სისხლის სამართალი ამერიკაში დააკავეს შავკანიანი მძარცველი,რომელიც თავს თეთრკანიანად ასაღებდა 2021, 16 მაისი, 19:33
ბევერლი ჰილზის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დააკავა 30 წლის როკიმ პროუელი, რომელმაც ჩაიდინა მთელი რიგი ქურდობები ლოს- ანჯელესის მდიდრულ რაიონში. მამაკაცმა გამოიყენა რეალისტური სილიკონის ნიღაბი და პარიკი, რომელსაც წაბლისფერი ჰქონდა, რის გამოც ის თეთრკანიან ბიჭად გამოიყურებოდა. და ამ ხრიკმა საკმაოდ დიდხანს იმუშავა.
ბოლოს და ბოლოს, მდიდრულ გარეუბანში მომხდარი ძარცვების შემდეგ გამოძიებულმა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ კადრებში შეამჩნიეს, რომ ეჭვმიტანილს პირი ყოველთვის ღია ჰქონდა და მიხვდნენ, რომ მძარცველს ნიღაბი ეკეთა. პროუველი 2 მაისს დააკავეს საგზაო შემოწმების დროს. მის მანქანაში აღმოჩნდა ნიღაბი და სხვა საგნები, რომლებიც ძარცვებს უკავშირებოდა. პოლიციის ინფორმაციით, მის მანქანაზე სანომრე ნიშნებიც კი მოპარული ეყენა. მის სახლში ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს მოპარული საქონლის მთელი საწყობი - სავარაუდოდ, საქმე დიდი მასშტაბის ქურდობასთან აქვთ. ამჟამად ბევერლი ჰილზის გამომძიებლები თანამშრომლობენ ლოს-ანჟელესის დეპარტამენტის დეტექტივებსა და ნიუპორტ ბიჩის ხელისუფლებასთან, იმის დასადგენად, ახორციელებდა თუა არა დამნაშავე ამ ქალაქებში ძარცვას. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ პიროვნებამ ლოს-ანჯელესის მიდამოებში 30-ზე მეტი ქურდობა ჩაიდინა . მისი სასამართლო 25 მაისს გაიმართება. 445 4-ს მოსწონს
|