x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გამოვლინდა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული ქალაქები
image

წარმოუდგენელია, მაგრამ კანბერას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის 88, 6% მწვანეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართო ქსელით, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველგან შეგიძლიათ მოხვდეთ ავტომობილის გარეშე. ქალაქში ასევე ფუნქციონირებს მოგზაურთა სერვისი, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ჯგუფურად იმოგზაურონ და შეწყვიტონ ცალ-ცალკე წასვლა.


კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა ციურიხია (88.8%). შვეიცარიის ეს ქალაქი სამოთხეა ბაიკერებისათვის, ველოსიპედის ბილიკებით და მანქანებისგან თავისუფალი გზებით, რომლებიც ქალაქის ცენტრის გარშემო მდებარეობს.ფეხით გასეირნება ასევე შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისთვის, რადგან მისი მაცხოვრებლების უმეტესობა მანქანებს ზედმეტად მიიჩნევს.



სამეულს ასრულებს დენვერი. კოლორადოს ქალაქის ტრანსპორტის 82.7% ეკოლოგიურად სუფთაა, ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობით გადაადგილება შეუძლიაღ.




შედეგების შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა, პირველ ადგილს იკავებს. ქალაქი არამარტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესანიშნავ მომსახურებას, ის ენერგიის 48% -ს ეკოლოგიურად სუფთა წყაროებით იღებს, რა დროსაც დაბინძურების ინდექსი მხოლოდ 13, 89 ქულაა.

ქვეყნის დედაქალაქი დიდწილად ეყრდნობა მზის ენერგიას და ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურებს, ხოლო ასევე უზრუნველყოფს მისი მოსახლეობის 94% -ს ინტერნეტით.


მეორე ადგილზეა მადრიდი, რომელმაც მაღალი ეკოლოგიური მაჩვენებელი აჩვენა ენერგეტიკასა (77, 3%) და ტრანსპორტში (82%), სამეულს ასრულებს ბრისბენი, ავსტრალია. ზოგადად ავსტრალიის ქალაქები კარგად მუშაობენ, იყენებენ მზის ენერგიას და გამოემშვიდონენ უწინდელ ენერგეტიკულ ვარიანტებს.



პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:


imageრც შეეხება ყველაზე დაბინძურებული ქალაქები.რეიტინგს სათავეში მოექცა ქალაქი ჯედა(საუდის არაბეთი)


ანგარიშის მიხედვით ყველაზე ნაკლებად მდგრადი ქალაქია. ქალაქ მექას კარიბჭე განიცდის საწვავსა და გაზზე დიდ დამოკიდებულებას. სინამდვილეში, საუდის არაბეთის ეკონომიკის უმეტესი ნაწილი ფინანსდება წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რაც ზრდის ქვეყნის საბანკო ბალანსს, მაგრამ მნიშვნელოვნად აზიანებს ეკოლოგიურ გარემოს.

image

სხვა ქალაქი, რომელიც რეიტინგის მეორე "პრიზიორია" არის ნიუ დელი, ინდოეთის დედაქალაქი, სადაც უზარმაზარი მოსახლეობაა და ქაოსურად აშენებული ურბანული ადგილებია. ეკოლოგიურად სუფთა ადგილები აქ სანთლით საძებნია.


ყველაზე ცუდ სამეულს ასრულებს ამანი იორდანიაში. მისი მძლავრი ურბანიზაცია და წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულება მას გაცილებით მყიფეს ქმნის ეკოლოგიასთან მიმართებაში.


ყველაზე ბიძური ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:


image

0
416
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0