x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სალვადორში დააკავეს ექს-პოლიციელი,რომელსაც სახლში 10 გვამი აღმოუჩინეს
image

ელ სალვადორში გასულ კვირას დააკავეს ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ხოლო მის სახლში ჩხრეკის შემდეგ აღმოჩინეს კიდევ 10 ცხედარი.



ყოფილი პოლიციელის სახლში, რომელიც გასულ კვირას ორი ქალის მკვლელობის გამო დააპატიმრეს, ჩხრეკის შედეგად კიდევ 10 სხვა გვამი აღმოაჩინეს, განაცხადა სან-სალვადორის პროკურორმა. შედეგად იკვეთება მთლიანობაში 13 ადამიანის მკვლელობაამ .

image



51 წლის ყოფილი პოლიციელი გასულ კვირას დააკავეს ქალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის გამო. ამის შემდეგ გაჩხრიკეს მისი სახლი, აღმოსავლეთით ქალაქ ჩალჩუაპაში.

image

ჩხრეკის დროს სამართალდამცვებმა აღმოაჩინეს შვიდი ორმო, სადაც 10 ცხედარი იყო დამარხული, რომელთაგან ზოგი შესაძლოა ორი წლის წინ დაკრძალული. ყოფილი პოლიციელ უგო ოსორიო ჩავეზ ოსორიოს (Hugo Osorio Chávez Osorio)უკვე წარუდგინეს ბრალდება 57 წლის ქალისა და მისი 26 წლის ქალიშვილის მკვლელობაში.

ჩავეზ ოსორიო, რომელიც ადრე სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის იყო ბრალდებული, აღიარა ორივეს მკვლელობა.


image

საქმეზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორებმა გასცეს კიდევ დაპატიმრების ორდერი ცხრა სხვა ეჭვმიტანილზე, რომლებიც შესაძლოა 13 ადამიანის მკვლელობაში იყვნენ თანამონაწილეები, მათ შორის რვა ქალის მკვლელობაში.

პროკურატურის განცხადებით, მოკლულთა შორის სავარაუდოდ არიან 9, 7 და 2 წლის გოგონები.

2
212
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
2021, 16 მაისი, 12:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 მაისი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2