x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
5 საინტერესო ფაქტი ძაღლებზე და მათ დამოკიდებულებაზე ადამიანების მიმართ- ყველაზე ჭკვიანი ძაღლების ათეული

image

ეს არსებები მართლაც რომ ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ხომ პატრონი უანგაროდ უყვართ, მაშინაც კი თუკი მათ ტოვებენ...


1. ბუნებაში არ არსებობს “ზედმეტად აგრესიული" ძაღლის ჯიში

გარკვეულწილად ფილმების “წყალობით", ძარლის ზოგიერთმა ჯიშმა ზედმეტად აგრესიულის სტატუსი მოიპოვა. ამიტომაც ამტკიცებს ბევრი, რომ მაგალითად როტვეილერს აგრესია გენებში აქვს. კორდოვას უნივერსიტეტმა ამ ფაქტის შესახებ კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ძაღლის არც ერთი ჯიში არაა აგრესიული დაბადებიდან, ყველაფერი კი მის პატრონზეა დამოკიდებული. აგრესიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ყურადღების, გაწვრთნის ნაკლებობა და აგრესია და შეურაცხყოფა პატრონისგან. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში სხვებზე უფრო დომინანტია, მაგრამ მკვლევარების თქმით, ამ ფაქტორს ადამიანის ფაქტორზე მინიმალური გავლენა აქვს საერთო ქცევაზე.

image

2. ძაღლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სხვა ჯიშის ძაღლების მოახლოება.

ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია დავადგინოთ ძაღლების ჯიში მათი გარეგნობის მიხედვით: იქნება ეს მოპსი თუ დობერმანი. ძაღლს, რა თქმა უნდა, შეუძლია განასხვაოს სხვა ძაღლი და მისი პატრონი, მაგრამ მათი აღქმა მათთვის მაინც განსხვავებულია. კვლევებმა აჩვენა, რომ ძარლები ცხოველებს ორ განსხვავებულ სიბრტყეში ხედავენ. ერთის მხრივ ერთ სიბრტყეზე ხედავენ მხოლოდ ძარლებს, მეორე მხრივ კი სხვა დანარჩენ ცხოველებს.

image

3. ძაღლის ინტელექტი 2 წლის ბავშვის ინტელექტს უდრის

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ აქვთ თუ არა ძაღლებს ტვინი როდესაც მაგალითად თავიანთ კუდებს დასდევენ, ან ჩრდილს ან სხვა სასაცილო და სულელურ რამეს აკეთებენ. იახ, მათ რა თქმა უნდა აქვთ ინტელექტი. საშუალო სტატისტიკურად ძაღლის ინტელექტი 2 წლის ბავშვისას ჰგავს, თუმცა რა თქმა უნდა ზოგიერთი ძაღლის ჯიში უფრო ჭკვიანია ვიდრე სხვები. საშუალოდ ძაღლს შეუძლია 165 სიტყვის გარჩევა, ხუთამდე დათვლა, ზოგიც თავისი ინტელექტით ადამიანს ძალიან აკვირვებს. ცხნობილა, რომ “ჭკვიან" ძაღლს 250 სიტყვის სწავლა შეუძლია.
საინტერესო ფაქტი: ძაღლის ყველაზე ჭვვიან ჯიშად ბორდერ-კოლი ითვლება. მეორე ადგილას პუდელია, მესამეზე გერმანული ნაგაზი, მეოთხეზე ოქროსფერი რეტრივერი, მეხუთეზე დობერმანი, მექვსეზე შოტლანდიური ნაგაზი ( შელტი), მეშვიდეზე ლაბრადორი, მერვეზე პაპილონი, მეცხრეზე როტვეილერი, მეათეზე კი ავსტალიური მეცხვარე ძაღლი.

image

4. ძაღლებს შეუძლიათ ადამიანების ემოციის განსაზღვრა.

როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ მის ძაღს შეუძლია მიხვდეს თუ როდის გრძნობს ის თავს ცუდად, ხშირ შემთხვევაში მართალია ხოლმე. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ განასხვაონ ადამიანის სახის გამომეტყველებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ემოციები.. ძაღლი ერთადერთი არსებაა ადამიანის გარდა რომელსაც შეუძლია ემოციები განასხვაოს ერთმანეთისგან.

image

5. ზოეგიერთ ძაღლს პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია იყნოსოს სიმსივნე.

ყველამ იცის, რომ ძაღლებს აქვთ განსაკუთრებული ყნოსვა. კვლევების თანახმად, ზოგიერთს შეუძლია შარდის ნიმუშებიდან ამოიცნოს დაავადების სუნი თუკი გაწვრთნილია, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის სუნი. ეს შედეგები თითქმის უდრის ბიოფსიით მიღებულ შედეგებს, ამჟამინდელი ტესტის მეთოდს. ძაღლებმა 88.2% ით შეძლეს სწორად განესხვავებინათ სიმსივნე და სხვა დაავადება. მსგავსი შედეგები აჩვენეს პროსტატის სიმსივნის შემთხვევაშიც. ზოგიერთი ძაღლი 30 წამიდან 45 წუთით ადრე ყნოსვით ხვდება ეპილეფსიური შეტევის მოახლოებასაც.

image


0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0