x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იაპონიაში 39 ადამიანი გარდაიცვლა "ფაიზერით" აცრის შემდეგ
image

იაპონიაში, სულ მცირე, 39 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/ BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ, თუმცა ვაქცინასა და სიკვდილის შემთხვევების ურთიერთკავშირი არ დადგინდა, ამის შესახებ იუწყება იაპონური გამოცემა Yomiuri ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტორს მონაცემებზე დაყრდნობით.


გარდაცვლილებს შორის ასაკი 20-დან 90 წლამდე მერყეობს. ჯანდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დღეისთვის ასეთი ინციდენტების არსებობა მედიკამენტის ხარისხის უნდობლობაზე სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევს.


დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ამ ვაქცინით აცრის შემდეგ აღინიშნა მწვავე ალერგიული რეაქციების 107 შემთხვევა, რომლის ფატალური შემთხვევა 0 იყო.ყველა შემთხვევაში მათი ნეიტრალიზება მედიკამენტების საშუალებით მოხერხდა. როგორც აღინიშნა, მეორე დოზის შემდეგ, ვაქცინირებულთა დაახლოებით 30 პროცენტს ტემპერატურის დროებითი მატება ჰქონდა.



დღეისათვის იაპონიაში გამოიყენება ძირითადად Pfizer ვაქცინა, რომელიც, ექსპერტების აზრით, ეფექტურია ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსული ინფექციის რვავე შტამის წინააღმდეგ.მთლიანად ბოლო მონაცემებით იაპონიაში აიცრა 5, 59 მილიონი ადამიანი, აქედან ორივე დოზა მიიღო 1, 57-მა მილიონმა მოქალაქემ, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1, 2%-ია.


პარალელურად იაპონელ ექიმთა პროკავშირმა მოსთხოვა ქვეყნის მთავრობას გაუქმდეს ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეპიდემიის რთული ვითარების გამო. ამის შესახებ პარასკევს, 14 მაისს NHK სატელევიზიო არხმა განაცხადა.

ექიმთა კავშირის ოფიციალური მოთხოვნები უკვე გადაეცა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები წერენ, რომ მაშინაც კი, თუ ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ათიათასობით სპორტსმენი და მათი თანმხლები პირები ჩამოვლენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის პანდემიით გამოწვეულ უსაფრთხოებას.



.

2
345
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
345
  
2021, 15 მაისი, 21:46
ძალიან კარგი,,რაც მეტი უკეთესი,მალე გამოვალთ ამ ჯოჯოხეთიდან
2021, 15 მაისი, 21:35
ბებოს გავუკეთეთ და მშვენივრადაა, აღარც ვირუსი ეკარება.
0 1 2