x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ მიიღებს უეცარ ფულს ან ვის ეწვევა ახალი სიყვარული - მაისის პროგნოზი ახალმთვარეობის მიხედვით
image

ახალმთვარეობა 11 მაისს გვქონდა. მთვარის ამ ახალ თვეში ცვლილებებზე ვრცელი სტატია უკვე მოგიმზადეთ. ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს. ინფორმაცია წაიკითხეთ თქვენი მზის, მთვარის და ასცენდენტის მიხედვით, რათა მთვარის ამ თვეში უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელება.


ვერძი


მეტად იქნებით მობილიზებული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მიიღებთ ნაყოფს ადრე შესრულებული საქმიანობისთვის. ჩამოწერეთ ის საქმიანობა, რამაც შეიძლება ფული მოგიტანოთ. ფინანსური წყარო შეიძლება სრულიად ახალი სფეროდან მიიღოთ. მოგიწოდებთ, სიახლეებს, ორიგინალურ იდეებს მიაქციოთ მეტი ყურადღება. შეიძლება რაღაც გაყიდოთ ან პირიქით, ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ ფული.



კურო

ახლა თქვენი დროა, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. შეიძლება მოგინდეთ გარეგნობის, იმიჯის შეცვლა. გაგიჩნდებათ სურვილი სწავლის, საკუთარი თავის მეტად განვითარების, პროფესიონალად ჩამოყალიბების. გამონახეთ დრო, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, ფიზიკური მდგომარეობა. გარშემო მყოფებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ და ნუ გაგიკვირდებათ. ზოგიერთს მიეცემა შანსი, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, გაიუმჯობესოს პირადი ცხოვრებაც.


ტყუპი


მაისის ახალმთავრეობის შემდეგ ცოტა უნდა დაისვენოთ. ისეთი საქმეები გააკეთეთ, რაც ზედმეტ გამოჩენას აგარიდებთ, კარგი იქნება თუ დაისახავთ მომავლის გეგმას, რასაც მზის ტყუპში გადასვლის შემდეგ ან ივნისი ახალმთავრეობის შემდეგ განახორციელებთ. ზოგიერთმა შეიძლება გაიცნოს უცხოელი პარტნიორი ან გადაწყვიტოს ემიგრაციაში წასვლა. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას: ფიზიკურს, სულიერს, ემოციურს. სასურველია, დაემშვიდობოთ მავნე ჩვევებს. კარგი იქნება, თუ გაერკვევით თქვენს ფარულ კავშირებში, შემოსავლებში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, გათვისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან.


კირჩხიბი


წარმატების თვე დაგიდგათ. გაქვთ მოგების, აღიარების შანსი და სურვილის ასრულებისაც. კარგ შედეგს მოგიტანთ სემინარებსა და ვებინარებზე დასწრება. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგია საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.


ლომი


აქტუალური იქნება კარიერული საკითხები, დაწინაურების სურვილი და მიზანი გაგიჩნდებათ. ახალმთვრეობა მოგცემთ პოპულარობის, წარმატების შესაძლებლობას და არ იზარმაცოთ. გააქტიურდებით სოციალურად. შეიძლება თქვენი ბიზნესიც კი დაიწყოთ ან უკვე არსებული განავითაროთ. გამოხვალთ სცენაზე და ყველა დაინახავს თქვენს შესაძლებლობას, საქმიანობას.


ქალწული


ახალმთავრეობა ენერგიას მოგცემთ, რომ მოაგვაროთ იურიდიული (სასამართლო სფეროშიც გამარჯვების შანსი გაქვთ) და უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებულ საკითხები. შეიძლება მოგინდეთ უცხო ენის შესწავლა ან დაგეგმოთ მოგზაურობა შორეულ მხარეში. მარტივად ჩააბარებთ გამოცდებს, შეადგენთ დოკუმენტებს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ გაერკვეთ უცხო ქვეყნის კულტურულ, რელიგიურ, ფილოსოფიურ საკითხებში. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, სასურველ ვაკანსიას მიიღებთ.


სასწორი


მორალურ, მატერიალურ, ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებთ გარშემო მყოფებისგან. ვერ გეტყვით, რომ მარტივად, მაგრამ სირთულეების გალახვის შემდეგ სასურველ შედეგს მიაღწევთ. გააფორმებთ კრედიტს, ბანკთან - ხელშეკრულებას. ზოგიერთი მიიღებთ თანხას ადრე შესრულებული საქმისგან. შეიძლება მემკვიდრეობაც კი მიიღოთ. თქვენს საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. თუ ქალბატონ სასწორებს დაფეხმძიმება გსურთ, მთვარის ეს თვე, განსაკუთრებით სავსემთავრეობამდე საუკეთესო დროა ჩასახვისთვის.


მორიელი


პარტნიორებთან ურთიერთობების დარეგულირების თვე დაგიდგათ. ეს ეხება საქმიან და სასიყვარულო კავშირებსაც. 11 მაისის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მრჩეველს, რომლებიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მთავრის ეს თვე არის კავშირების დამყარების და გამორიცხული არაა, რომ დაქორწინდეთ, ანუ სიყვარულის კავშირი შექმნათ.

მშვილდოსანი

ყოველდღიური ვალდებულებები მოგემატებათ (სახლში, სააგარაკო საქმეები ან ბავშვების მოვლა). თუმცა, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. შეიძლება ახალი სამსახური გამოგიჩნდეთ, თუ მაძიებელი ხართ, ან არსებული საქმიანობის მიმართულება შეცვალოთ. გამონახეთ დრო, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროა, შეიძლება გაგეზარდოთ კლიენტთა ბაზა. მართალია, საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული თვე გელით, მაგრამ ნაყოფსაც სასურველს მიიღებთ.


თხის რქა


დასვენების, საკუთარ თავზე ზრუნვის თვე დაგიდგათ. ზოგიერთი შეიძლება მშობელი გახდეთ ან გაიგოთ, რომ მალე გახდებით. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. მათ შეიძლება თავისი წარმატებით გაგახარონ; მათ მიეცემათ შანსი, რომ თავიანთი თავი უკეთესად გამოავლინონ. იყავით ლაღი, ისეირნეთ, შეხვდით მეგობრებს, გამონახეთ ჰობი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ. უკვე დაწყვილებულებს კი სასიყვარულო თავგადასავლები გელით.


მერწყული


საოჯახო ვალდებულებები მოგემატებათ. ეს შეიძლება იყოს ბინასთან, აგარაკთან, რემონტთან, ინტერიერის განახლებასთან დაკავშირებული ქმედებები. ზოგიერთმა კი შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ზოგიერთი იყიდის ან გაყიდის უძრავ ქონებას. გააქტიურდება შეხვედრები ნათესავებთან. მშობლიურ ადგილებს ესტუმრებით.

თევზები


დაარეგულირეთ ურთიერთობა დედმამიშვილებთან. შეიძლება ერთად ახალი პროექტებიც კი განახორციელოთ. უმეტესობა მანქანის ყიდვას ან გაყიდვას გადაწყვეტს. კარგი პერიოდია სარეკლამო კამპანიისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად, საბუღალტრო დოკუმენტების მოსაგვარებლად. თუ აქამდე ინტერნეტით "ცხოვრობდით", ახლა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში ახლობლებთან, მეგობრებთან ცოცხალი ურთიერთობა. გაგიჩნდებათ ექსკურსიებზე, პიკნიკებზე სიარულის სურვილი.



ასევე დაგაინტერესებთ:




ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით




ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!


11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

0
1426
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0