანი გაგრძელდეს.


დაკვირვებაში თავსდება სასკოლო დოკუმენტაციის შესწავლისა და საუბრის მეთოდები.სასკოლო დოკუმენტაციის მეთოდი შედარებით მარტივია, რადგან შეგვიძლია განვსაზღროთ დრო და ასევე ადამიანთან ურთიერთობასაც არ გულისხმობს, რაც გამორიცხავს სუბიექტურობას კვლევის პროცესში.ეს მეთოდი ნაკლებად სანდოა, ვინაიდან მკვლევარს არ აქვს ინფორმაცია სასწავლო დოკუმენტაციის შემდგენელი ადამიანების, მათი ობიექტურობისა და კეთილსინდისიერების შესახებ.საშინაო დავალების საშუალებით შეგვიძლია მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების და ნაკლოვანებების დადგენა.

რაც შეეხება საუბრის მეთოდს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ერთადერთი მეთოდია, რომლის საშუალებითაც მკვლევარი შედარებით ზუსტად სწვდება მოვლენის არსს და მის გამომწვევ მიზეზებს. მაგრამ ამ მეთოდს მასწავლებლები და მკვლევრები შედარებით იშვიათად მიმართავენ, ვინაიდან იგი მოითხოვს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ფაქტორს, რაც არ არის იოლად მოსაპოვებელი.


0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0