x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
აშშ-ს ძალიან უცნაური კანონები სექსის შესახებ

image

აშშ-ში უამრავი უნცაური კანონია სექსის შესახებ, უფრო გასაკვირი კი ის არის, რომ ამ კანონების დამრღვევებისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული სასჯელიც. აი რამდენიმე მათგანი:


1. მიჩიგანის შტატში აკრძალულია გასათხოვარი ქალის შეცდენა

ეს კანონი ჯერ კიდევ 1931 წლიდან მოქმედებს. დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, მამაკაცი შეიძლება დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ვადით ან ჯარიმით 2500 აშშ დოლარამდე. ვინაიდან ეს კანონი არაა ძალიან ზუსტი, იშვიათად იყენებენ.

image


2. დაქორწინება გარე დეიდაშვილ/ბიძაშვილებზე რთული საქმეა

გარე დეიდაშვილ/ბიძაშვილებზე დაქორწინების უფლება შტატზეა დამოკიდებული. ეს ქორწინება აკრძალულია 25 შტატში, ხოლო ნებადართულია 20 ში. დანარჩენ შტატებში სიტუაცია საკმაოდ რთულია. მაგალითად, იუტაში გარე ბიძაშვილებს/დეიდაშვილებს კანონიერად დაქორწინება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მინიმუმ 55 წლის არიან და დაუმტკიცებენ მსამართლეს, რომ შვილების ყოლა არ შეუძლიათ. აი 65 წლის შემდეგ კი უკვე მოსამართლის ნებართვაც აღარ სჭირდებათ.

image


3. ნიუ ჯერსის შტატში ჰედონ-ტაუშიპში ფლირტი კანონით ისჯება.

კანონის თანახმად, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს, თუკი ის უცხო, საპირისპირო სქესის პირთან მიდის და ჟესტებით ან სიტყვებით ცდილობს ნებართვის გარეშე მისი ყურადღების მიპყრობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს არასასურველი ქმედებების აღკვეთას, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, ოფიციალურად ის შეიძლება აღინიშნოს, როგორც უბრალო ფლირტის აკრძალვაც.

image


4. ტეხასში აკრძალულია 6-ზე მეტი ვიბრატორის ქონა

დიახ, ტეხასის შტატში ნებადართულია იარაღის ტარება, ხოლო 6-ზე მეტი8 “სათამაშოს" ქონა კი არა.

image


5. ნებრასკაში აკრძალულია იმ ადამიანზე დაქორწინება, რომელსაც სქესობრივი კავშირის შედეგად აქვს მიღებული დაავადებები.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მქონე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება დაქორწინდეს “, - ნათქვამია ნებრასკის კანონში. ამ კანონს ძალიან იშვიათად იყენებენ და მალე მასზე უარსაც იტყვიან. 2020 წლის იანვარში სენატორმა მეტ ჰანსენმა წარადგინა კანონპროექტი ამ დებულების სრულად გაუქმების შესახებ, რომ ადამიანებს შეეძლოთ შეუზღუდავად დაქორწინება, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

image


6. ჩრდილოეთ კაროლინაში წყვილს ეკრძალებათ ერთად ცხოვრება თუკი დაქორწინებულები არ არიან.

ჩრდილოეთ კაროლინა ერთ-ერთია იმ 5 შტატიდან, სადაც თანაცხოვრების კანონები არსებობს. “კანნის დამრღვევებს" ბრალი მეორე კლასის კანონდარღვევაში დაედებათ.

image


7. ბევრ შტატში იკრძალება ღალატი

მრავალი ქვეყანა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, აღარ განიხილავს ღალატს დანაშაულად. თუმცა ის მაინც განიხილება განქორწინების საფუძვლად. იგივე არ შეიძლება ითქვას ამერიკის თვრამეტი შტატისთვის, სადაც სექსუალური ქმედებები უკანონოა, თუ რომელიმე მონაწილე დაქორწინებულია. აიდაჰოში, მაგალითად, მოღალატეს 1000 დოლარამდე ჯარიმა ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

image


8. სამხრეთ კაროლინაში კანონით იკრძალება ხელის თხოვნა და შემდეგ მოტყუება.

თუკი გოგონას ხელი სთხოვეთ და მოატყუეთ, სამხრეთ კაროლინაში კანონით ისჯება და შესაძლოა ციხეშიც ამოყოთ თავი ერთ წლამდე ვადით.

image




0
656
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0