x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
26 წლის აისელი დის ქმარმა გააუპატიურა-რას ამბობს ბრალდებული ბესიკ თორდუა
imageახალგაზრდა ყაზახი ქალი გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული 57 წლის ბესიკ თორდუა ჩვენებას იძლევა, სადაც ამბობს, რომ აისელი დის ქმარმა გააუპატიურა და ამის შემდეგ სთხოვა თორდუას, მისთვის თავშესაფარი მიეცა.



"ვაპირებდით, რომ აისელი დაგვეტოვებინა რუსთავში, მურატის სახლში. აისელმა მითხრა, რომ არ უნდა რუსთავში წასვლა, იმიტომ რომ მითხრა, მურატმა გამაუპატიურა და მასთან აღარ დავბრუნდებიო. მე გამიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი, აისელი იყო მისი ნათესავი, კერძოდ კი ცოლისდა. ამ საუბარს ისმენდა ბერდია კალანდიაც. ამაზე ძალიან გავბრაზდი. ამ დროს აისელმა მითხრა, რომ სურდა ჩემთან წამოსვლა დასარჩენად, თუ ამის საშუალება არ იქნებოდა, წავიდოდა სასტუმროში. მე მარტო ვცხოვრობ, ნაქირავებ ოროთახიან ბინაში, შესაბამისად აისელს ვუთხარი, რომ შეეძლო ჩემთან დარჩენა, შესაბამისად წამოვედით ჩემთან ბინაში, "- წერია ჩვენებაში.


ბესიკ თორდუა ასევე ამტკიცებს, რომ აისელ აიტპაევას მასტან ინტიმური კავშირი ნებაყოფლობით ჰქონდა, აბაზანაში შევიდა, როდესაც გამოვიდა გოგონა მე-8 სართულიდან გადავარდნილი ნახა, არ იცის გოგონა ნებაყოფლობით გადახტა თუ შემთხვევით გადავარდა.


ამის შემდედ თორდუამ იქაურობის სასწრაფოდ მიტოვება და ზუგდიდში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ნასამართლევი იყო და შეშინდა, რომ ყველაფერი მას დაბრალდებოდა.



აისელზე ძალადობას ადასტურებს მისი მეგობარიც, აი რას ამბობს ჩვენებაში:



"ასელს უთქვამს მისთვის [ბესოსთვის], რომ არ უნდოდა რუსთავში წასვლა და ბესიკიმ მითხრა, რომ მგონი მურადმა გააუპატიურა და ფსიქოლოგიურად ვერ არს კარგად და ხშირად ტირისო.

როდესაც ბესომ მითხრა, რომ მურადმა მგონი ასელი გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასელს, ხომ არ უძალადია მურადს შენზე-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რომ ქალაქ რუსთავში, მურადის ნაქირავებ ბინაში, როდესაც ასელი ყაზახეთიდან ჩამოვიდა 29 აპრილს ორჯერ იძალადა მურადმა ასელზე, გააუპატიურა და ამბობდა, რომ მასთან ამიტომ არ უნდოდა ცხოვრება, თუმცა სხვა დეტალები არ უთქვამს.

ბესიკმა მითხრა, რომ ძალიან ეცოდებოდა ასელი და ამბობდა, რომ თავად მიხედავდა ამის შემდეგ არაფერი მიკითხავს. 3 მაისს მე ასელი და ბერდია მცხეთაში ჯვარზე და სვეტიცხოველში წავედით, ასელი ძალიან ბედნიერი იყო ძალიან მოეწონა მცხეთა. ამ სეირნობისას მე ვკითხე, ბესო როგორ ექცეოდა და კარგად გრძნობდა თუ არა თავს.

მან მითხრა, რომ საძინებელში თავად ეძინა, ხოლო ბესიკს კი წინა დივანზე. ამბობდა, რომ ძალიან კარგად ექცეოდა ბესიკი და მასთან ყოფნაზე პრეტენზია არ ჰქონდა"


შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა 5 მაისს მოხდა, სამართალდამცავებმა ბრალდებული ბესიკ თორდუა მეორე დღეს დააკავეს. მას გამოძიება გაუპატიურებას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, მუქარას, პატივის და ღირსების სისტემატურ დამცირებას ედავება. ბრალდებულს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ თორდუას 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდება დამძიმდეს. ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა პასუხისგებაში 26 წლის მსხვერპლის ნათესავს.

ასელ აიტპაევა საქართველოში აპრილში, სამუშაოდ ნათესავმა ჩამოიყვანა. ის რუსთავში ქართულ-ყაზახურ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა, სადაც სავარაუდოდ გაიცნო ბრალდებული

1
1288
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1288
  
2021, 16 მაისი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1