x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოვი მოვიფიქროთ იდეები!

image

ქართულ კინოში სრული კრიზისია, მიზეზი არც ფულია და არც მსახიობთა რესურსი, კრიზისი არსებითად შემოქმედებით გააზრებაშია. კინემატოგრაფია ჩემთვის არის იგივე ვიზუალური სოციოლოგია, მაღალი დონის რეჟისორი ფილმით სოციოლოგიური ესსეს გვთავაზობს მხოლოდ აუდიო ვიზუალური კონტენტით. ქართულ ფილმს ახსოვს დიდი "სოციოლოგიური ნაშრომები" "მონანიება" "ნატვრის ხე" "ცისფერი მთები ანუ ტიანშანი" და სხვები... თვით საბჭოური სენტიმენტებით გაჟღენთილი "ჭრიჭინაც" გადასარევ აუდიო- ვიზუალურ შინაარს გვთავაზობს, დღევანდელმა კინომ სწორედ ეს დაკარგა: საზოგადოების ასახვა და ეპოქის ინტერპრეტაცია. ჩვენი "რეჟისორები" სხვადასხვა ფესტივალებზე აქეთ იქეთ დაათრევენ სვანური ვენდეტის აბდაუბდას და ამ სიჩლუნგით ცდილობენ იაფფასიან შოკის ეფექტით შთაბეჭდილების მოხდენას. მეორე ჟანრია 90 -იანები და ქართული ჩიკაგოს წლების პრეზენტაცია, ესეც უბანძესი მარაზმი...ტხფუ!
ბოლო დროს არც ერთი საინტერესო ფილმი მახსენდება გამონაკლისი იყო "შემთხვევითი პაემნები" ძალიან კარგი ფილმი, მაგრამ მხოლოდ ერთი (!!!)
რახან ვთანხმდებით რომ კიმენატოგრაფია ეს არის განსაკუთრებული მეთოდის სოციოლოგია, ე.ი. ის უნდა პასუხობდეს პოსტმოდერნულ თემებს. ამიტომ ვეხმარები შემოქმედ ხალხს და ვთავაზობ იდეებს
1. 1. სექსუალური უმცირესობები . ვიცი არაპოპულარული თემაა, მაგრამ ხადავოია ევროპაში.
2. თანამედროვე ოჯახი და განქორწინებული ოჯახი და შვილის დრამა (ან კომედია)
3. რელიგიური მარაზმი (კულტი (უჟასწიკი რამე მაგალითად "ნარიმანი", ); "მამა ოხროხინე დღეს!"
4. ვირტუალური სიყვარული(ახალი You got the mail, უკვე ახალი კითხვებით და პრობლემებით იმიტომ რომ ვირტ ურთიერთობა შეიძლება კომედიად აქციო შეიძლება ჰორორად)
5. ჰარდკორ გეიმერი ___ ჩემპი ვირტ სამყაროში კვერცი რეალში, ან მეგობრები ვირტ სამყაროში მტრები რეალში და ა.შ. ეს თემები წამოწევს კითხვას რა არის რეალობა
6. ემიგრაცია (ახალი "ფესვები" გვჭირდება აშკარად სულ სხვა თემის და ჟანრის, )
7. ტრეფიკინგი ისევ ემიგრაციის თემა, ქალებზე ან კაცებზე შეგვიძლია ჰოსტელის მსგავსი დასაზაფრი დავდოთ,
8. სტუდენტობა საზღვარგარეთ და ჩაჯმული სამშობლო ( ანუ როცა ისეთი წარმატებული ხდები რომ შენი ქვეყნისთვის თავი აღარ გემეტება, დამეთანხმეთ საინტერესო თემაა, წამოწევს კითხვებს რა არის სამშობლო, ან სად არის სამშობლო)
9. ფემინიზმი, ქალთა უფლებებს შეიძლება უამრავი თემა მიეძღვნას, დაწყებული დრამიდან დასრულებული კომედიამდე.
10. ადრენალინ ჯანქი (კლაბერები ექსტრემალები, ავტომრბოლელები, მთასვლელები და ა.შ.)
რაღა დრო ზეზვა და ჯვებეა თქვე საცოდავებო?! კინემატოგრაფია ჩვენს ყოველდღიურობას უნდა აშუქებდეს მხოლოდ მომატებული ტაიმ-პეისით, ისე კაპიკია მისი ფასი, ამიტომ სპაიდერმენი უფრო დიდი კინოა ვიდრე თქვენი შუასაუკუნეობრივი ვენდეტოზავრები იმიტომ რომ თანამედროვე ახალგაზრდობის მასს კულტურაა.

2
55
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
55
  
2021, 16 მაისი, 12:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 მაისი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2