x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯაზური სალათი

ჯაზი

ჯაზი განვითარებული მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე ინტელექტუალური ჟანრია, რომელიც შორეულ წარსულში დარბევის ობიექტიც ხშირად ყოფილა და მათ მიმდევრებს საჯარო სივრცე იქამდე კიდეც ეკრძალებოდათ, ვიდრე მისი მუსიკალური ღირებულებები პუბლიკის ყურამდე კლასიკურ და შერეულ იმპროვიზირებულ ხმოვანებად არ იქცა, რომელმაც საცეკვაო დარბაზიდან დიდ ფილარმონიებშიც კი გადაინაცვლა, მაგრამ ახლა არა რომელიმე აღიარებული ჯაზის მეფეზე განვაგრძობ წერას, არამედ როგორც გურმანი ჩემს მიერ დაგემოვნებულ “ პასკოვსკი ჯაზ "_ის სალათს შემოგთავაზებთ, რომელიც ასევე მეტად ორიგინალური იმპროვიზაციით გამოირჩევა და რაც მთავარია თავის სიგემრიელესთან ერთად ის აგრეთვე დიეტურია და მისი ინგრედიენტებიც ყველა დიასახლისისათვის ნაცნობია, რისი რეცეპტიც მარტივად მოსამზადებელია. ფხივიერად მოხარშულ შავ ბრინჯს შერეული სალათის ფურცლებზე შევურევთ და თეფშზე მომზადებულ სალათს გავაფორმებთ მოთუშული კრევეტების სკამპით და ზემოდან მოსართავად მას დავუმატებთ გაფცქვნილი ავოკადოს უკურკო ნაყოფს, რომლის შემდეგაც მოცემული სალათი მაგიდასთან ცალკეულის გემოვნების მიხედვით- საჭმელი მარილით, ზეთითა და ძმრით სახელდახელოდ ზავდება.


მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

18.05.2021- ფლორენცია/იტალია

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0