x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ცნობილი ადამიანების მავნე და უცნაური ჩვევები, რომლებიც კადრში ხშირად მოხვედრილა

ცნობილი ადამიანები უნაკლოები სულაც არ არიან, მათ ყოველ დღე უამრავი პაპარაცი დასდევს, ამიტომაც ხანდახან უსიამოვნო კადრებსაც იჭერენ ხოლმე და ყველას ატყობინებენ მათი ცუდი თუ კარგი ჩვევების შესახებ:


1. მესი

საფეხბურთო მატჩების დროს, ლეო მესი ჩვეულებრივ იმდენადაა გატაცებული თამაშით, რომ საერთოდ ავიწყდება, რომ მას ათობით ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და მილიონობით მაყურებელი მისდევს. ზოგიერთ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ფეხბურთელი გარკვეულ ადგილს მუდამ იფხანს და ხელს იჭერს. ცნობისთვის, იგივე მავნე ჩვევა აქვს კრიშტიანუ რონალდუსაც.

image


2. დევიდ ბეკჰემი

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იდეალურ დევიდ ბეკჰემს მავნე ჩვევები არ აქვს, მაგრამ პაპარაცებს ის ხშირად გამოუჭერიათ ფრჩხილების კვნეტის დროს.

image


3. რობერტ პატინსონი

ერთ დროს მილიონობით თინეიჯერის კუმირს უამრავი მავნე ჩვევა აქვს. მაგალითად, მსახიობს არაერთხელ უღიარებია, რომ არ უყვარს დაბანა და ხანდახან თვითონაც ცუდად ხდება იმდენად ცუდი სუნი ასდის. ფოტოგრაფებს კი არაერთხელ გადაუღიათ პატინსონი დაუბანელი თავით.

image


4. კამერონ დიასი

მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ უკვე 20 წელზე მეტია დეოდორანტს არ მოიხმარს. მართალია მეგობრებიც და კოლეგებიც ხშირად ახსენებენ კამერონს რომ ცუდი სუნი ასდის, მაგრამ როგორც ჩანს დიასს ეს სულაც არ ანაღვლებს.

image


5. ადამ სენდლერი

მსახიობი 52 წლისაა და ბავშივით იქცევა. უყვარ კოლეგების და მეგობრობის გამასხარავება, სულელურად იქცევა და მუდამ ცხვირში იქექება.

image


6. მიკი რურკი

მართალია მსახიობმა შეძლო ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა, თუმცა ალკოჰოლს მაინც ვერ შეეშვა. რურკს ბევრჯერ უთქვამს, რომ მის ოჯახში 3 თაობის წარმომადგენელი სწორედ ალკოჰოლის გამო გარდაიცვალა და თავსაც ვერაფერს უხერხებს.

image


7. კირა ნაიტლი

მსახიობი ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს, თუმცა სიგარეტზე თავის დანებებას მაინც ვერ ახერხებს.

image




1
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
328
  
2021, 16 მაისი, 1:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1