x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"კავკასიაში რაღაც არაჩვეულებრივი ხდება", წერდნენ 1905 წელს.

პარლამენტი ისტორიული განვითარების ნაყოფია, რომელსაც ცხოვრებიდან ვერ ამოვშლით, ვიდრე იმდენად არ გავძლიერდებით, რომ შეგვეძლოს ბურჟუაზიული პარლამენტის გარეკვა. ბურჟუაზიული პარლამენტის წევრი უნდა იყოთ, რომ, მოცემული ისტორიული პირობებიდიან გამომდინარე, ბურჟუაზიული საზოგადოებისა და პარლამენტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შეგეძლოთ.

ლენინი

ორი სოციალური ომი, რომელსაც ლენინის შეფასებით, რევოლუციის წინ ეწეოდა რუსეთის ღარიბობა, საქართველოშიც იყო გაჩაღებული. ამდენად საქართველოს სოფელში არსებობდა, როგორც ბურჟუაზიულ-დმოკრატიული, ისე სოციალისტური რევოლუციის სოციალ-ეკონომიკური წინამძღვრები.

1898-1900 წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა, სოციალ-დემოკრატიის რევოლუციური ბირთვი, რომელიც თავიდანვე მტკიცედ დადგა ლენინურ პლატფორმაზე და ცარიზმის და კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის პროლეტარიატის მხარდამხარ დარაზმა საქართველოს მშრომელი მასები.

საქართველოში სახალხო რევოლუციის პირველი მძლავრი ხანძარი 1905 წელს გაჩაღდა. ეს ხანძარი მზადდებოდა 1901-1904 წლების რევოლუციური აღმავლობის წლებში, როცა მუშათა მოძრაობა ფაბრიკა-ქარხნების კედლებს გასცდა, ქუჩებს მოედო და კაპიტალისტური ჩაგვრისა და თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ მძლავრ პოლიტიკურ დემოსტრაციად და საბარიკადო შეჯახებებად გადაიზარდა, როცა საქართველოს სოფელი აღსდგა და აგრარულმა მოძრაობამ მძლავრი გაქანება მოიპოვა. "კავკასიაში რაღაც არაჩვეულებრივი ხდება", წერდნენ 1905 წელს.image

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0