x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დედოფლისწყაროში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს მეცამეტე გარდაცვლილია დედოფლისწყაროში. ინფორმაციას დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ. რამდენიმე თვეა დედოფლისწყაროში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


როგორც დედოფლისწყაროს მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ სამრეკლოდანაა.


„1942 წელს დაბადებული მამაკაცია. მას მანამდეც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თან დაერთო კოვიდ ინფექციაც. 112-მა შეიყვანა ჩვენს საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, სათანადო მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა. დაწვრილებითი ინფორმაცია საავადმყოფოს ექნება, “ - აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.



შაბათს, კვირასა და ორშაბათს დედოფლისწყაროს მასშტაბით კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა აღირიცხა. საერთო ჯამში კოვიდ დადებითი ეს უკვე 913-ე შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 828.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში სულ 14 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. იზოლაციაშია 150 კონტაქტირებული პირი.

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0