x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა ეშველება ამდენი გაუნათლებელი სნობი "ხელოვანის" ხელში ამ ქვეყანას????
image

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და სააგენტო იქსნიუსის დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის კატალიზატორი 1500 ლარად გაყიდა და იმ ფულით შვილიშვილს შეუძინა ძაღლი



"გენიალური" გადაწყვეტილება მიუღია ამ "ქალბატონს" !!!
აბა რა?!
მან მისი ავტომანქანიდან ამოღებული და 1500 ლარად გაყიდული სრული წვის კატალიზატორის ფასად სნობური ფობია მოიშორა და თანაც შვილიშვილიც გააბედნიერა იორკის ჯიშის ძაღლის ყიდვით !!!
სამაგიეროდ, ფეხზე ჰკიდია, თუ მისი უკატალიზატორო ავტომანქანის აყროლებული გამონაბოლქვი რამდენად დააზიანებს ეკოლოგიას და რამდენ ადამიანს დამართებს ლეიკემიას, ფილტვისა თუ სხვა რომელიმე ორგანოს კიბოს!!!
ამისგან უპირველს ყოვლისა, მისი ოჯახის წვერები - ვინც ამ ავტომანქანით სარგებლობს- ხვდებიან უმძიმესი სენით დაავადების რისკის ქვეშ!!!
ან ამ ძაღლების ყიდვა-გაყიდვა რა უბედურებაა??? ასაყვანი ლეკვების მეტი რა არის საქართველოში???
პ.ს.: რა ეშველება ამდენი გაუნათლებელი სნობი "ხელოვანის" ხელში ამ ქვეყანას????-წერს სოციალურ ქსელში მირიან ყარაულაშვილი.
image
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს:
"პატარა იორკი მყავს. დიდი თავგანწირვა შემძლებია – ელენეს ძალიან დიდ სურვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჩემი ინიციატივით შევიძინე ძაღლი. ძალიან პატარა იყო, 700 გრამს იწონიდა და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეხება, ბოლოს ხელშიც ავიყვანე და ამის ამსახველი ფოტო რომ გამოვაქვეყნე, მთელი საახლობლო შოკირებული მირეკავდა (იცინის). ნახევარი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა. ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა.
მთელი ცხოვრებაა ამ ფობიის მიზეზს ვიკვლევ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ალბათ, წინა ცხოვრებიდან მოდის, თორემ, ჩემთვის ძაღლს არასდროს უკბენია, არც უსიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია შემმთხვევია, რის შემდეგაც ეს შიში დამეწყო. არადა, მახსოვს, მოსკოვში კინაღამ დაძრულ ტროლეიბუსს ჩავუვარდი ბორბლებში, იმის გამო, რომ მე პატარა ძაღლი გამომიხტა ეზოდან. თუ ქუჩაში დიდი ძაღლი შემხვდებოდა, აუცილებლად მეორე მხარეს გადავიდოდი. ახლა უკვე შემიძლია თავი ხელში ავიყვანო და გვერდით მშვიდად გავუარო. ეს 50 წლის შემდეგ მოვახერხე."

image

ასევე იხილეთ


ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ათინოგენი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც მან ქალებს კაპასი უწოდა. საქართველოში ქალებმა რომ ღირსების დაცვა იციან და მათ რომ შეუძლიათ ერთგულება ისინი რომ წელისწყვეტით მიათრევენ კიდევ ამ ჭ...



ვაქცინაციის შემდეგ ტრაგიკულად დაღუპული 27 წლის მედდის-მეგი ბაქრაძის მცირეწლოვანმა შვილებმა სალიმ და საბამ წერილი დაუწერეს გარდაცვლილ დედას: "დედა ძალიან მომენატრე. მინდა, რომ ჩაგეხუტო დედა. დედა ბოდიში გუშინ რომ ვიტირე იმიტომ, რომ მომენატრე. დედა, მინდოდა გულში ჩამეკარი, მაგრამ ზეცაშ...



ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ვერიკო გოჯიაშვილი სოციალურ ქსელში ახლახანს გადატანილი კორონავირუსის შესახებ სოცილაურ ქსელში წერს. ერთი კვირაა, მინდა დავწერო ჩემი კოვიდური ისტორიის შესახებ და ვფიქრობ, დღეს მეყოფა ძალა, ბოლომდე ჩამოვაყალიბო ვინც არ ცნობთ ამ ვირუსს და არ აღიარებთ, თვლით, რომ ჩვეულებრივ...



"სასწაული ანდებში"-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკატასტროფა მსოფლიო ისტორიაში, რა დროსაც 1972 წლის 13 ოქტომბერს თვითმფრინავი, რომელიც მონტევიდეოდან სანტიაგოში მიფრინავდა, ანდის მთებში ჩამოვარდა. მის ბორტზე 45 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მაშველებმა მხოლოდ 72 დღის შემდეგ იპოვენეს, საბოლოოდ გადარჩა მხოლოდ 16, რომელთაც ავიაკ...

0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0