x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
შევადაროთ ქართული და ამერიკული საზოგადოება სერიალ დედვუდის მიხედვით

image

აღმოვაჩინე სერიალი დედვუდი, რომელიც ჩემი აზრით გახლავთ არა უბრალოდ ტვ-შოუ, არამედ რეალითი შოუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელ ხალხზე. ფილმში მოვლენები ვითარდება 70 იან წლებში სამხრეთ დაკოტას შტატში, იქამდე სანამ დაკოტა მოახდენდა დედვუდის ტერიტორიის ანექსიას. ტერიტორია სავსეა ოქროს საბადოებით და პატარა დასახლება თვეების განმავლობაში იქცევა ქალაქად(!!!), ეს ყველაფერი წარმოდგენილია არა ვესტერნის კლასიკურ სტილში სადაც იარაღის სწრაფ სროლასა და ბოროტ და კეთილ ბიძიებს შორის დაპირისპირება ოქროს გამო მიმდინარეობს. ოქრო საერთოდ არაფერ შუაშია, ოქრო მხოლოდ ხსნის რატომ მატულობს დასახლეობაში მოსახლეობა, ანუ იმიტომ რომ დასაქმების პერსპექტივაა და არა იმიტომ რომ ყველა ოქროს იშოვის. ამ ვიზუალურ სოციოლოგიის ტილოში ჩანს, რატომ გახდა ამერიკა წარმატებული, ხოლო ერი რომელსაც 3 ათასი წლის ისტორიაა აქვს და დაიტრაბახებს ამერიკის ასაკის მუხა მაქვს ეზოშიო, სინამდვილეში მაჩანჩალა, სხვისი მოგონილის მომხმარებელი, ყველასგან მიჩმორებული, ეხლა უკვე ბოშად ქცეული ერია.
მოდი გამოვყოთ ის თვისებები რომელიც ამერიკულ სოფელს აქვს ხოლო ჩვენსას არასდროს ჰქონია.
1. ყოველი მოსახლე ერთმანეთს ეხმარება რაციონალურ მოგება-წაგების მიზეზით და არა ტრადიციის სიწმინდის, ან ავტორიტეტის დაგროვების გამო. ანუ აშშ-ს მოქალაქეებისთვის კულტურულ კაპიტალს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და იზომება მატერიალური ანგარიშით, მაშინ როცა ჩვენთან კულტურული კაპიტალი იზომება პატივისცემით რომელიც არ არის მოწყვლადი დაანგარიშებად რესურსში (ანუ კაცური კაცი შეიძლება იყოს უქონელი);
2. აბსოლუტურად ყველა მოსახლე ცდილობს ჩაებას კონკურენციის და ვაჭრობის ციკლში, ან აქვს მეორე ალტერნატივა, როგორც იქცეს დაქირავებულ მუშა ხელად, მაშინ როცა ჩვენს სოფელში ყველა ცდილობს უბრალოდ სამეზობლო თემში თავის დამკვიდრებას და არასდროს უცდია თემთან ვაჭრობა იმ ნედლეულის რომელიც მოთხოვნადია. თემის მეურნეობაში მონაწილეობა გულისხმობს უფრო ნატურალურ მეურნეობას და იგივე საქონლის და პროდუქციის წარმოებას რასაც თემის აბსოლუტური უმრავლესობა აწარმოებს;
3. ამერიკული თემის ყოველი წევრი ცდილობს პროფილურ სპეციალიზაციას, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის დაკავებას ან დაკავებულის კონკურირებას, ასე ამდაგავარად ამერიკულ თემში, ერთმენეთს კონკურენციას უწევს რამოდენიმე სალონი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტარიფები აზარტული თამაშების, ბორდელის სერვისის შეთავაზების. დაკავებულ ნიშას კი შედარებით ნაკლებად შეძლებული თემის წევრები თავს არიდებენ და იკავებენ სხვადასხვა სერვისის სფეროებს, მათ შორის ტრანსპორტირების, რკინეულობის მაღაზიის და ასე შემდეგ/რა ხდება ქართულ სოფელში? არავითარი სპეციალიზაცია ყველა ფლობს ზოგად კომპეტენციას, ანუ გლეხმა იცის მოსავლის მოყვანაც, ნადირობაც, ხის გათლაც, ქვის გათლაც, სახლის შენებაც, ყველაფერი ისიც იმიტომ რომ გამოადგეს სამეზობლო თემს და ამდაგავარად დააგროვოს კულტურული კაპიტალი რომელსაც სხვაგავარად შეიძლება უწოდოთ სანდოობაც ან ავტორიტეტი;
4. ამერიკული თემში მიმართვის კულტურა მისტერ და მისიზ, აძლევს ამ უკანასკნელს ფორმალურ ხასიათს, აქედან გამომდინარე თავად მიმართვა არ უშვებს ფამილიარობის იმ დონეს რომელიც საქმეში ზარალს, არაკომპეტენტურობას ან გულრგილობას ხათრის გამო პარტნიორობას ძალაში დატოვებს/ ქართულ თემში ბოტონო და ქალბატონო მიმართვა უკიდურესად ხანმოკლე, ან ზედაპირული, ან ფორმალური ურთიერთობების დროს გამოიყენება, საკმარისია მცირედი სანდოობა რომ ურთიერთობა გადადის "შენობით" მიმართვის ფორმაში, მოცემული ფამილიარობა კი ბევრ წარუმატებლობას აძლევს გამართლების საშუალებას ("რა მოხდა მერე რა გაატრაკე საქმე?!");
