x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ინდოელი მსახიობი უკანასკნელ პოსტში შველას ითხოვდა,სანამ კორონავირუსი მოკლავდა
image

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. საავადმყოფოები გადატვირთულია, ჟანგბადი მწირია და დაინფიცირებულები იღუპებიან დახმარების მოლოდინში. მათ შორის იყო პოპულარული ბლოგერი და მსახიობი რაჰულ ვოჰრა.


35 წლის რაჰულ ვოჰრა კორონავირუსით გარდაიცვალა ნიუ დელის საავადმყოფოში ყოფნისას, სადაც იგი მაისის დასაწყისში დააწვინეს. გარდაცვალებამდე მსახიობმა ფეისბუქზე რამდენიმე პოსტი დაწერა, სადაც სამედიცინო მომსახურებას უჩიოდა. ახალგაზრდა კაცმა უიმედობის გამო გადაწყვიტა პოსტის გამოქვეყნება.


"ეს [ჟანგბადი] ახლა ძალიან ღირებულია. ამის გარეშე პაციენტებს თავბრუ ეხვევათ და იტანჯებიან. ვცდილობ დავუძახო სანიტრებს, მაგრამ არავინ მოდის. ისინი მოდიან ერთ საათში ან უფრო გვიან. როგორღაც მათ გარეშე, თავად უნდა გაუმკლავდე". -რაჰულ ვოჰრა.



ბოლო პოსტში მან დაწერა, რომ მას შესაძლებელი იყო მისი გადარჩენა, თუ დროულად მიიღებდა სათანადო დახმარებას და მონიშნა ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის გვერდი.

"მე გადავრჩებოდი, თუ კარგ მკურნალობას მივიღებდი-სახელი რაჰულ ვოჰრა, ასაკი 35 წელი"

imageმსახიობის გარდაცვალების შესახებ პოსტი მისმა მეუღლემ ჯოდი ტივარიმ გაავრცელა ინსტაგრამზე

image

"ჩემმა რაჰულმა დაგვტოვა, ეს ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცის როგორ დაგვტოვა”, - დაწერა მან და თან ვიდეო დაურთო საავადმყოფოს პალატიდან, სადაც ის ჟანგბადის ნიღბით წევს.


ფეისბუქზე გაზიარებულია ვიდეორგოლი, სადაც რაჰულ ვოჰრა თამაშობს.


1
460
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
2021, 16 მაისი, 1:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1