x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შეიხ ალ-კარნი: "მეუღლესთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება  5 წუთში მოგვარდეს!"

image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ქალი და მამაკაცი განსხვავებულად უყურებენ მსოფლიოს და ასევე, სრულიად სხვაგვარად ხედავენ თავიანთ ურთიერთობებს. ზოგჯერ ეს შეხედულებები ერთმანეთთან იმდენად შეუთავსებელია, რომ ურთიერთობაში უთანხმოება და ჩხუბი თავს სულ უფრო ხშირად იჩენს. ცნობილმა მუსლიმმა მქადაგებელმა და მწერალმა აიდ ალ-კარნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხველს ოჯახური ბედნიერების საიდუმლო გაუზიარა, კერძოდ კი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები ოჯახური თანაცხოვრების დროს. ამისთვის 5 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ, და შეძლებთ არა მხოლოდ ერთმანეთისადმი პატივისცემის შენარჩუნებას, არამედ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებას.


image


"მეუღლესთან უთანხმოების შემთხვევაში, არ შეიძლება ხმის აწევა, მისი დაშინება ან იმის თქმა, რომ ის ცდება. ნებისმიერ ქალს სჭირდება საკუთარი სათქმელის ბოლომდე გადმოცემა - ასე რომ მიეცით მას ამის საშაულება, ოღონდ ამ დროს თავს კომპიუტერსა ან ტელევიზორში ნუ ჩარგავთ.


ყველაზე საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როგორც კაცს არის ის - რომ ცოლს დანებდეთ. დახარეთ თავი და უსმინეთ მოთმინებით. რაც მთავარია - ჩუმად იყავით, იმისდა მიუხედავად მართალი ხართ თუ არა.



უთხარით, რომ ის აბსოლუტურად მართალია და რომ ინანიებთ ყოვლისშემძლის წინაშე. დაჰპირდით, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდება. უთხარით, რომ მას პატიებას სთხოვთ, რომ შეცდით ისე რომ თავადაც ვერ მიხვდით, და რომ ამას ძალიან ნანობთ...



ქალი ყოველთვის ემოციურია, მას გრძნობები მართავს, და როგორც წესი, ის კაცზე უფრო კეთილი, გულთბილი და მოწყალეა. ქალი ზრუნავს ავადმყოფებსა და ახლობლებზე, როდესაც თავადაც ავადაა. ის თვეების განმავლობაში საკუთარ პატარას მუცლით ატარებს, კვებავს მას, გულზე მჭირდოდ მიხუტებულს. ის თავის მეუღლეს სულიერ სითბოს ჩუქნის. ზრუნავს და უვლის მას. ამიტომ, თქვენი მეუღლის წინაშე დათმეთ პოზიციები და მასთან კამათს ნურასდროს ეცდებით!"






0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345