5. ამერიკული თემი ორიენტირებული ურთიერთობათა ფორმალიზაციაზე, ყველა შეთანხმება, თუ დავა წყდება კანონის მიხედვით, მაშინაც კი როცა დედვუდის მოსახლეობა ვერ სარგებლობს ოფიციალური კანონით, იმიტომ რომ არც ერთ შტატს არ წარმოადგენს, ამის მიუხედავად ყველა შეთანხმებას ახლავს კანონის მოთხოვნის შესაბამისი ატრიბუტები, როგორიცაა, დოკუმენტაცია, მოწმე, ხელმოწერა/ქართული თემი ორიენტირებული ტრადიციის სიწმინდეზე, შეთანხმება ძალაშია არაფორმალური მაიძულებელი მექანიზმებით როგორიცაა სინდისი და კაცური კაცის სახელი;
6. ამერიკული თემი ორიენტირებულია მართვის ინსტიტუციონალიზაციაზე და არ ენდობა ისეთ მარეგულირებელს როგორიცაა ტრადიცია, ასე ამდაგვარად რამოდენიმე თვიან სოფელს გაუჩნდა არაფორმალური ინსტიტუციები (ფორმალურს ვერ აყალიბებდნენ რადგან მაშინ აშშ-ს მიერ აღქმულ იქნებოდნენ როგორც მეამბოხენი, რომელსაც თავისი მმართველობა აქვს) და შექმნეს ისეთი ინსტიტუციები როგორიცაა:ქალაქის მერი, შერიფი, პრესსა, სახანძრო სამსახური, სანიტარული სამსახური/ქართული სოფელის საუკეთესო შემთხვევაში გვაქვს სოფლის ყრილობა, ვინმე ავტორიტეტი დაუშვათ ციციკორე; ხოლო ყველაზე გავრცელებული შემთხვევა თვითრეგულაცია ტრადიციის შინაარსის მიხედვით;
7. გამომდინარე იქედან რომ საზოგადოების მართვასა და თვითრეგულირებას აქვს უკიდურესად ფორმალიზებული ხასიათი, ამერიკულ თემში სულელი, არაპრაქტიკული, ლუპმენი ადამიანი განწირულია თემის პერიფერიაზე არსებობისთვის, მისი სიცოცხლე მუდმივ საფრთხეშია, ხოლო მომავალი გაურკვეველი, რაც ქმნის საზოგადოების პერიფერიაზე უკონტროლო კრიმინალის დაგროვების პირობებს, რადგან ასეთი ადამიანი ოჯახსაც ვერ ქმნის/ქართულ თემში რახან შეჯიბრებითობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ყველაფერს არეგულირებს ტრადიციის ჰარმონია, გონებრივად სუსტი, არაპრაქტიკული ლუპმენი დაცულია ძალადობისგან, ის წარმოადგენს თემის წევს, მისი არაპრაქტიკულობაც, ნაკლებად შემოწმებადია, რადგან ქართული თემი შრომის დანაწილებას მრავალფეროვანი როლებით არ უზრუნველყოფს, შედეგად, სულელი ადამიანი არ იქცევა კრიმინალად და საშიშ ელემენტად და მას აქვს ოჯახის შექმნის პირობებიც, რომელიც გარანტირებულია ტრადიცის შინაარსით;
8.ამერიკული თემი რელიგიურობის მიუხედავად, ღვთისმსახურების საკრალური ნაწილი არ ქმნის ირაციონალურ სტიმულებს, იმიტომ რომ აშშ-ს მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტანტულია და თუ გავიხსენებთ მაქს ვებერის კლასიკურ ნაშრომს, თავად რელიგიაც ხელს უწყობს კაპიტალიზმის განვითარებას, რადგან პროტესტანტიზმში არც სიმდიდრეა დაგმობილი, რადგან სწორედ სიმდიდრე გახლავთ მტკიცებულება, რომ ღმერთი გწყალობს და არც რელიგიური რიტუალები მოიცავს დროის ფუჭ ხარჯვას, რადგან პროტესტანტიზმმა, მხოლოდ ზიარება და ნათლობა დატოვა აუცილებელ საიდუმლოდ და ზიარების მისაღებად არ აქვს გართულებული წინაპირობები როგორიცაა მარხვა, ამიტომ მღვდელმსახური სასრაფო წესით უზრუნველყოფს მრევლის ფსიქოლოგიურ მომსახურებას აღსარების შემთხვევაში/ ქართული თემის რელიგიური მრწამსი მართმადიდებლობა კი მტკიცედ არის შერწმული ბატონყობის წყობასთან და თავად წარმოადგენს ფეოდალს, ამიტომ თრგუნავს საჯარო ინიციატივას და ტრადიციული წყობის კრიტიკას. მართმადიდებლური რელიგია აჯაჭვებს თემს მიწათსარგებლობაზე, რადგან თავადაც მიწათმფლობელია და სხვა სავაჭრო საწარმოო ინიციატივებს არც ფლობს და არც სხვას აკარებს.
0
79
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0