x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რა ბედი ეწია ჯავშნოსან კრეისერ "ვარიაგს", საინტერესო ისტორია რუსეთის იმპერიის სამხედრო კრეისერზე

image კრეისერი "ვარიაგი" წუ=ყალში ჩაუშვეს 1898 წელს. 1904 წელს, 9 თებერვალს კრეისერი ჩაება ბრძოლაში იაპონურ ესკადრასთან კორეის სანაპიროსთან.
ბრძოლის შემდეგ რომელიც ერთ საათს გაგრძელდა და კრეისერს განადგურებას უქადდა, ოფიცერთა შემადგენლობამ კაპიტანთან ერთად მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა ჩაეძირა კრეისერი რათა ის მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდნილიყო.
გემის ეკიპაჟის ევაკუაციის შემდეგ კრეისერი ჩაძირეს, "ვარიაგთან" ერთად ააფეთქეს და ძაძირეს კიდევ ორი რუსული სამხედრო ხომალდი.
image 1985 წლის 8 აგვისტოს იაპონელებმა შეძლეს რუსული კრეისერის ამოღება და 22 აგვისტოს გემი იაპონიის საიმპერატორო ფლოტის შემადგენლობაში მიიღეს, გემს ლამის მთელი იაპონიის გემთმშენებლები არემონტებდა, რემონტის შემდეგ სახელი შეუცვალეს და "სოია" დაარქვეს.
გემი იაპონელების მიერ გამოიყენებოდა, როგორც სასწავლო. იაპონიის იმპერატორის ბრძანებით, კრეისერის ყოფილი ეკიპაჟის საპატივცემლოს გემის ქიმზე დატოვეს ძველი სახელი "ვარიაგი".
პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი და იაპონია მოკავშირეები გახდნენ, 1916 წელს რუსეთმა იაპონელებისაგან ამოისყიდა "ვარიაგი", გემი გადაყვანილ იქნა ვლადივოსტოკში, მას დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და კრეისერი უკვე "ვარიაგის" სახელით ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში.
1917 წლის თებერვალში კრეისერი გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში სარემონტოდ, სადაც ბრიტანელებმა გემის კონფისკაცია მოახდინეს, რადგან "წითელმა რუსეთმა" უარი განაცხადა გადაეხადა რუსეთის იმპერიის ვალები. გემი ჯართად იქნა მიყიდული გერმანული ფირმისათვის. 1925 წელს მაშინ როცა "ვარიაგი" ბუქსირით გადაჰყავდათ გერმანიაში, კრეისერი ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა ირლანდიის ზღვაში. ასე დამთავრდა სამხედრო კრეისერის ცხოვრება.
image

0
216
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
216