x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რას მოუტანს ისრაელს მისივე მოქალაქე არაბების შევიწროება

image ომი ზოგადად საშინელებაა და არც ისრაელში მიმდინარე მოვლენებია ამ მხრივ გამონაკლისი.
იღუპებიან ადამიანები, რაკეტამ, ბომბმა, ნაღმმა თუ ჭურვმა არ იცის ადამიანების გარჩევა ასაკის მიხედვით.
ცნობილი ფაქტია, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა და მისი "გაპრავება" თავშივე უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ არის სხვა ფაქტორი რომელიც ღაზას სექტორში მცხოვრებ არაბებს აიძულებს ხელში იარაღი აიღოს.
თუ აკვირდებით ისრაელის ტერიტორია ყოველწლიურად იზრდება ანუ მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია არაბების მიმართ.
კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან ებრაელი ახალგაზრდების ჯგუფები მასიურად უსწორდებიან ისრაელის მოქალაქე არაბებს ისრაელის ქალაქებში, რაც როგორც ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა მიუღებელია.
ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და თუ ებრაელი ახალგაზრდების ჯგუფები დროულად არ აილაგმება ებრაული პოლიციის და სპეცსამსახურების მხრიდან, გამორიცხული არაა ისრაელის მოქალაქე არაბებმა ისრაელის ტერიტორიაზევე გააჩაღონ საბრძოლო მოქმედებები რაც ნამდვილად არაა სასურველი ისრაელისათვის.
მესმის როცა იღუპება შენი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი ან უბრალოდ თანამოძმე ტერორისტების მიერ ნასროლი რაკეტის დაცემისას "ცხელ გულზე" შეიძლება შურისძიების გრძნობამ გიბიძგოს გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი, მაგრამ გლობალურად ასეთი ქმედებები დამღუპველია.
სამხედრო დოქტრინა ამბობს: "არ შეეხო მშვიდობოან მოსახლეობას"!
აი როგორ უსწორდებიან ებრაელი ახალგაზრდები არაბებს.
აქ უკვე ებრაელი ძალოვნები ჩაერთნენ სიტუაციის განმუხტვაში, რაც მისასალმებელია.

+16

0
134
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
134