x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ადამიანები, რომელთაც დედა-ბუნებამ უნიკალური ფიზიკური ხარისხი მიანიჭა
თითქოს, ერთი შეხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია. თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოიტანეს არაერთი ფანტასტიკური დასკვნა, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ არც დაკვირვებია.


image



მსოფლიოში რამდენიმე მილიარდი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც ბუნებამ განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით დააჯილდოვა, რაც მათ ხდის განსხვავებულს, ორიგინალურს. აქ მათი აზროვნება და გენიოსობა არ მოიაზრება, არც გენდერი, არამედ ფიზიკური მახასიათებელი, რომლებიც გენეტიკურად აქვთ მიღებული მამის ან დედის ხაზით და სწორედ ამ ფიზიკური მახასიათებლების გამო გამოირჩევიან ბრბროსგან.



სიტყვა გენეტიკა ყველა თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია, რაც ვინმესგან წარმოშობას, წარმოქმნას აღნიშნავს. უფრო კონკრეტულად კი, გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება პირველად გამოიყენა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა.




ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა, თუმცა მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.



მშობლის ნიშან-თვისებები ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.


უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წყვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომელიც 23 წყვილს ქმნიან.




ქრომოსომის მთელ სიგრძეზე გენებია განლაგებული, რომელშიც ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შემცველი ინფორმაციაა მოცემული. მაგალითად, ადამიანის გენში თვალის ან თმის ფერის შემცველი ინფორმაციაა ჩაწერილი. შედარებით რთულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სხეულის ფორმას, მრავალი გენის ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს.




უჯრედში ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.



ადამიანები, რომელთაც დედა-ბუნებამ უნიკალური ფიზიკური ხარისხი მიანიჭა



1. მან ნერვი დაიზიანა, რის შემდეგაც მისი ეს თითი წყალში ყოფნის დროს, სხვა თითებისგან განსხვავდება. image




2. "ჩემი მარჯვენა წარბი და თმის ეს ნაწილი ღია წაბლისფერია, ხოლო მარცხენა წარბი და მთლიანად მარცხენა მხარე თმის არე კი ღია ქერა". image




3. ორივე თვალზე არა ტიპიური ჰეტეროქრომიაა. image





4. მარცხენა თვალიდან სრულიად უსინათლო ვარ და ფოტოების გადაღებისას, ის არასდროს წითლდება. image





5. "თვალში გულის ფორმის ხალი მაქვს".image





6. "თვალშიც და მკლავზეც სამკუთხედის დორმის ხალი მაქვს".image





7. "ჩემს ხელზე არსებული ვენები გესალმებათ - HI". image





8. სხვადასხვა ფორმის ცერა თითები მაქვს ორივე ხელზე. გენეტიკურად მამისგან მერგო, რაც ასევე "დ" ტიპის ბრახიდაქტილიაა. image





9. "ეს მე და ჩემი პირველი შვილი, რომელსაც ზუსტად ისეთი მანძილი აქვს ცერა და მეორე თითს შორის, როგორიც მე".image





10. ჩემი თმა და წამწამები განსხვავდება მარცხენა-მარჯვენისგან ფერით. image





11. "მარჯვენა თვალში ასეთი მელნისფერი ლაქა მაქვს". image



იხილეთ აგრეთვე:


7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათimage

1
422
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
422
  
2021, 16 მაისი, 1:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1