x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რას აკეთებს მე-8 ძმა? - 4 არც ისე მარტივი ლოგიკური გამოცანა

image



1.ოთახში 89 სანთელი ენთო. 5 წუთის შემდგომ, 3 სანთელს წყალი გადაასხეს და ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩა საბოლოოდ?

2.რით განსხვავდება ბროკერი როკერისაგან?

3.მურომში აშენდა 230-სართულიანი ცათამბჯენი. რაც უფრო იზრდება სართული, მით მეტი ადამიანი ცხოვრობს (მაგალითად, პირველ სართულზე მხოლოდ 1 ადამიანი, მეორეზე -2 და ა.შ., ბოლო, 230-ე სართულზე -230 ადამიანი). რომელია ლიფტის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკი?

4.8 ტყუპი ძმა შაბათ-კვირას აგარაკზე ისვენებდა. ყველამ იპოვა თავისი საყვარელი საქმე: პირველი ძმა დაკავდა ვაშლის კრეფით, მე-2 - თევზაობით, მე-3 -აბაზანაში ნებივრობით, მე-4 -ჭადრაკის თამაშით, მე-5 - კერძების მომზადებით, მე-6 - პოლიციელების შესახებ სერიალებს უყურებს ლეპტოპზე, მე-7 - ხატავს მიმდებარე პეიზაჟებს. რას აკეთებს მე-8 ძმა?

პასუხები:

1.მხოლოდ წყლით ჩაქრობილი სამი სანთელი. დანარჩენი ბოლომდე დაიწვა.

2. ბროკერს წინ აქვს ასო "ბ", როკერს - არა.

3. პირველი სართულისაკენ მიმავალი.
4. მე-4 ძმას, რომელიც ჭადრაკს თამაშობს, პარტნიორობას უწევს (ანუ ჭადრაკს ეთამაშება).

1
394
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
394
  
2021, 16 მაისი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1