x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეშლილი ესპანელი- სალვადორ დალი
image

“ექვსი წლის ასაკში მე მსურდა ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი.”- სურვილები შესაძლებლობებზე აღმატებული არ ყოფილა. ის გახდა სალვადორ დალი.

image

„შეშლილი ესპანელი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, 1904 წლის 11 მაისს დაიბადა. თუმცა მეტსახელს აპროტესტებდა: „ერთადერთი სხვაობა ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.“ მიუხედავად ამისა, საკუთარი ექსტრავაგანტულობით, საზოგადოებას მუდმივად აოცებდა, მისი პერფომანსები არასდროს სრულდებოდა: ბუზები შთაგონებისთვის, ყველაზე ძვირიანი სასტუმროს საუკეთო ნომერი თხებისთვის, შიშველი გამოცხადება ღონისძიებებზე, დამპალი ქაშაყი ქუდში და, რა თქმა უნდა, ულვაშები-„ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.“

სალვადორ დალი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი კატალონიაში დაიბადა. ნოტარიუსის ოჯახში დაბადებული გენიოსი მცირე ასაკიდან იჩენდა ინტერსს სახვითი ხელოვნების მიმართ, 1919 წელს კი მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. 1921 წელს მადრიდში მიემგზავრება, რათა სან-ფერნანდოს აკადემიაში ეზიაროს ცოდნას. მაგრამ სალვადორს საკუთარი პერსონის მნიშვნელობა უკვე გააზრებული აქვს, აკადემიის ხელმძღვანლობა ქედმაღლობისა და პედაგოგებისათვის არასათანადო დამოკიდებულების გამო, სასწავლებლიდან გარიცხავს. დალი პარიზში მიემგზავრება, სადაც პაბლო პიკასოს გაიცნობს. ახალგაზრდა შემოქმედის ტილოებს პიკაოსს გავლენა ემჩნევა. ხშირად ადარებენ დიდ პაბლო პიკასოს. „პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა, “-პოულობს განმასხვავებელ ნიშნას დალი.
აზრთა სხვადასხვაობა აიძულებს დატოვოს სიურეალისტების ჯგუფი, „სიურეალიზმი ეს მე ვარ!“- ამბობს და ქმნის ეპოქას. გარდა მხატვრობისა ის ბედს ხელოვნების სხვა დარგებშიც სცდის, ჯერ კინოსამყაროთი ინტერესდება და იღებს ფილმს: „ანდალუსიური ძაღლი“, მოგვიანებით წერს ავტობიოგრაფიულ რომანს: „სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება“, ორივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება.


image

1929 წლიდან მის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა ხდება- დალი გალას შეხვდება. ელენე დიაკონოვა ამ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლეა. „ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.“ 1934 წელს გალა და დალი დაქორწინდებიან. მხატვრის შემოქმედებაში ახალი ძალა და ენერგია ჩნდება.

image

დალისთვის ახალი ხანა იწყება, რომელიც მარადიული სიყვარულით გრძელდება, მაგრამ სიყვარულზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს გალას, რომელსაც რაც ასაკში შედის უფრო მეტად ხიბლავს ახალგაზრდა მამაკაცები. ალბათ ეს განაპირობებს თქვას მხატვარმა მოგვიანებით: „არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი.“ მიუხედავად ამისა, გალა და დალი ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას ქმნიან. 1982 წელს გენიალურ მხატვარს მეუღლე გარდაეცვლება, 1989 წელს კი სალვადორ დალის ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალავენ.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0