x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
სროლები საჯარო სკოლაში - 11 დაღუპული და 14 დაჭრილი მერვეკლასელი მოსწავლე

image


11 მაისის დილით, რუსეთის ქალაქ ყაზანის 175-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი თავდამხსმელი 19 წლის ახალგაზრდაა. წინასწარი მონაცემებით, იგი ამ სკოლაში რამდენიმე წლის წინ სწავლობდა. თავდასხმის შემდეგ, მან დამალვა სცადა, მაგრამ დაიჭირეს. ბოროტმოქმედის სახელია ილნაზ გალიავიევი. მას იარაღი ლეგალურად ეკუთვნოდა, რადგან ლიცენზია მიიღო აპრილის ბოლოს, სკოლის დამთავრებიდან სულ რამდენიმე დღეში. გაავრცელა ინფორმაცია, რომ იყო მეორე თავდამხსმელიც.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სროლა მოხდა, შემოღებული იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. დაღუპულია 11 მოსწავლე და დაშავებულია 14. დაშავებულთა შორისაა ერთი მასწავლებელი.

ზოგადად, სკოლებში თავდასხმების მიზეზი ის აგრესიაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებში გროვდება სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს არ არის არც პირველი შემთხვევა და არც ალბათ უკანასკნელი მსოფლიოში. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ საკითხს, თუ რატომ და საიდან გროვდება მოსწავლეებში ამდენი აგრესია და როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტრაგედიების პრევენცია. ამ დროს ხომ უდანაშაულო ბავშვები იღუპებიან?

3
111
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
111
  
2021, 16 მაისი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 14 მაისი, 0:30
რას გაუგებ რუსების საინფორმაციოებს? როგორც უნდათ , ისეთ კვალიფიკაციას მისცემენ...
2021, 12 მაისი, 16:04
ისლამისტური რადიკალური ორგანიზაციის წევრი აღმოჩნდა, ბრალდება გადაკვალიფიცირდა უკვე ტერორიზმის მუხლით.
0 1 3