x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვის გამო გაშორდა ბილ გეიტსს მეუღლე?

image



WSJ– მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მილიარდერის, მაიკროსოფტის დამფუძნებელის ბილ გეიტსის და მისი მეუღლის განქორწინების ძირითადი მიზეზი არის ოჯახის უფროსის მეგობრობა გარდაცვლილ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან.




ეპშტეინმა, რომელიც ამერიკის სასამართლოს მიერ ეჭვმიტანილი იყო პედოფილიასა და სხვა სექსუალური დანაშაულების ჩადენაში, თავი მოიკლა ნიუ-იორკის წინასწაი დაკავების იზოლატორში 2019 წლის აგვისტოში.






მელინდა გეიტსი, როგორც ჩანს, ყოველთვის წუხდა ქმრის კავშირებით სამარცხვინო ფინანსისტთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს გეიტსის ფონდის ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, რომელიც იცნობდა წყვილის განქორწინების პროცესის დეტალებს. მისი უკმაყოფილება მეუღლესა და ეპშტეინს შორის განუწყვეტელი კონტაქტის გამო გაიზარდა, რადგან, ბილმა არათუ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა, როგორც ამას მელინდა მოითხოვდა, არამედ, მილიარდერთან მუშაობას განაგრძობდა როგორც ბიზნესში, ასევე საქველმოქმედო პროექტებშიც.







ეპშტეინის დაპატიმრების შემდეგ, გეიტსის სპიკერმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც "ბილ გეითსი ნანობს ეპშტეინთან შეხვედრებს და აღიარებს, რომ ისინი შეცდნენ".






არ არის გამორიცხული, რომ მელინდა გეიტსმა შეიტყო უფრო მეტი რამ ბილ გეიტსისა და ჯეფრი ეპშტეინის წმინდა საქმიანი კონტაქტების გარდა. ეპშტეინის ამ სამყაროს ძლიერებთან მეგობრობის ტაქტიკის ნაწილი იყო სექს-წვეულებების ორგანიზება, სადაც არასრულწლოვანი გოგონები ემსახურებოდნენ ფინანსისტის გამოჩენილ სტუმრებს.

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0