x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508487
100 კილოანმა ქალმა საკუთარი ქმარი საჯდომით გაგუდა
image
ქალი, რომელიც ქმრისგან შეურაცხყოფა ვერ აიტანა, უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე.


გამოძიების თანახმად, გასული წლის ოქტომბერში წყვილმა ქალაქ ნოვოკუზნეცკიდან გადაწყვიტა დროის გასატარებლად ალკოჰოლის მიღება. რაღაც მომენტში ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი დაიწყო. კონფლიქტმა ისე აღაშფოთა 45 წლის ცოლი, რომ გადაწყვიტა ეს ამბავი ისე არ დაეტოვებინა.



როდესაც მამაკაცი საწოლზე დაწვა და დაიძინა, ქალმა ეს მომენტი გამოიყენა; მძინარე ქმარს თავზე დააჯდა და ფეხები მოუჭირა. როგორც 17 მაისს რუსეთის ფედერაციის კემეროვოს რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო დირექტორატის ვებგვერდზეა აღნიშნული - "ქალი საშუალოზე დაბალი სიმაღლით 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა, ქმარმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.

image


ჩადენილი საქციელის შემდეგ ცოლი შეეცადა მამაკაცის გონზე მოყვანას, რის შემდეგაც შიშისგან აყვირდა.


ხმის გაგონებაზე მეზობელი შემოვარდა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს მამაკაცის გარდაცვალება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, "დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზი გახდა სასუნთქი სისტემის ასფიქსია, რომელიც გამოწვეული იყო რბილი საგნის დაწოლით". ქალმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ მხოლოდ რჩეულის დაწყნარება სურდა.


როგორც გამოცემა Life იუწყება, განაჩენი საკმაოდ მსუბუქია.იგი დამნაშავედ ცნეს 109 (1) მუხლის თანახმად ("გაუფრთხილებლობით სიკვდილი") და მიუსაჯეს ერთი წლითა და ექვსი თვით გამოსასწორებელი სამუშაო, სახელმწიფოს მიერ მიღებული ხელფასიდან ხუთი პროცენტის დაქვითვით.


image


ასევე დაგაინტერესებთ


ბევერლი ჰილზის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დააკავა 30 წლის როკიმ პროუელი, რომელმაც ჩაიდინა მთელი რიგი ქურდობები ლოს- ანჯელესის მდიდრულ რაიონში. მამაკაცმა გამოიყენა რეალისტური სილიკონის ნიღაბი და პარიკი, რომელსაც წაბლისფერი ჰქონდა, რის გამოც ის თეთრკანიან ბიჭად გამოიყურებოდა. და ამ ხრიკმა საკმაოდ დიდხანს იმუშავა....


ელ სალვადორში გასულ კვირას დააკავეს ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ხოლო მის სახლში ჩხრეკის შემდეგ აღმოჩინეს კიდევ 10 ცხედარი. ყოფილი პოლიციელის სახლში, რომელიც გასულ კვირას ორი ქალის მკვლელობის გამო დააპატიმრეს, ჩხრეკის შედეგად კიდევ 10 სხვა გვამი აღმოაჩინეს, განაცხადა სან-სალვადორის პროკურორმ...


კანონიერი ქურდი გია გალსკი (გიორგი ზარანდია) პოლიციამ თურქეთის კურორტ ანტალიაში, საკუთარ ბინაში დააკავა. ამის შესახებ იტყობინება "პრაიმ კრაიმი". გამოცეემის ცნობით, მისი ყოფილი საყვარელი იულია ვოლკოვა, დუეტი "ტატუს" ყოფილი წევრი, დაქირავებული ჩეჩნების დახმარებით ცდილობდა ერთობლივი ბინი...


მკვლელ ანრე შეინენ ჯონსონის (Arne Cheyenne Johnson-) ის სასამართლო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უჩვეულო პროცესია. ერთ ერთ სხდომაზე დამნაშავემ წარმოთქვა ფრაზა ეშმაკმა მაიძულა ამის გაკეთება(Devil Made Me Do It"). ბრალდებულის ადვოკატმა სრულად დაუჭირა მხარი ამ ვერსიას. ჯონსონს "ეშმაკი გააცნო" მისი ...

0
432
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0