x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
DOTA 2 Windranger - გმირის ისტორია
image

წყალუხვი მდინარე მთის წყაროებიდან, აქაურ მაცხოვრებელთ უზრუნველყოფს საკვების სრული მარაგით, იქნება ეს ბოსტნეული, ხილი თუ ხორცი, რაც ნამდვილად სჭირდებათ არსებობისთვის. ვინც ქალაქში ან სოფელში თავს ვერ გრძნობს კომფორტულად, ამ ტყეში შეუძლია ცხოვრება. ვისაც კეთილდღეობა და სიმშვიდე სურს ან მშვიდობა უყვარს, ამ ტყეში ჩადის ამ ყოველივის მოსაპოვებლად, მათ უყვართ ტყეში მარტო ცხოვრება, რადგან აქ სხვა არავინ აწუხებთ.


სანამ ლირალეი ამ სამყაროს მოევლინებოდა, მისი მშობლები დასავლეთის ჯუნგლებში გადასახლდნენ ძველი სახლიდან სადაც ომი მძვინვარებდა. ტყის შუაგულში მდინარის მახლობლად, საკმაოდ უსაფრთხო ადგილის პოვნის შემდეგ, მწვანე ბალახზე მათ პატარა ქოხიც დადგეს.


ეს ორი ახალგაზრდა გლეხი ერთად ეწოდა მშვიდობიან ცხოვრებას და წლების შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს შთამომავლობის გაჩენა. ისინი მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი ბავშვის, ლირალეის დაბადებას. ისინი თვლიდნენ, რომ ლირალეის დაბადების დღე მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იქნებოდა.



სამწუხაროდ, მხიარული პერიოდი არ დადგა. დღე უფრო დაბნელდა და ღამე ჩვეულებრივზე მეტად ცივი ხდებოდა, ლირალეის მშობლების გონებაში თანდათანობით ქრებოდა უსაფრთხოების შეგრძნება. რაღაც მოდიოდა, რაღაც დიდი და საშიში, რომლის თავიდან აცილებაც არ შეეძლოთ. ისინი არ ელოდნენ რომ სიკვდილი მოვიდოდა, თუმცა იცოდნენ რომ ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ ვერაფერს გახდებოდნენ.


ვერავინ ვერაფერს მიიღებს, თუ სანაცვლოდ რამეს არ გასცემს! ზოგჯერ, სიცოცხლე შეიძლება სარისკო ფსონი იყოს. ლირალეის დაბადების ღამით, ტყიდან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ქარიშხალი, ეს იყო ბნელი ძალა, რომელსაც ქარიშხალი მოჰქონდა ტყის სიღრმეებიდან და რომლის მიზანიც ნგრევა და განადგურება იყო.



როდესაც ქარიშხალმა ლირალეის მშობლების ქოხამდე მოაღწია, მან სწრაფადვე გაანადგურა იგი და დახოცა ლირალეის ორივე მშობელი. მხოლოდ ახალშობილი გადაურჩა მომაკვდინებელ ქარიშხალს.


როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა, ქარს ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა, რომელიც ქარიშხალს სასწაულებრივად გადაურჩა.


ქარს შეებრალა ბავშვი, ამიტომ მან იგი უახლოეს სოფელში მიიყვანა და ერთ-ერთი სახლის კარის წინ დატოვა.


დროდადრო ქარი ბრუნდებოდა ბავშვთან და შორიდან აკვირდებოდა მას, როდესაც ლირალეი საკუთარ მშვილდონსის უნარებს ხვეწდა. მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ ახლა ის ისვრის ისრებს, რომლებიც მიზანს არ სცდება. იგი ისეთი სისწრაფით მოძრაობს, თითქოს ზურგიდან ქარი ეხმარება.

იგი დარბის და ამავდროულად უსწრაფესად ნასროლი ზუსტი ისრებით ხოცავს საკუთარ მტრებს, რადგან ახლა თითქმის თავადვე გახდა ბუნების ძალა.


0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0