x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ძალიან უცნაური და სასაცილო საგზაო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

უცნაური და სასაცილო საგზაო წესები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მათ მომგონი აშკარად არ იყო ადეკვატური:

image

საფრანგეთი- ალკოტესტი

ვენახების ქვეყანაში ძალიან სერიოზულად უდგებიან მძღოლების სიფხიზლის კონტროლს. ყოველი მძღოლი ვალდებულია მანქანაში საკუთარი ალკოტესტი ჰქონდეს. მისი არქონის შემთხვევასი კი ჯარიმაა 11 ევროს ოდენობით. ბარიდან ან რესტორნიდან გამოსვლისას ყველას შეუძლია ტესტი ჩაიტაროს და თუკი 0.5 პრომილზე მეტი ალკოჰოლი აღმოუჩნდება, ვალდებულია სხვა სატრანსპორტო საშუალება ნახოს. იგივე წესი მოქმედებს მოტოციკლებზეც.

image


არაბთა გაერთიანებული საემიროები- აქლემები

აქ აქლემების პატრონებს სრული უფლება აქვთ მაგისტრალზე იარონ მანქანებთან ერთა. მეტიც, მანქანის მძღოლები ვალებულნი არიან, რომ აქლემების პატრონებს დაუთმონ გზა.

image


იაპონია- მგზავრსაც აქვს პასუხისმგებლობა

იაპონიაში ფხიზელი მგზავრი პასუხისმგებელია მთვრალ მძღოლზე.. იაპონელები სანამ სხვასთან ჩაჯდებიან მანქანაში, რწმუნდებიან მძღოლის სიფხიზლეში. ასევე, მძღოლი დაჯარიმდება მასინაც, თუკი შემთხვევით ქუჩასი გამვლელეს წყალი შეასხა.

image


ფინეთი- რადიოს საკომისიო

ტაქსის მძღოლს არ აქვს უფლება კლიენტებს რადიო ჩაურთოს, თუკი მასზე გადასახადი არ ექნება დაფარული, წელიწადში კი ეს გადასახადი 30 ევროს შეადგენს. მუსიკა მანქანაში კომფორტად ითვლება, ამიტომაცაა რომ ფინეთის ეკონომტაქსებში მუსიკის ხმას საერთოდ ვერ გაიგებთ.


იტალია- გზა ყველასთვის არ არის

ალბათ, საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე დამაბნეველი სისტემაა გავრცელებული იტალიაში. ადგილობრივი ZTL (შეზღუდული საგზაო მოძრაობის ზონა) კანონი, თეორიულად, არის საერთო ნიშანი, სადაც არ შეიძლება მგზავრობა. სინამდვილეში, ეს არის მუდმივად განახლებული კანონი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ქუჩასა და ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვის შესახებ, რომელსაც ავტომობილების მძღოლები უნდა დაემორჩილონ. მაგალითად, იტალიაში არის ადგილები, სადაც მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დაშვებული ამ გზაზე გასასვლელად, მათი სია კი უცნობია, ამიტომაც მოსახლეობა მაინც ჯარიმის რისკის ქვეშ დადის ყველა ვარიანტში. ჯარიმა კი 50-100 ევროა. უმჯობესია უბრალოდ მოერიდოთ ისტორიულ ცენტრში მანქანით სიარულს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა რომი, ფლორენცია და მილანი.

image

მექსიკა- გაპარსვა და მაკიაჟი

დიახ, მექსიკაში მძღოლებს კანონით აკრძალული აქვთ საწესთან გაპარსვა ან მაკიაჟის წასმა.


საუდის არაბეთი- ქალებისთვის გზა არ არის

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს ეკრძალებათ ავტომობილის მართვა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შეზღუდვა მკაცრ პატრიარქალურ სახელმწიფოში, რომელიც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესებს. ქვეყანას აქვს წმინდა ქალაქი მექა, რომლის მონახულება მხოლოდ მაჰმადიანს შეუძლია, ისევე როგორც ერ-რიატის უმსხვილეს ავტომაგისტრალზე გავლა.


აშშ- ბიკინი და გორილა

ქალს კენტუკის შტატში აქვს უფლება მართოს მანქანა მხოლოდ ბიკინიშიუ გამოწყობილს თუ მანქანაში იარაღი უდევს თავის დასაცავად და თუ პოლიციელები მიჰყვებიან მანქანაით უკან დასაცავად.
მასაჩუსეტში შინაური გორილების მოყვარულთათვის ცალკე კანონი არსებობს. თუკი გორილა გყავთ, მაშინ მგზავრობის დროს ის აუცილებლად მგზავრის სავარძელზე უნდა იყოს და ღვედი უნდა ეკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში წერენ რამდენიმე ასეული დოლარის ჯარიმას, ან გორილა თავშესაფარში მიჰყავთ.
რაც შეეხება ალაბამას, მძღოლს აკრძალული აქვს მანქანის მართვა თუკი თვალებზე ნაჭერი აქვს აფარებული. რატომ? არავინ იცის.

image


გერმანია- გაჩერება არ შეიძლება

მსოფლიში განთქმულ გერმანულ ავტობანებზე მოგზაურობისას წინასწარ დარწმუნდით, რომ საკმარისი საწვავი გაქვთ ავზში. გაჩერება ავტობანზე სერიოზული მიზეზის გარეშე არ შეიძლება, ხოლო თუ მანქანას რაღაც ტექნიკური პრობლემა სჭირს, ეს სერიოზულ მიზეზად მაინც არ ითვლება. თუკი საწვავი გამოგელიატ, ზარის შემდეგ მას მოგიტანენ და ჯარიმასაც დაგიწერენ.

image

შვეიცარია- კვირა დასვენების დღეა

ცხოვრებით კმაყოფილ შვეიცარელებს არ სურთ დასვენების დღის ჩაშხამება ავტოსამრეცხაოების ხმაურის გამო. ამიტომ, სამრეცხაოები კვირაობით არ მუშაობენ. ყელაფერი ლოგიკურია.



0
364
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0